ჩემი დაკავება აეროპორტში არ მომხდარა, .. არ მარეკინებდნენ, - დეკანოზი გიორგი მამალაძე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 19 მაისი 2017 12:21

"ჩემი დაკავება  აეროპორტში არ მომხდარა. მანქანაში რომ ჩავჯექი, შემბოჭეს. მეუბნებოდნენ, რომ მე ვაპირებდი პატრიარქის მოკვლას. ჩხრეკა  პროკურატურაში მოხდა, სადაც არავითარი განმარტება არ მოუციათ. არ მარეკინებდნენ ადვოკატთან ან ვინმესთან. მეუბნებოდნენ, ხან პატრიარქის მოკვლას ვგეგმავდი, ხან რომელიღაც სასულიერო პირის. ჩვენებაში დავაფიქსირე ეს ყველაფერი“,  - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დღეს პროცესზე განაცხადა.

წაკითხულია 241 ჯერ

Related items

  • აშშ დეპარტამენტის ანგარიშში თემურ ბასილიას საქმეზე მსჯელობა სასამართლოს პასუხისმგებლობის ნაწილია

    ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო მსჯავრდების გადახედვის წინ, საქმეზე გაკეთებული შეფასებები, ერთიანად საგულისხმო უნდა იყოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისთვის.

    აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი: „კიდევ ერთ გადადებულ საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უარყო პროკურატურის მოთხოვნა, რომ გადაეხედა თემურ ბასილიას, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწის, 2008 წლის საქმისთვის. პროკურატურის მოთხოვნა ეფუძნებოდა გამოძიებას, რომელმაც გამოავლინა ყოფილი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი სერიოზული დარღვევები თემურ ბასილიას სისხლის სამართლებლივ დევნაში. მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ დაავალა სააპელაციო სასამართლოს დაეწყო ამ საქმის გადახედვა, ივლისში სასამართლომ დაიწყო მისი განხილვა, თუმცა შემდგომში არაერთხელ გადადო სასამართლო სხდომები“.

    „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, აშშ დეპარტამენტის ანგარიშში გაჭიანურებული სასამართლო სხდომები ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის შემაფერხებელ გარემოებადაა დასახელებული. თემურ ბასილიას საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი სხდომა 2017 წლის 25 მაისს დანიშნა, თუმცა პროცესი აღმოჩნდა ხანგრძლივი. 2017-2018 წლებში, საქმეზე არაერთი სხდომა ჩატარდა. საბოლოოდ, სასამართლო საქმეზე მოსმენას 2018 წლის 3 მაისს დაასრულებს და შემაჯამებელ გადაწყვეტილებასაც ამავე დღეს გამოაცხადებს.

    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მაშინდელ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.

    2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

    თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. 

  • სასამართლომ ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
    თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლით.
    სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.კ.-მ 2017 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, თავისი ყოფილი მეუღლის ა.ლ.-ს მიმართ განახორციელა სასტიკი მოპყრობა, რა დროსაც თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. აღნიშნულის შემდგომ ა.ლ.-მ სააბაზანო ოთახში ქამრის მსგავსი საგნის გამოყენებით თავი ჩამოიხრჩო.
    სამართალდამცველებმა გ.კ. 2017 წლის 13 მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანა სასტიკი მოპყრობით) წარედგინა.
    თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 
  • ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმე - სასამართლომ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

    მოსამართლე მაკა გველესიანმა ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეში დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს თავდებში ცნობილი ადამიანები უდგებოდნენ.

    დაკავებულებს – ვაჟა კვარაცხელიას, თემურ დათიკაშვილსა და ზაზა მაჩალაძეს თავდებში უდგებოდნენ კალათბურთელი კახაბერ შენგელია და სპორტის სფეროში ცნობილი პირები: ანატოლი ბოისა, ჯამლეტ ხუხაშვილი, ამბროსი ორმოცაძე და ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე ეზრა პალაკაშვილი.

    ადვოკატებმა სასამართლოს 5-5 ათასი ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართეს, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

    ჩაწყობილი თამაშების საქმეზე არსებითი განხილვა 22 თებერვალს დაიწყება.

  • პატიმრების წამების საქმე - სასამართლომ გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები დამნაშავედ სცნო

    თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრების წამების საქმის განხილვა დასრულდა და განაჩენი გამოცხადდა.

    სასჯელარსრულების ნომერ 8-ე დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

    განაჩენის მიხედვით, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების სამართლებრივი განყოფილების ყოფილ უფროსს ოლეგ ფაცაციას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, რადგან ის უკვე არის მსჯავრდებული, პატიმარ სერგო თეთრაძის საქმეზე საბოლოოდ მას განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

    წამების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო ამავე დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი მალხაზ ღვინიაშვილი, რომელსაც 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

    რაც შეეხება ბრალის მეორე ნაწილს, არაადამიანურ მოპყრობას, ამ ნაწილში ბრალდებული იყო გლდანის მერვე დაწესებულების 5 ყოფილი თანამშრომელი, სასამართლომ მათ მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მათ 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

    დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

  • სასამართლომ ბრალდებულ ნ.ლ.-ს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

    ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაში, ხულიგნური ქვენაგრძნობით განზრახ მკვლელობასა და განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნ.ლ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და  19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.     
    სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე ნ.ლ.-მ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში,  ხულიგნური ქვენაგრძნობითა და ორი პირის განზრახ მოკვლის მიზნით, ორლულიანი გადაჭრილი თოფიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა, განახორციელა ორი გასროლა, ჯერ გ.კ.-ს, ხოლო შემდგომ რ.ზ.-ს მიმართულებით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელისგან გ.კ.-მ გაქცევით შეძლო თავის დაღწევა, ხოლო რ.ზ.-მ მრავლობითი დაზიანებები მიიღო წელის არეში. იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდგომ გარდაიცვალა.
    სამართალდამცველებმა ნ.ლ. 2017 წლის 7 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით), 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით) და 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.     
    ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური