ე. წ. ციანიდის საქმის პროკურორი პროცესის დახურულ რეჟიმში წარიმართვას მოითხოვს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 19 მაისი 2017 12:17

“ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა საქმეზე საზოგადოებისთვის დაგვემალა ინფორმაცია. ამის ერთ-ერთი დასტური ისიცაა, რომ ჩვენ საჯაროდ გამოვაქვეყნეთ მტკიცებულებების უპრეცედენტო რაოდენობა. თუმცა წინასასამართლო სხდომაზე არსებობდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, პროცესის მონაწილე ადამიანებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. ასევე საქმეში არის ბრალდებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართოს," - აღნიშნული განცხადება ე. წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ გააკეთა.

წაკითხულია 136 ჯერ

Related items

  • რა ხდებოდა სასამართლოში გოგა ონიანის დაკავების დროს (ვიდეო)

    ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

  • მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

    მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს. 

    „ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებითაა დაწყებული. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში. 

    რამდენიმე მედიასაშუალებაში ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალები გავრცელდა. კერძოდ, მედიაში სხვადასხვა პერიოდში გავრცელდა დახურულ სასამართლო პროცესზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის, პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის, მეუფე დიმიტრის ჩვენებები და ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა. 

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ლვოვის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ სააკაშვილის ადვოკატზე მარკიან გალაბალაზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.

    „ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ჩვენ ვწერთ სააპელაციო საჩივარს, ამისთვის 10 დღე გვაქვს“, - განაცხადა გალაბალამ.

    მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულ გაუქმებას მოითხოვს. გალაბალას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მათ ჯერ არ მიუღიათ.

    23 სექტემბერს ქალაქ მოსტისკას რაიონულმა სასამართომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დამნაშავედ ცნო და ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

  • ე.წ. ციანიდის სკანდალი გრძელდება - დეკანოზის დისშვილის ფოტო, რომელსაც პროკურატურა პროვოკაციულად იყენებდა

    დეკანოზ გიორგი მამალაძის თქმით პროკურატურა მისი დაკავების დღიდანვე ცდილობდა მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის დაცვის უფროსისთვის მასზე მცდარი ინფორმაცია მიეწოდებინათ, მისი პირადი ცხოვრების შესახებ. ამის შესახებ „ციანიდის საქმეზე“ მსგავრდებული სასულიერო პირი საბოლოო სიტყვაში საუბრობს, რომლის ჩანაწერიც „ტვ პირველმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა.
    მამალაძე საბოლოო სიტყვაში ფოტოებზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით პროკურატურა პროვოკაციულად იყენებს და რომელიც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მოსამართლემ სასამართლო სხდომები დახურა. მამალაძის თქმით მას დასამალი არაფერი აქვს, დეკანოზი საბოლოო სიტყვაში დეტალურად ხსნის ფოტოების წარმომავლობას.

  • "დადგენილია ის შესაძლო წრე, რომლისგანაც დეკანოზს ციანიდის შეძენა შეეძლო" - პროკურორი

    მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული სასულიერო პირის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენს მოსამართლე დღეს 12:00 საათზე გამოაცხადებს.


    სხდომის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს საქმის პროკურორმა და დაკავებული დეკანოზის ადვოკატებმა.

    პროკურორი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, რადგან მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ანგარებით მკვლელობას გეგმავდა.

    რაც შეეხება საკითხს, ვისგან შეიძინა მამა გიორგიმ მომწამვლელი ნივთიერება, ციანიდი პროკურორის თქმით ეს საკითხი , ცალკე საქმედ არის გამოყოფილი, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და დადგენილია, ის შესაძლო წრე, რომლისგანაც დეკანოზს ციანიდის შეძენა შეეძლო.

    „მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები იმის დასადგენად, თუ ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი და ცეცხლსასროლი იარაღი. თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ეცნობება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური