"საია" საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პირველ ეტაპზე გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 მაისი 2017 11:32

 

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყველთაო განხილვის პირველ ეტაპს აფასებს და გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მათი განცხადებით, განხილვების დროს ფართო საზოგადოებას არ ქონდა შესაძლებლობა, თავისუფლად და აქტიურად ჩართულიყო პროცესში.

საიაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას რეალურად არ სურდა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოესმინა მოქალაქეების მოსაზრებები, განსაკუთრებით ხელისუფლების პოზიციებისგან განსხვავებული შეხედულებები.

„საერთო ჯამში იკვეთებოდა იმგვარი ტენდენცია, რომ ხელისუფლებას სურდა მოესმინა უმეტესწილად მისთვის სასურველი მესიჯები, ნაცვლად კრიტიკული მოსაზრებებისა. ასევე, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მოსული იყვნენ წინასწარ დაწერილი კითხვებით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო გარკვეულწილად ორგანიზებული პროცესი და არა სპონტანური საყოველთაო სახალხო განხილვა, სადაც მოქალაქეები მიდიან და უკვე უშუალოდ თავიანთ აზრებს აფიქსირებენ,“ - აღნიშნავს საიას იურისტი სოფიო ჭარელი

წაკითხულია 36 ჯერ

Related items

  • "საიას" კვლევას მინისტრები აფასებენ

    ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევას, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა სამინისტროებში რეორგანიზაცია და ხარჯების ოპტიმიზაცია მოხდა, მინისტრთა კაბინეტის წევრები ეხმაურებიან.მთავრობაში აცხადებენ, რომ სამინისტროებში ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის პროცესები გამჭვირვალედ წარიმართა.საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, მას საკუთარ უწყებაში თანხების დაზოგვა თანამშრომლების გათავისუფლებით არ განუხორციელებია.ენერგეტიკის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, სამინისტროში გარკვეული რაოდენობის დასაქმებული ადამიანის გათავისუფლება მოუწია.

     

  • ჩვენთან კონსულტაციები არ ყოფილა, - საიას პასუხი ირაკლი კობახიძეს

    „ჩვენთან კონსულტაციები არ ყოფილა. დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ პარტნიორ ორგანიზაციებთან რომ ყოფილიყო, ეს აუცილებლად მეცოდინებოდა. მგონია, რომ ეს არის არაზუსტი და დამაზიანებელი ინფორმაცია ზოგადად პროცესისთვის. თუ არასამთავრობო რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას იღებდნენ და მიიღებენ, როგორც კონსტიტუციასთან, ასევე სხვა საკითხებთან მიმართებაში, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია. არ არის საჭირო ვინმესთან მიბმა ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - აღნიშნული განცხადება ბ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ტავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საპასუხოდ გააკეთ,  ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით.

  • საია: ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები დაცული არ არის
    „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ იმ გახმაურებულ საქმეებზე, რომელიც საია-ს წარმოებაშია და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს ეხება, კვლევა წარმოადგინა. კონკრეტულად კვლევა ეხება პარტიზანი მებაღეების, თავისუფალი ზონის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და „აუდიტორია 115“-ის წევრების დაკავების ფაქტებს. საია-ს თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ძირითადად, საფრთხე ემუქრება იმ ჯგუფებს, რომლებიც არიან კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ და მათ საქმეებში არამართლზომიერი ჩარევა ხდება. „კონსტიტუციით განსაზღვრულია, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე მშვიდი შეკრების თავისუფლება, მანიფესტის უფლება, მაგრამ ეს უფლებები დაცული არ არის. ამ უფლებების ხელყოფის ყველაზე უფრო მთავარ ინსტრუმენტად გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც თავის მხრივ, არის მოძველებული სამართლებრივი აქტი“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაციებს რეკომენდაციები აქვთ როგორც პარლამენტის, ასევე სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. კერძოდ, მათი განცხადებით, ძალიან ბევრი პრობლემა გამოიკვეთება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ამიტომ, მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სწრაფად იქნეს სრულფასოვანი რეფორმა გატარებული. თუმცა, მანამდე ვიდრე რეფორმა განხორციელდება, კვლევის ავტორების აზრით, აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი პოლიციამ და სასამართლომ არ გამოიყენოს ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვად. აღნიშნულ რეკომენდაციებს საია უახლოეს დღეებში შესაბამის უწყებებს გადაუგზავნის. საია-ს ანგარიში ეხება ბოლო წლების განმავლობაში კონსტიტუციური პროტესტის უფლების შეზღუდვას. კვლევა მოიცავს 38 პირის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებს.
  • საია - მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტთან პრინციპული წინააღმდეგობა გაგვაჩნია, ის არ პასუხობს სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს

    საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად განაცხადა ის, რომ მოსმენების ე.წ. გასაღები არ უნდა იყოს იმ ორგანოს ხელში, რომელსაც გააჩნია საგამოძიებო ფუნქციები, - ამის შესახებ საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა გიორგი გოცირიძემ განაცხადა, რომელიც ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობს.
    მისივე განცხადებით, ამ კანონპროექტით სააგენტო ხვდება სუს-ის დაქვემდებარებაში, რომელიც პროფესიულად დაინტერესებული ორგანოა მოიპოვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანომდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში ხვალიდან იწყება.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შესწავლა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე ამ წუთებში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ავლაბრის სასახლეში კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. 

  • საია ენერგეტიკის სამინისტროდან დოკუმენტებს ოფიციალურად გამოითხოვს

    გაზპრომთან გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით დღეს ენერგეტიკის სამინისტროს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიმართავს.არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს უწყებამ ძველი ხელშეკრულების ასლიც გასცეს და ის დოკუმენტაციაც მიაწოდოს, რომლის საფუძველზეც გადაწყდა, რომ ხელშეკრულება გასაიდუმლოებული უნდა იყოს. „მოვითხოვთ რომ გასცეს შემდეგი ინფორმაცია: პირველი, ეს ეხება გაზპრომთან მიმდინარე წელს გასაფორმებე დოკუმენტს, ასევე ის ხელშეკრულება, რომელიც უკვე ამოიწურა და ასევე ჩვენი მოთხოვნა  შეეხება ყველა ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების პროცესში მიმდინარეობდა ქართულ და რუსულ მხარეს შორის. ჩვენ ვითხოვთ, ასევე რომ თუ  კი ინფორმაცია მიჩნეულია საიდუმლოდ, ამ საიდუმლოდ მიჩნევის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამ საიდუმლოების დამადასტურებელი დოკუმენტების შემდეგ გადავწყვეტთ ჩვენ ვიდავოთ თუ არ ვიდავოთ სასამართლო წესით,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

ბიზნეს ნიუსი

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი  რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონ...

ქართული ღვინო ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

ქართული ღვინო ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში „London Wine Fair...

პოპულარული

« მაისი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper