ემანუელ მაკრონი და დონალდ ტუსკი მთავარ ამოცანად ევროკავშირის გაძლიერებას მიიჩნევენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 18 მაისი 2017 12:19

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი მთავარ ამოცანად ევროკავშირის გაძლიერებას მიიჩნევენ. აღნიშნულის შესახებ მხარეებმა ელისეს სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

„ბერლინში ჩემი ვიზიტის დროს მოლაპარაკებები გავმართე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და მას განვუცხადე ჩემი განზრახვის შესახებ, რომ ევროკავშირი უფრო უნდა იცავდეს თავისი წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, ნაკლებად ბიუროკრატიული იყოს და უფრო მარტივ პროცედურულ მექანიზმებს ფლობდეს. ასევე მიზანი მაქვს ევროზონის უფრო მეტ ინტეგრაციას მივაღწიოთ და გავატაროთ პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ „საჭიროა უფრო ამბიციური გეგმის შემუშავება ევროკავშირის საბჭოს საგარეო პოლიტიკის რეფორმებთან დაკავშირებით“. 

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, „ევროკავშირის საბჭოს როლი გადამწყვეტია ისეთ საკითხებში როგორიც არის: კლიმატი, საერთშორისო ვაჭრობა, საგარეო პოლიტიკა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხები“. 

„ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის პროექტს, შესძლებლობას ვიმუშავო ევროკავშირის ინსტიტუტებთან. მე დონალდ ტუსკის და მისი ლიდერობის დიდი იმედი მაქვს, რათა უფრო წინ წავიდეთ ევროკავშირის გარდაქმნის კუთხით“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა. 

თავის მხრივ, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ „ევროპას სჭირდება ემანუელ მაკრონის ენერგია, წარმოსახვა და გამბედაობა“.

„როდესაც მე ვამბობ ევროპა, ვგულისხმობ არა ევროკავშირის ინსტიტუტებს, არამედ მილიონობით ევროპელს, რომელიც თქვენს გამარჯვებას იმედის ნიშნად აღიქვამს. მაგრამ ეს ასევე ევროკავშირისთვისაც არის იმედის ნიშანი“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა. 

„დღევანდელ მოლაპარაკებებზე ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის მომავლის საკითხი, მაგრამ არ გვისაუბრია „ბრექსითის“ პროცესზე“, - დასძინა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ. 

წაკითხულია 307 ჯერ

Related items

  • დონალდ ტუსკი საქართველოშია

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვია. ქ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დელეგაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდნენ.

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს საერთაშორისო კონფერენციის “საქართველოს ევროპული გზა” ფარგლებში სტუმრობს, რომელიც წელს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლის იუბილეს ეძღვნება.
     
    დონალდ ტუსკი კონფერენციის მონაწილეებს გახსნის დღეს, 11 ივლისს მიმართავს.
     
    ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ნატალი საბანაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
     
    ქ. ბათუმს, საერთაშორისო კონფერეციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობის მისაღებად უკვე ეწვივნენ ჩეხეთის, შვედეთის, პოლონეთის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
     
    ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ათწლეულის განმავლობაში მიღწეული შედეგები და თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯები.
     

  • ემანუელ მაკრონი - ჩვენ ერთად აღვადგენთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს

    მასშტაბური ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში - მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლმოკიდებულ ნოტრ-დამთან პარიზელები დაჩოქილები ავე მარიას გალობდნენ.

    წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა. მომხდარზე გამოძიება დაუდევრობის შედეგად ზიანის მიყენების მუხლით არის აღძრული.

    ნოტრ-დამთან გვიანობამდე იმყოფებოდა საფრანგეთს პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონმა პარიზის საკათედრო ტაძრის აღდგენის პირობა დადო და სპეციალურ ფონდში თანხის მობილიზება დაანონსა.

    "ნორტ-დამი არის ჩვენი ისტორია, ჩვენი ლიტერატურა, ჩვენი სულის ნაწილი. ადგილი, სადაც ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ომები, ეპიდემიები თუ გათავისუფლება მიმდინარეობდა. ის ჩვენი ცხოვრების ეპიცენტრს წარმოადგენს. ნოტრ-დამი იწვის და მე ვიცი, რა მწუხარებას და მღელვარებას განიცდის ახლა ბევრი ჩვენი თანამემამულე. თუმცა, დღეს მინდა ასევე ვისაუბრო იმედზე. მოდით ვიამაყოთ, რომ 800 წლის წინ ეს ტაძარი ავაშენეთ და საუკუნეების მანძილზე ის გაფართოვდა და გაუმჯობესდა. დღეს მე დარწმუნებით ვაცხადებ, ჩვენ ერთად აღვადგენთ ნოტრ-დამს,”-განაცხადა მაკრონმა.

    მომხდარს საშინელება უწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ტაძრის აღდგენაში საფრანგეთს დახმარებას დაპირდა იუნესკო.  მხარდაჭერა ფრანგ ხალხს დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც გამოუცხადეს.

    ნოტრ-დამი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საგანძური. ეს ტაძარი რომელიმე ქვეყანაზე მაღლა დგას, ის ჩვენი კულტურის, ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ის მართლაც დიდი ტაძარია. მე ნამყოფი ვარ და შემიძლია ვთქვა, არ არსებობს მსგავსი საკათედრო ტაძარი მთელს მსოფლიოში. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ეს იყო სარემონტო სამუშაოები. ეს საშინელი სანახაობაა ",”-განაცხადა დონალდ ტრამპმა.

  • ​​საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წელთან დაკავშირებით მილოცვები გაცვალეს

    გიორგი მარგველაშვილმა და ემანუელ მაკრონმა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული მილოცვები გაცვალეს.
    ,,მსურს სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენს ხალხებს შორის ისტორიულ-კულტურული კავშირები საუკუნეებს ითვლის, რამაც  უზრუნველყო ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა და განაპირობა ჩვენი სამხედრო კონტიგენტების ურთიერთთანადგომა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
    ჩვენ ვაძლიერებთ  ერთმანეთს და შესაბამისად, ვაძლიერებთ ჩვენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას“,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.
    საქართველოს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
    ,,საფრანგეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავენ. ეს ქმედება, საქართველოს მიერ მისი დამოუკიდებლობის აღდგენის ბუნებრივი გაგრძელება იყო; დამოუკიდებლობის, რომლის დაცვა დღეს, როგორც წარსულში, იმ კონკრეტული ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს.
    მოხარული ვარ, რომ საფრანგეთი და საქართველო ავითარებენ დღეს საერთო ღორებულებებზე დაფუძნებულ მყარ და ხარისხიან ურთიერთობებს, და ვიმედოვნებ, რომ მომავალი წლები ყველა სფეროში დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყნებს.
    დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამ მიმართულებით ჩემს სრულ ჩართულობასა და, ასევე, ჩემს ერთგულებაში, რომ საფრანგეთი განაგრძობს საქართველოსა და ევროკავშირთან მისი პარტნიორობის მხარდაჭერას მშვიდობის, სტაბილურობისა და მთელი რეგიონის განვითარების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მისალოც წერილში.
     

  • ემანუელ მაკრონის პოლიტიკურმა მოძრაობამ მოკავშირეებთან ერთად საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში 32,32% მიიღო

    საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პოლიტიკურმა მოძრაობამ „რესპუბლიკა მარშზე“ მოკავშირეებთან ერთად საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 32,32% მიიღო. აღნიშნულს ცხადყოფს საფრანგეთის შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგები. 

    საფრანგეთის შს სამინისტროს მონაცემებით, ემანუელ მაკრონის პოლიტიკური მოძრაობის კანდიდატებმა ამომრჩეველთა ხმების 28,21% მიიღეს (6,39 მილიონი ხმა), ხოლო მისმა მოკავშირეებმა, იუსტიციის მინისტრის ფრანსუა ბაირუს ცენტრისტულმა პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა“ კი 4,11%, რაც ჯამში პარლამენტში 400-ზე მეტი მანდატის მიღებას უზრუნველყოფს. 

    საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების თანახმად, მეორე ადგილზე „რესპუბლიკელები“ და მათთან ალიანსში მყოფი „დემოკრატებისა და დამოუკიდებლების კავშირი“ გავიდა ამომრჩეველთა ხმების 21,56%-ით(4,87 მილიონი ხმა). 

    მარინ ლე პენის „ეროვნულმა ფრონტმა“ კი ამომრჩეველთა ხმების 13,2% მიიღო. 

    აღსანიშნავია, რომ პირველი ტურის შედეგად მხოლოდ 3 დეპუტატის არჩევა მოხდა, დანარჩენები კი მეორე ტურში გამოვლინდებიან, რომელიც 18 ივნისს გაიმართება. 

    საფრანგეთის შს სამინისტროს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 48,4% შეადგინა.
    გუშინ საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ფრანგი ამომრჩევლები ეროვნული ასამბლეის 577 წევრს მაჟორიტარული სისტემით ირჩევდნენ. 

  • ხვალ ნატო-ს წევრი ქვეყნების სამიტში დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი პირველად მიიღებენ მონაწილეობას

    ბრიუსელში, ხვალ ნატო-ს წევრი ქვეყნების, ლიდერების დონეზე, სამიტი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს სამიტში პირველად მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

    ნატო-ს შტაბ-ბინა ხვალ ახალ შენობაში გადავა.

    ნატო-ს გენერალური მდივნის ,იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „ეს ისტორიული მომენტი იქნება: ახალი სახლი თანამედროვე ალიანსისთვის“. 
    სამიტის ფარგლებში ნატო-ს წევრები ერთობლივი თავდაცვის საჭიროებებისთვის მშპ-ის 2%-იანი მაჩვენებლის უზრუნველყოფის საკითხს განიხილავენ. 

    იენს სტოლტენბერგის თქმით, ხვალინდელი სამიტი აჩვენებს ნატო-ს უნარს შეიცვალოს ამ ცვალებად სამყაროში. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტებმა უკვე მოახდინეს ალიანსში მონტენეგროს მიღების პროტოკოლის რატიფიცირება და უკვე ივნისის დასაწყისში მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი გახდება. 

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური