Junior NBA-GBF ლიგა იწყება

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 16 მაისი 2017 15:46

Junior NBA-GBF ლიგა იწყება. კალენდარი შედგენილია და პასიფიკისა(ქუთაისი) და სამხრეთ-დასავლეთის (ბათუმი) დივიზიონებში ტურნირი სტარტს 17 მაისს აიღებს. პერიოდულად, სტარტს აიღებს თამაშები დანარჩენ 4 - ატლანტიკის (თბილისი), სამხრეთ-აღმოსავლეთის (თელავი), ჩრდილო-დასავლეთის (კასპი) და ცენტრალურ (რუსთავი) დივიზიონებში. ტურნირის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე: jr.gbf.ge -ზე მიიღებთ, სადაც ოპერატიულად განთავსდება კალენდარი, გამართული მატჩების შედეგები და ფოტო-ვიდეო მასალები. 

შეგახსენებთ, რომ  Junior NBA-GBF ლიგა რიგით მეორე გათამაშებაა. შარშანდელის მსგავსად, ტურნირში წლეულსაც 30 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და გათამაშების სისტემა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ანალოგიური იქნება. ჯგუფებიდან საუკეთესო 2-2 გუნდი პლეი ოფში გავა. მათ დაემატება კონფერენციების (დასავლეთი და აღმოსავლეთი) მიხედვით დივიზიონის 2-2 საუკეთესო მესამეადგილოსანი და ჯამში 16 გუნდი ჩემპიონობისთის ბრძოლას პლეი ოფიდან გააგრძელებს.

Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი ივნისის თვეში გამოვლინდება. მანამდე კი შეგიძლიათ ამ საინტერესო ლიგას მატჩებზე დასწრებასთან ერთად ჩვენი ვებ-გვერდის jr.gbf.ge-ის  საშუალებითაც უგულშემატკივროთ.

 

წაკითხულია 461 ჯერ

Related items

  • საქართველო 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

    საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

    ასპინძელი ქვეყნის გამოსავლენ კონკურსზე საქართველო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. აღნიშნული გადაწყეტილება დღეს მიუნხენში FIBA EUROPE -ის ბორდმა მიიღო.

    საქართველოს პრეზიდენტი ბორდის წინაშე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოს შესახებ ვიდეორგოლი წარადგინა. მოხსენებაში სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მზაობას FIBA EUROPE -2021 მასპინძლობის შესახებ. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.

  • 18 წლამდე გოგონათა ნაკრების 2 მარცხი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში

    5 და 6 აგვისტოს კალათბურთსი საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 2 შეხვედრა გამართა და სამწუხაროდ, ორივეში დამარცხდა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ რუმინეთთან, შემდეგ კი ისრაელთან წააგო.

    რუმინელებთან ქართველებს შანსი არ ჰქონიათ. ჩვენმა გუნდმა შეხვედრა 47:122 წააგო. საქართველოს ნაკრებში 24 ქულით საუკეთესო იყო ვიქტორია გეგეშიძე. 12 ქულა მიითვალა ნატალია ოთხმეზურმა. რაც შეეხება ისრაელთან მატჩს, ქართველებმა შეხვედრა 39:77 დათმეს. 21 ქულით ბომბარდირი გახდა ნატალია ოთხმეზური. 7-7 ქულა ანა ქავთარაძემ და ვიქტორია გეგეშიძემ მიითვალეს.

    დღეს ტურნირზე დასვენებაა, ხოლო ხვალ, 8 აგვისტოს საქართველოს ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება. 

  • სუპერლიგის მეორე ფინალისტიც ცნობილია

    სუპერლიგის მეორე ფინალისტიც ცნობილია. საჩემპიონო სერიაში 5 დღის წინ გასულ „ქუთაისს“ დღეს „დინამო“ შეუერთდა. ამდენად, განმეორდა შარშანდელი ფინალი, რომელშიც იმერული გუნდი ტიტულის დაცვას ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბთან ეცდება.

    „დინამომ“ ფინალის საგზური „რუსთავთან“ ბრძოლაში მოიპოვა. ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურებულმა „დინამომ“ მესამე მატჩი რუსთავში გამართა, სადაც მასპინძლებმა წინააღმდეგობა კი გაუწიეს თბილისელებს, მაგრამ მოგების რეალური შანსი არ ჰქონიათ. ორივე გუნდს ტრავმის გამო თითო მოთამაშე აკლდა. მასპინძლებს  ქუსლნატკენი ტომი სპანოლო ვერ ეხმარებოდა, ხოლო დინამოელებს - მუხლმტკივანი დეონტა ვონი.

    „დინამომ“ პირველი პერიოდი 31:26 მოიგო, ხოლო მეორეში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დიდი შესვენებისთის 13 ქულით გალიდერდა. მესამე მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა - ჯერ დინამოელები გაიჭრნენ 20 ქულით წინ, შემდეგ კი მასპინძლებმა შორი სროლებით ჩამორჩნა 10 ქულამდე შეამცირეს.

    გადამწყვეტ პერიოდში მასპინძელბმა ვერაფერი დაუპირისპირეს დინამოელებს და საბოლოოდ 26 ქულით - 86:112 დამარცხდნენ. თბილისურ გუნდში 6 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 22 ქულით, 7 პასითა და 6 მოხსნით მიხეილ  ბერიშვილი გამოირჩა. 19 ქულა დააგროვა ლევან ფაცაციამ, 16-16 ქულით კი მიხეილ ჭოჭუა და ილია ლონდარიძე გამოირჩნენ. რუსთაველთაგან 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო მორის ბრიგსი, ჩარლი ლის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

    „დინამოსა“ და „ქუთაისს“ შორის ფინალური სერია სტარტს 22 მაისს აიღებს. ამავე დღეს გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის, რომელშიც ერთმანეთს „კაკტუსი“ და „რუსთავი“ შეხვდებიან. 

    მატჩისშემდგომი კომენტარები

    რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მთვარი მწვრთნელი):

    „ძალიან ძნელია დინამოს დამარცხება, თუმცა მესამე პერიოდში გვქონდა შანსი, მატჩში გარდატეხა შეგვეტანა, მაგრამ თავი იჩინა დაღლილობამ. ასევე იყო ნერვიული ფონი, რის გამოც დაცვაში გავუშვით ბევრი ბურთი. დაცვა იყო ნოლი. შეტევაში მოპოვებული 86 ქულა არაა ცუდი შედეგი, მაგრამ ცუდმა დაცვამ განაპირობა ეს წაგება. ვულოცავ დინამოელებს ფინალში გასვლას. ჩვენ კი ვეცდებით მესამე ადგილის მოპოვებას“

    ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):

    „პირველად, ამ სეზონში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოთამაშეებს, იმიტომ რომ გავედით ფინალში. ეს არ იყო იოლი, მიუხედავად იმისა, რომ სერია 3:0 მოვიგეთ. დღევანდელი თამაშის დეტალებზე არ ვისაუბრებ. უკვე ხვალიდან, უფრო სწორად, დღეიდან, ვიფიქრებთ და მოვემზადებით ფინალისთვის. იმედია, შემოგვიერთდება დეონტა ვონი, რომლის არყოფნაც დიდი დანაკლისია ჩვენთვის. არის დრო რათა ძალები აღვიდგინოთ და ფინალში შევხვდეთ „ქუთაისს“.

  • ფაჩულიას 11 ქულა, 9 მოხსნა სან ანტონიოსთან

    ზაზა ფაჩულიამ „გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ითამაშა. ოკლენდური გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ყველაზე პრინციპულ, დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ მატჩში, ქართველმა ცენტრმა 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რითც დიდად დაეხმარა თავის გუნდს, რომელმაც 25-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა „სან ანტონიოს" და საბოლოოდ 113:111 იმარჯვა.

    ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და პლეი ოფის წინა მატჩებისგან განსხვავებით მოედანზე საკმაოდ ბევრი - 26 წუთი გაატარა. ზაზამ შეუცვლელად ითამაშა მე-3 მეოთხედი, როცა ოკლენდელებმა მატჩის გადასარჩენი რბოლა 25-ქულიანი ჩამორჩნიდან წამოიწყეს და ბოლო წამებზე წარმატებით დააგვირგვინეს.

    ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა.
    ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა დ 3 პერსონალური ფოლი მიიღო, ამასთან, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 11 ქულით მეტი ჩააგდეს.

    ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და პლეი ოფის წინა მატჩებისგან განსხვავებით მოედანზე საკმაოდ ბევრი - 26 წუთი გაატარა. ზაზამ შეუცვლელად ითამაშა მე-3 მეოთხედი, როცა ოკლენდელებმა მატჩის გადასარჩენი რბოლა 25-ქულიანი ჩამორჩნიდან წამოიწყეს და ბოლო წამებზე წარმატებით დააგვირგვინეს.

    ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 11 ქულას 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა.
    ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა დ 3 პერსონალური ფოლი მიიღო, ამასთან, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 11 ქულით მეტი ჩააგდეს.

     

  • ქუთაისი საქართველოს თასის მფლობელია!

    საქართველოს თასის მფლობელი საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი 2010" გახდა. შარშან წაგებული ფინალის შემდეგ იმერულმა კლუბმა ამჯერად მოახერხა „დინამოს" დამარცხება და სეზონის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ტიტულს დაეპატრონა.

    მიმდინარე სეზონში ქუთაისურ კლუბს ყველა მატჩი ჰქონდა „დინამოსთან" წაგებული. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა თბილისურმა კლუბმა „ქუთაისს" სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ოთხივე მატჩი მოუგო. დღეს გამართული თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა განსხვავებული გამოდგა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა გონივრულად ჩაატარეს მთელი შეხვედრა და სატიტულო მატჩი დამაჯერებლად მოიგეს.

    თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრა სტუმრების უპირატესობით დაიწყო. ყველა კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე მყოფმა ქუთაისელებმა პირველი პერიოდი 26:9 მოიგეს. მეორე მეოთხედში სტუმართა დომინირება გაგრძელდა. მთავარი შემტევი იარაღი სამქულიანი სროლები იყო. „ქუთაისის" კალათბურთელებმა პირველ ნახევარში განხორციელებული  საწყისი 10 შორი სროლიდან 9 ჩააგდეს, 20-ქულიან ლიდერობას დაეპარტრონნენ და დიდ შესვენებაზე დამშვიდებულები გავიდნენ. აღსანიშნავია აკაკი ლომოურის კარგი თამაში, რომელმაც 3-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

    მესამე მეოთხედში დინამოელებმა თამაში გამოასწორეს. ილია ლონდარიძისა და მიხეილ ბერიშვილის შედეგიანობას ჩამორჩენის შემცირება მოჰყვა. თბილისურმა გუნდმა მესამე პერიოდი 26:16 მოიგო და გადამწყვეტი 10-წუთეულის წინ ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა. დასკვნით პერიოდში დაცვისა და შეტევის კომბინირებულად გამართულმა თამაშმა ქუთაისელები გამარჯვებამდე ისე მიიყვანა, ვითარება არ დაძაბულა. საბოლოოდ 86:77 - „ქუთაისის" სასარგებლოდ, რომელმაც საქართველოს თასი 2014 წლის შემდეგ მეორედ მოიგო.

    თასის მფლობელებს 19 ქულით აკაკი ლომოურმა ულიდერა. 12-12 ქულა დააგროვეს გიორგი ცინცაძემ და ზაურ ფაშაევმა. 11 ქულა მიითვალა გოგა ცეკვავამ, 9 ქულა და 8 მოხსნა ბოსნიელი დრაგან ტუბაკის ანგარიშზე დაგროვდა. „დინამოში" 25 ქულით საუკეთესო იყო ილია ლონდარიძე. 16 ქულა მიხეილ ბერიშვილმა, ხოლო 15 - დეონტა ვონმა მოაგროვეს.

    ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. გამარჯვებული ქუთაისელები სპეციალური მედლებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ, ფედერაციის გამგეობის წევრებმა, ვეტერანმა კალათბურთელებმა - გივი ბიჭიაშვილმა და ნოდარ ქორქიამ დააჯილდოვეს. 

     

    ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აკაკი ლომოური დასახელმა, რომელმაც "ქუთაისს" 19 ქულა მიაშველა. გამარჯვებული გუნდის კაპიტანს - გოგა ცეკვავას მთავარი ტიტული - საქართველოს თასი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა.

    კოტე ტუღუში (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი):

    - ვულოცავ ჩვენს გუნდს და ქუთაისელებს ამ გამარჯვებას. თასის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპზე. „დინამოსთან" მიმდინარე სეზონში საკმაოდ ბევრი მატჩი წავაგეთ და წინ სავარაუდოდ არაერთი დაძაბული მატჩი გველოდება. დღეს კი ჩვენი დღე იყო. ბიჭებმა დამაჯერებლად ითამაშეს, მეტოქეს არაფერი დაუთმეს და ერთიანი ძალებით მოვახერხეთ ტიტულის მოგება.

    აკაკი ლომოური (ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე):

    - „დინამომ" ამ სეზონში ყველა მატჩი მოგვიგო, რაც ძალიან დიდი მოტივაცია იყო ჩვენთვის, ბოლომდე გვებრძოლა და ამან შედეგი გამოიღო. ყველამ მაქსიმუმი გაიღო და სოლიდურ მეტოქეს პრინციპული მატჩი მოვუგეთ. რაც შეეხება ჩემს ტიტულს, ეს მთელი გუნდის დამსახურებაა. ბიჭები ყველანაირად გვერდში მედგნენ და ეს ტიტული მათაც ეკუთვნით. წინ სუპერლიგის პლეი ოფია და ხვალიდან მთლაიანდ მომავალ მატჩებზე გადავერთვებით".

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური