გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში პრორუსული კურსის გატარება დაეხმარება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 მაისი 2017 13:23

რომელი დაეხმარება საქართველოს ყველაზე მეტად ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში? - NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 29% ნატოში გაწევრიანებას ასახელებს, 16% თვლის, რომ ეს საკუთარი ძალით უნდა მოხდეს, 11% ევროკავშირში გაწევრიანება, 7% აშშ-სთან თანამშრომლობა, 4% ფიქრობს, რომ   საქართველოს ყველაზე მეტად ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში პრორუსული კურსის გატარება დაეხმარება, 3% კი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას ასახელებს. 

ინფორმაცია კვლევის შესახებ

  • Ø საველე სამუშაოების თარიღები: 7 – 28 აპრილი, 2017
  • Ø 2,493 დასრულებული ინტერვიუ
  • Ø  წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

 ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში

  • Ø  დიდი ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს იმ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასი და მეტია. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი
  • Ø   მცირე ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს ყველა დანარჩენ ქალაქსა და დაბას, რომელსაც აქვს ურბანული სტატუსი
  • Ø  ეთნიკური უმცირესობების სტრატა მოიცავს იმ დასახლებებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების (ძირითადად სომხური და აზერბაიჯანული) ხვედრითი წილი 40 პროცენტზე მეტია. ეს დასახლებები მდებარეობს ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში
  • Ø საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7%
  • მეთოდოლოგია

     

     კვლევის მეთოდი:

     Ø  NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს

     ü  სტრატიფიცირება –მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურჯგუფებად

     ü  კლასტერინგი –თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიულიარეალების შემთხვევითი შერჩევა

    Ø  შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით

    Ø  რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით

    • Ø  არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება
    • Ø  ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული

 

წაკითხულია 387 ჯერ

Related items

  • აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი” (USS Potrer) ბათუმშია

    აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი” (Porter) (DDG 78) 23 ივნისს ბათუმის პორტში შემოვიდა. ეს არის გეგმიური ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების შავ ზღვაში მოქმედებისა და ჩვენი რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერის ფარგლებში.

    ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხანგრძლივ თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. ეს საზღვაო ხომალდის მესამე ვიზიტია საქართველოში. COVID-19 პანდემიის გამო პორტში ყოფნის დროს საზღვაო ხომალდის პერსონალი არ დატოვებს ხომალდს.

    აშშ-ის საზღვაო ხომალდი „ პორტერი” არის ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების არლი ბუკეს ტიპის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი ხომალდი, რომელსაც შეუძლია წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საომარი მოქმედებების და ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის წვრთნებისა და ოპერაციების ჩატარება.

    ამერიკის საზღავაო ძალები ხშირად ახორციელებს საზღვაო ხომალდების ოპერაციებს შავ ზღვაში, რაც შესაბამისობაშია მონტროს კონვენციასა და საერთაშორისო სამართალთან.
    აშშ-ის საზღვაო ხომალდი „პორტერი”, რომლის მეთაურია კაპიტანი კრეგ ტრენტი, ესპანეთში საზღვაო ძალების სადგურის, „როტას” ნაწილია. ის ახორციელებს საზღვაო ოპერაციებს ამერიკის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში და იცავს ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებს ევროპაში.

    ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტი, რომლის შტაბ-ბინა იტალიაში, ნეაპოლშია, ახორციელებს ერთობლივ და სრული სპექტრის საზღვაო ოპერაციებს, ხშირად, მოკავშირეებთან და უწყებათა შორის პარტნიორობით იმისათვის, რომ დაიცვას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები და ხელი შეუწყოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროპასა და აფრიკაში.

    თბილისში ამერიკის საელჩოს პრეს-რელიზი

    https://ge.usembassy.gov/ka/uss-porter-visits-batumi-june-23/

  • რუსეთის პროვოკაციების მიუხედავად,საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიულ ხაზს არ შეცვლის - დ. ზალკალიანი

    საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში სინგაპურის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ მცირე ქვეყნების ფორუმის (FOSS) ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს ქარტიის ხელმოწერის  75-ე იუბილეს მიეძღვნა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.
     
    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე  დღევანდელ მსოფლიოში მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.  როგორც ზალკალიანმა, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მრავალმხრივი თანამშრომლობა ყველა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია,  მათი სიძლიერისა და სიდიდის მიუხედავად.
    მისი თქმით, სულ ახალახან გავრცელებულმა პანდემიამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მრავალმხრივ თანამშრომლობასა და წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს ალტერნატივა არ აქვს.
     
    მინისტრის თქმით, მრავალმხრივი თანამშრომლობა გაეროს ქარტიის მიმართ მტკიცე ერთგულებას ემყარება. ქარტიის პრინციპებისგან გადახვევა მსოფლიოს ქაოსსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს უქადის, თუმცა ეს სიტყვები მხოლოდ წინდახედულ სიფრთხილეს კი არა, მსოფლიოს მრავალ კუთხეში, მათ შორის, საქართველოში არსებულ სასტიკ რეალობას ასახავს.
     
    როგორც ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,   რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  უკნონო ოკუპაცია სწორედ გაეროს ქარტიით განმტკიცებულ ფუძემდებლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. „რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ვერც კოვიდ-19-ის პანდემიამ და ვერც გაეროს გენერალური მდივნის  მოწოდებებმა ვერ შეაჩერა. ის კვლავ განაგრძობს უკანონო პროცესებს, საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის, 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით, რაც უკიდურესად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების სიცოცხლის, საკუთრების, ჯანმრთელობის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა უფლებები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა“.
     
    თუმცა, როგორც ზალკალიანმა განაცხადა, ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ქმედებები ზემოაღნიშნულით არ შემოიფარგლება. მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიები, ჰიბრიდული ომი და კიბერ-შეტევები  რუსეთის არსენალში არსებული ის ინსტრუმენტებია, რომლებსაც ის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანად იყენებს.
     
    რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად, როგორც მინისტრმა ხაზგასმით განაცხადა, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიულ ხაზს არ შეცვლის. ამავდროულად,  რუსეთის აგრესიასთან გამკლავების ერთადერთ უალტერნატივო გზად  საქართველოს ხელისუფლება გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ერთგულებას მიიჩნევს, საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე მოიწოდა  საერთაშორისო თანამეგიბრობას  სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების უგულველყოფას.

  • აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა

    აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა სახელწოდებით – „ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.

    ანგარიშის ავტორები არიან კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი და კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი. დოკუმენტში საუბარია საქართველოს შესახებაც.

    კერძოდ, ანგარიშში საქართველო ნახსენებია რუსული პროპაგანდის შეკავებისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის კონტექსტში.

    „კონგრესმა სანქციები უნდა დააწესოს რუსული პროპაგანდის მესვეურებზე და მათ წინააღმდეგ, ვინ ძირს უთხრის აშშ-ის პარტნიორებს ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ასევე, დაავალოს სახელმწიფო დეპარტამენტს,  აწარმოოს ანგარიში კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების შესახებ, ვინც რუსულ სამხედრო აგრესიას აფინანსებს.

    რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გავრცელდეს დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებზე. ისეთივე ახალი სანქციები უნდა დაწესდეს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ დეზინფორმაციის გამავრცელებლებზე, როგორიც სამუშაო ჯგუფმა ჩინეთთან დაკავშირებით წარმოადგინა რუსელი ტროლებისა და რუსული პროპაგანდის ხელმძღვანელთა მიმართ, რომლებიც სხვა ქვეყნებში პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

    დამატებით, არსებული სანქციები არასაკმარისად არის მიმართული პუტინის უცხოელი მეგობრების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში.

    ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსი ოლიგარქია და მარიონეტი უკრაინაში, რომელიც მის მედია იმპერიას იყენებდა, რათა აქტიურად დახმარებოდა რუსეთის ძალისხმევას გაევრცელებინა ზიანის მომტანი დეზინფორმაცია ქვეყანაში.

    ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეადგინოს სია კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების, რომლებიც ეხმარებიან რუსულ სამხედრო აგრესიას მარიონეტებისა და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნება კონგრესისთვის, რათა განსაზღვროს მომავალი სანქციების საჭიროება და შეაკავებს ინდივიდებსა და იურიდიულ პირებს კრემლთან თანამშრომლობისგან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    აქვე ნათქვამია, რომ კონგრესმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მზაობა და თავდაცვითი შესაძლებლობები საქართველოს მხარდამჭერი აქტის ამოქმედებით.

    „საქართველო აშშ-ის დემოკრატიული მოკავშირეა, რომელმაც გაგზავნა მისი შეიარაღებული ძალები როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში. რეალურად, როგორც „ჰერითაჯ ფაუნდეიშენის“ წარმომადგენელი ალექსის მრაჩეკი აღნიშნავს, 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხვი აშშ-ის შემდეგ მეორე იყო ერაყში და საქართველომ განიცადა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი დანაკარგი ავღანეთში, ვიდრე სხვა ქვეყანამ. საქართველო ნატო-ს არაწევრი უდიდესი კონტრიბუტორია ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. 2017 წელს აშშ-მ დაიწყო სამწლიანი ორმხრივი საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამა.

    სამუშაო ჯგუფს სჯერა, რომ კონგრესი განაგრძობს მუშაობას საქართველოს მზაობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საქართველოსთვის იარაღის მიყიდვის დამტკიცებით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ძალისხმევის მხარდასაჭერად, სამხედრო დახმარების შეთავაზებითა და ნატო-სთან საქართველოს თავსებადობის გაუმჯობესებით. საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც მიიღო წარმომადგენელთა პალატამ, მაგრამ არა სენატმა, ავალდებულებს ანგარიშის მომზადებას იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-ის, იმუშაოს საქართველოსთან რუსული დეზინფორმაციის დასამარცხებლად და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ასევე მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა დააწესოს სანქციები უცხო პერსონების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილე არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    დოკუმენტში საუბარია რუსეთის შეკავებისთვის ნატო-სა და აშშ-ის მოკავშირეების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

    „პრეზიდენტი ტრამპი მუშაობდა ნატო-ს გასაძლიერებლად ჩვენი მოკავშირეების მოწოდებით, რომ შეასრულონ მათი ვალდებულებები მშპ-ის ორი პროცენტის თავდაცვითი ხარჯების გაწევით. რუსული აგრესიის დამარცხებისას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობა მნიშვნელოვანია. ნატო-ს ალიანსი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების, აშშ-სა და ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედია მისი შექმნიდან მოყოლებული. სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა რიგი ზომები ნატო-ს მხარდასაჭერად, ჩვენი მოკავშირეების გასაძლიერებლად და ისეთი დემოკრატიული პარტნიორების მხარდასაჭერად, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რომლებიც რუსული აგრესიის მსხვერპლი არიან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    დოკუმენტს ხელს აწერს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი: რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი, ასევე, კონგრესმენები რობ უიტმანი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ ვო.

    წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-s-respublikelta-kvlevitma-komitetma-erovnuli-usafrtkhoebis-strategia%e2%80%8b-gamoaqveyna-romelshic-saqartvelozec-aris-saubari/

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აშშ-ის ელჩისგან წერილი მიიღო

    თქვენთვის ცნობილია, რომ არაერთი წელია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ამერიკის საელჩოს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტმა ელჩისგან, კელლი ს. დეგნანისგან წერილი მიიღო, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

    პატივცემულო რექტორო:

    დიდი მადლობა თქვენი გულისხმიერი წერილისთვის. მე დიდად მოხარული ვარ ამერიკის საელჩოსა და იბსუ-ს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც ასახავს ამერიკულ-ქართული ურთიერთობების სიღრმესა და სიძლიერეს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა პანდემიამ ორივე ქვეყანას დიდი სირთულეები მოუტანა, მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ შევძლებთ ნებისმიერი გამოწვევის გადალახვას და გავაგრძელებთ ერთმანეთის გვერდით დგომას.

    ჩემი გუნდისგან ვიცი, რომ ამერიკის საელჩო და IBSU მჭიდროდ თანამშრომლობენ ფართო სპექტრის საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროებში, მათ შორის ისეთებში, როგორიცაა ამერიკისმცოდნეობა, ინგლისური ენის სწავლება, საერთაშორისო ურთიერთობები და ბევრი სხვა. ისეთი აკადემიური ღონისძიებები, როგორიცაა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში და საერთაშორისო კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებში, ნათლად აჩვენებენ იმ ზეგავლენას, რაც იბსუს გააჩნია საქართველოსა და კავკასიის რეგიონზე.

    მე გამოვთქვამ სურვილსა და მზაობას გეწვიოთ უნივერსიტეტში მაშინ, როდესაც გარემოებები ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ვიმედოვნებ აგრეთვე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას არსებულ და სამომავლო პოტენციურ სფეროებში საქართველოში საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით.

    პატივისცემით,
    კელი ს. დეგნანი
    ელჩი

  • საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა დახმარება გაუწია 1000 დაბალშემოსავლიან ოჯახს

    COVID19-ის პანდემია არის ტესტი ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც. დღეისათვის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია კოროვირუსული პანდემიის ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს, სოციალური იზოლაციის პერიოდში დაბალი შემოსავლისა და დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით.

    საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი არის ერთ-ერთი იმ ორგანიზაცითაგანი, რომელიც თანმიმდევრულად და სისტემატურად ახორციელებს კამპანიას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების დასახმარებლად.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენტაციების გათვალისწინებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 23 მარტიდან ქვეყნის მაშტაბით პირველად მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადდა მკაცრი საგარანტინო რეჟიმი.

    საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დახმარება გაუწია მარნეულში (250 ოჯახი), ბოლნისში (150 ოჯახი), თელავში (100 ოჯახი), საგარეჯოში (100 ოჯახი), ლაგოდეხში (100 ოჯახი), დმანისში (100 ოჯახი), გარდაბანსა (100 ოჯახი) და რუსთავში (100 ოჯახი) მცხოვრები, დროებით სირთულეების წინაშე დამდგარი დაბალშემოსავლიან ოჯახებს.

    დახმარების აქციების ჩასატარებლად ოფიციალური წერილებით მივმართედ მარნეულის, ბოლნისის, თელავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, რუსთავის, გარდაბნის და დმანისის მერებს. შემდეგ, სასურსათო პაკეტები, რომელშიც შედიოდა ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, წიწიბურა, შაქრის ფხვნილი, შაქარი, ზეთი, მარილი და ჩაი, ადრესატთან მიტანის მიზნით გადავეცით ამ მერიების წარმომადგენლებს.

    ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილმა, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ კ. ჯამბურიამ და საგარეჯოს მერიამ თავიანთი facebook გვერდებიდან საქველმოქმედო აქციისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს.

    ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილის მადლობის სტატუსზე ნათქვამი იყო: „საქველმოქმედო აქციას კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა“ ჩვენი მოქალაქეებისთვის 150 სასურსათო პაკეტი გადმოგვცა. სურსათი ქვემო ბოლნისში, ფარიზისა და ზვარეთში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს დაურიგდა. მსურს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს“ ქველმოქმედებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. საკარანტინო მდგომარეობისას ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრებო სექტორის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ერთობლივი ძალებითა და მსგავსი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, კორონავირუსის პანდემიას უმოკლეს დროში გავუმკლავდებით“.

    ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კ. ჯამბურიამ კი აღნიშნა, რომ შექმნილს სიტუაციაში არასამტავრობო სექტორის მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია: „ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს. ერთობლივი ძალისხმევით უმოკლეს დროში დავამარცხებთ კორონავირუსულ პანტემიას“.

    საგარეჯოს მერიის მადლობის წერილში ნათქვამი იყო: „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა საგარეჯოს მერიას, 100 დაბალშემოსავლიან ოჯახებისთვის გადასაცემათ გადმოსცა სასურსატო პაკეტები. საციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში საგარეჯოს თვითმმართველობამ პირველ ეტაბზე 1500 ოჯახს, ასევე კერძო სექტორის მხარდაჭერით 130 დაბალშემოსავლიან ოჯახს გაუწია დახმარება. საგარეჯოს მერია მადლობას უხდის კორონავირუსთან ბრძოლაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებსა და ბიზნესმენებს.

    მოგახსენებთ, რომ საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი 2019 წლის 3 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით დაიწყო თავისი საქმიანობა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური