გამოკითხულთა 35% თვლის რომ საქარველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად აშშ უზრულველყოფს, - NDI-ის კვლევა
გამოკითხულთა 35% თვლის რომ საქარველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად აშშ უზრულველყოფს, - ამის შესახებ, NDI-ის მიერ ჩატარებული კვევის შედეგებშია აღნიშნული. გამოკითხულთა 10% თვლის, რომ საქარველოს უსაფრთხოებას რუსეთი უზრუნველყოფს.
ინფორმაცია კვლევის შესახებ
- Ø საველე სამუშაოების თარიღები: 7 – 28 აპრილი, 2017
- Ø 2,493 დასრულებული ინტერვიუ
- Ø წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში
- Ø დიდი ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს იმ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასი და მეტია. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი
- Ø მცირე ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს ყველა დანარჩენ ქალაქსა და დაბას, რომელსაც აქვს ურბანული სტატუსი
- Ø ეთნიკური უმცირესობების სტრატა მოიცავს იმ დასახლებებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების (ძირითადად სომხური და აზერბაიჯანული) ხვედრითი წილი 40 პროცენტზე მეტია. ეს დასახლებები მდებარეობს ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში
- Ø საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7%
-
მეთოდოლოგია
კვლევის მეთოდი:
Ø NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს
ü სტრატიფიცირება –მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურჯგუფებად
ü კლასტერინგი –თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიულიარეალების შემთხვევითი შერჩევა
Ø შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
Ø რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით
- Ø არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება
- Ø ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული