მაღალი რისკის საწარმოებში შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი განხორციელდება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 12 მაისი 2017 11:43

მაღალი რისკის საწარმოებში შრომის უსაფრთხოების პრევენციისთვის გიორგი გახარიასა და დავით სერგეენკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა - 11 მაისს გამოიცა ორი მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ“ (11.05.17; 1-1/200; 01-98/თ).

ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი ბრძანებით, იქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სპეციალისტები შევლენ. „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის, შრომის პირობების მონიტორინგისა და ობიექტის ტექნიკური ინსპექტირების მიზნით, შეიქმნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელთა შემადგენლობით“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

ერთობლივი ბრძანების მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფში, მისი წევრების გარდა, შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მონიტორინგის ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა შრომის პირობების, ასევე სამუშაო ადგილების შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და ტექნიკური ინსპექტირება ისეთ ობიექტებზე, სადაც არის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი სამუშაო ადგილები და არსებობს მაღალი რისკი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

შეგახსენებთ, რომ მონიტორინგის ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება 11 მაისს „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა, რომელსაც გიორგი გახარია და დავით სერგეენკო ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, დასკვნით ეტაპზეა ახალი კანონპროექტი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, თუმცა, მის ამოქმედებამდე, მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრებმა გადაწყვეტილება მიიღეს მაღალი რისკის ობიექტებზე მომუშავე ადამიანების შრომის უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ.

 

 

 

 

წაკითხულია 516 ჯერ

Related items

  • სომხური მხარე „საპარტნიორო ფონდს“ პანდემიის დროს გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის

    „საპარტნიორო ფონდმა“ საქართველოში, მისი მხარდაჭერით შექმნილი სამედიცინო პირბადეების საწარმოს პირველი პროდუქცია - Faceguard-ი, მრავალწლიანი თამაშრომლობისა და მეგობრობის ნიშნადსომხეთის პრეზიდენტს, ჯანდაცვის მინისტრს, ასევე, სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს გაუგზავნა. როგორც "ნიუსდეი საქართველოს" "საპარტნიორო ფონდის" პრეს-სამსახურში განუცხადეს, სომხეთისთვის საქართველოში წარმოებული უმაღლესი ხარისხის დამცავშრიანი 4000 ცალი სამედიცინო პირბადის გადაცემა სომხეთში საქართველოს ელჩის დახმარებით განხორციელდა.  

    სომხური მხარის განცხადებით, მსოფლიო პანდემიასთან კომპლექსური ბრძოლის ფარგლებში, ქართველი პარტნიორებისგან ეს ნაბიჯი დასაფასებელია და ისინი განსაკუთრებულ მადლობას თანადგომისთვის „საპარტნიორო ფონდს“ უხდიან. სომხეთის სახელმწიფო ინტერესების ფონდმა, რომელიც  „საპარტნიორო ფონდის“ ანალოგიურ სტრუქტურას წარმოადგენს სომხეთში, საქართველოდან გაგზავნილი დამცავშრიანი პირბადეები შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს დაურიგა. 

    „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსმა“ პროდუქციის - Faceguard-ის გამოშვება მიმდინარე კვირაში დაიწყო. ქარხანა, რომლის ანალოგი რეგიონში არ არსებობს, აწარმოებს პირბადეებს ე.წ. „Melt blown“ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, რომელიც 99%-იან დაცვას უზრუნველყოფს. 

    საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი, ასევე - საექსპორტო ბაზრებისთვის.

  • თბილისში ახალი საფეიქრო საწარმო აშენდება

    ახალ საფეიქრო საწარმს შპს „ტიფლის ტექსტილი“ თბილისში, კაიროს ქუჩის N81-ში გახსნის. კომპანია საწარმოში 3 872 268 ლარის ინვესტიციის განახორციელებას და პირველ ეტაპზე 24 ადამიანს დასაქმდებას გეგმავს. წარმოების გაფართოვებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება.

    ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს „ტიფლის ტექსტილს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კაიროს ქუჩაზე 9 492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადასცა.

    სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 231 პროექტია მხარდაჭერილია, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 512.01 მლნ ლარს შეადგენს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა - 280.35 მლნ ლარს, ხოლო დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 10,311 ადამიანს.

  • არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელი საწარმო ქუთაისში

    სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ჯი–არ–სი“ ქუთაისში არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელ საწარმოს გახსნის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ჯი არ სი“-ს პირდაპირი მიყიდვით ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე 5 852 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადასცა.

    კომპანია უძრავ ქონებაზე 1 360 000 ლარის ინვესტიციის განახორციელებს და 40 ადამიანს დასაქმებას გეგმავს. საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია გათვლილია ადგილობრივი ბაზრისთვის. მოთუთიებული და მოთუთიებულ-შეღებილი 1 ტონა ნედლეულის სარეალიზაციო ფასი 2 150 ლარიდან-4 700 ლარამდე მერყეობს. შპს „ჯი–არ–სი“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია. კომპანიას რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე  ტერიტორიაზე უძრავი ქონება გადაეცა, სადაც სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო აშენდა.

    საწარმო წარმატებით ახორციელებს სენდვიჩ-პანელებისა და დამათბუნებული პანელების წარმოებას. საწარმოს ბრუნვამ 2015 წელს 50 მლნ ლარი შეადგინა და ამ ეტაპზე დასაქმებულთა რაოდენობა 150 ადამიანს შეადგენს.

  • „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი საწარმოები გაიხსნება

    პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დიდ ლილოში ამოქმედდება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო, სადაც 3,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცემა 1 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი. მეორე პროექტი არის მინისა და მინის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო, რომელშიც მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.
    გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობა ქვეყანაში წარმოების განვითარების ხელშესაწყობად მთელ რიგ ნაბიჯებს დგამს.

    „მთავრობა დამწყებ ბიზნესს ეხმარება რამდენიმე მიმართულებით: სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა, სესხის სუბსიდირება სტარტაპის, ანუ დაწყების პერიოდში 2 წლის განმავლობაში და კომერციულ ბანკებში მოთხოვნილი გირაოს ნახევრის უზრუნველყოფა," - განაცხადა პრემიერმა.
    გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, რაც მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.
    „მინდა მივესალმო იმ ინტერესს, რომელიც ბოლო დღეებში გამოთქვა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შექმნას საწარმო საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, პროგრამის ფარგლებში, სრული თანადგომა გავუწიოთ ამ პროექტს, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ნიჭიერი თანამოქალაქეებისგან, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებით მოღვაწეობენ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

  • სახალხო დამცელი შრომის უსაფრთხოების შესახებ

    3 დეკემბერს, ჭიათურის ითხვისის მაღაროს ელმავლის მემანქანე პ.ღ. გარდაიცვალა.

    სახალხო დამცელი მწუხარებას გამოთქვამს მაღაროელის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და  კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას.

    სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს სამთო–სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევით.

    სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ დაიწყოს კონკრეტული ქმედითი ღონისძიებების გატარება შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დასაქმებულთა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფისათვის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N81 კონვენციის (შრომის ინსპექციის შესახებ), N129 კონვენციის (სოფლის მეურნეობაში შრომის ინსპექციის შესახებ), N155 კონვენციისა (შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ) და ევროპის სოციალური ქარტიის მე–3 მუხლის (უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლება) რატიფიცირების პროცესი.

    ჭიათურის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური