ფაშიზმზე გამარჯვების დღე რეგიონებში აღნიშნეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 მაისი 2017 16:46

 

ფაშიზმზე გამარჯვების დღე გორში, ტრადიციულად, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში აღნიშნეს კომუნისტური პარტიის წევრებმა და ვეტერანებმა. მიტინგს კომუნისტები სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ. 

მცირე ინციდენტი მოჰყვა კომუნისტური პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებას, რომელსაც ახალგაზრდები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

მანამდე კი გორში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მემორილი ყვავილებით შეამკო. დიდების მუზეუმში ვეტერანებს ღონისძიებით უმასპინძლეს. 

ქუთაისში კი 30-მა ვეტერანმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი საჩუქარი, თითოეულმა 1000 ლარი მიიღო. მათ ასევე გადაეცათ პრემიერ- მინისტრის მილოცვა და 600 ლარი. 

მემორიალის შემკობის შემდეგ გამარჯვების დღე ვეტერანებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საბრძოლო დიდების მუზეუმში აღნიშნეს. 

ომში დაღუპულთა მემორიალი  ყვავილებით შეამკეს თელავშიც.

წაკითხულია 300 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური