ძლიერმა სეტყვა გურჯაანის რამდენიმე სოფელი დააზარალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 მაისი 2017 12:22

ძლიერი სეტყვის შედეგად  გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაზარალდა.  განადგურდა სასოფლო-ნამეურნეო ნარგავები, ვენახი. სეტყვამ  ახაშნის, მუკიზანის, ველისციხის და ჩუმლაყის მოსახლეობა დააზარალა. 

ამ დროისთვის ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია ითვლის.

წაკითხულია 442 ჯერ

Related items

  • "ნიუ ჰოსპიტალსის" განცხადება

    „ნიუ ჰოსპიტალსი“ გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    2019 წლის 18 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია გურჯაანის კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, სადაც დაპირისპირება მოხდა ექიმსა და პაციენტს შორის. ტექსტში ნახსენები იყო „ნიუ ჰოსპიტალსი“, თითქოს ეს შემთხვევა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოხდა.

    „ნიუ ჰოსპიტალსის” ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „ნიუ ჰოსპიტალსს“, რომელიც მდებარეობს თბილისში, ზემოაღნიშნულ, გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან კავშირი არ აქვს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ხსენება მედიაში ამ ინციდენტთან დაკავშირებით წარმოადგენს შეცდომას.

    „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით შექმნილი ინფრასტრუქტურის,  ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან თბილისში, კრწანისის ქ. 12 ნომერში მდებარეობს და უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. უსაფრთხო და კომფორტული გარემოს,  გამოცდილი სამედიცინო პერსონალისა და  ტექნოლოგიების შერწყმით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტების მკურნალობისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.

  • რა ხდება გლდანში ძლიერი სეტყვის შემდეგ (ვიდეო)

    რა ხდება გლდანში ძლიერი სეტყვის შემდეგ 

  • თბილისის მარდენიმე უბანში ძლიერი სეტყვა იყო

    თბილისის რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. სეტყვა გლდანში, მუხიანსა და დიდ დიღომში რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. 
    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-12 ივნისს საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდი იქნება. 
    კერძოდ, 10 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 12 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ასევე, მოსალოდნელია სეტყვა და დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი.

     

  • გურჯაანში მამაკაცმა სიძეს ყელი გამოჭრა

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში 30 წლამდე ახალგაზრა მამაკაცი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრეს. 
    ახალგაზრდა ცოლის ძმამ დაჭრა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ბრალდებული ავტომობილით გაიქცა, რა დროსაც სხვა ავტომანქანას შეეჯახა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

     

    მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • ძლიერი სეტყვა ბორჯომში 20 წუთი გრძელდებოდა

    რამდენიმე წუთის წინ ძლიერი სეტყვა იყო ბორჯომში. როგორც newsday.ge-ს ადგილობრივებმა, ბორჯომიდან აცნობეს, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რასაც თან ქარი ერთვოდა. განადგურებულია ხეხილი და საკარმიდამო ნაკვეთები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური