PSP ჯგუფმა კამპანიის “ერთად აღვადგინოთ ტყე“ ფარგლებში 500 ხე დარგო

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 05 მაისი 2017 18:16

PSP ერთ-ერთი პირველი შეურთდა კამპანიას „ერთდა აღვადგინოთ ტყე“.  ბიზნესკომანიების გაერთიანება ტყის გადასარჩენად ბიზნეს ინფორმაციის საგენტოს ინიციატივით დაიწყო და ბორჯომის ხეობაში 2008 წლის ხანძრის შედეგად დამწვარი 250 ჰა ფართობის ტყის აღდგენას ისახავს მიზნად. პსპ ჯგუფის წევრმა ქართულმა საწარმო „ჯიემპიმ“ 300, ხოლო „პსპ ფარმამ“ 200 ხე დარგო.

„ჩვენი კომპანია ყოველთვის დიდი ყურადღებით ეკიდება გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ.  PSP ასევე პირველი გამოეხმაურა ცელოფნის პარკების წინააღმდეგ კამპანიას და უკვე 2 წელია მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა აფთიაქში ბიოდეგრადირებადი და ქაღალდის პარკებით ვემსახურებით მომხმარებელს. წლების მანძილზე ჩვენმა თანამშრომლებმა  აქტიური მონაწილეობა მიიღეს თბილისის შემოგარენის განაშენიანებაში; „სამების“ საკათედრო ტაძრის ეზოში უნიკლური ჯიშის  ხეები დარგვაში. მოხარულები ვართ, რომ ბორჯომის აღდგენილ ტყეს ჩვენი 500 ხეც დაამშვენებს“- აცხადებენ პსპ-ში.  

წაკითხულია 591 ჯერ

Related items

  • მსოფლიოს ყველაზე ტრენდული კორეული ბრენდი Missha-ს პროდუქცია PSP-ს ქსელშია და უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია

    მსოფლიოს ყველაზე ტრენდული კორეული ბრენდი Missha-ს პროდუქცია PSP-ს ქსელშია და უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია.

    Missha, A’pieu და Swiss pure – 3 წამყვანი ბრნედია კორეული კოსმეტიკური კომპანიის Able C&C, რომელიც 2000 წელს დაარსდა და უკვე 2006 წელს იაპონია დაიპყრო.  Able C& C წარმატებით დამკვიდრდა გლობალური ბაზრის ლიდერად - ჩინეთში, იაპონიაში, ევროპაში, ამერიკასა და აზიაში. კომპანიას 53 ქვეყანაში 19 000 -ზე მეტი მაღაზია აქვს.

    Missha-ს პროდუქცია შემქნილია მათთვის, ვინც ხაზს უსვამს თავის ინდივიდუალიზმს და ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს უპირატესობას! დამზადებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე და გამდიდრებულია სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარეების და ლოკოკინის ექსტრაქტით, ზღვის ღრმა წყლითა და  ჰიალურონით. არ შეიცავს საღებავებს, პარაბენებსა და მინერალურ ზეთებს. მომხმარებელს სთავაზობს სახის 10 ეტაპიანი წმენდისთვის საჭირო პროდუქტიის, დეკორატიული კოსმეტიკისა და ნიღებების მრავალფეროვან არჩევანს.

     „PSP მომხამრებლებს მუდმივად სიახლეებსა და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქციას სთავაზობს. კორეული პრემიუმ კლასის ბრენდი „მისშა“ არის ერთ-ერთი პირველი ბრენდი კორეაში, რომელიმაც ძალიან მაღალი ხარისხის BB კრემი აწარმოა, მაღალი ულტრაიისფერი დაცვითა და ყველაზე მაღალი, 42% SPF-ით; „მისშა“ ცნობილია როგორც სახის მოვლის სხვადასხვა ხაზის მაღალეფექტური პროდუქციით, ასევე მრავალფეროვანი შემადგენლობისა და ეფექტის მქონე ნიღბებით, თვალის პაჩებით; განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 3 ეტაპიან დამატენიანებელი ნიღაბი „ყველაფერი ერთში“ - ესენცია, ნიღაბი, კრემი.

    მოვლის საშუალებებთან ერთად „მისშა“ აწარმოებს პროფესიონალურ დეკორატიულ კოსმეტიკას, რომელიც იდეალურია როგორც მაკიაჟის მოყვარულთათვის, ისე პროფესიონალი ვიზაჟისტებისთვის. შეთავაზების მრავალფეროვნება და კორეული პრემიუმ ხარისხი „მისშას“ ქართველი ქალბატონების საყვარელ ბრენდად მალე აქცევს“- აცხადებენ PSP-ში. (R)

  • PSP-ს დახმარებით ინფექციურ საავადმყოფოს COVID 19-ის მოლეკულური დიაგნოსტიკისათვის საჭირო აპარატი გადაეცა

    თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს საჩუქრად გადაეცა COVID 19-ის მოლეკულური დიაგნოსტიკისათვის საჭირო ულტრათანამედროვე რეალური დროის პჯრ სისტემა QuantStudio 5 Dx !

    ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაციის პრეზიდენტის, ქ-ნი ირინა ჭელიძის ინიციატივით, ფარმაცევტული კომპანია PSP-ს გენერალური სპონსორობით და ასოციაციაში გაერთიანებული სხვა ფარმაცევტული კომპანიების თანადგომით.

    “საჩუქრად გადმოცემული აპარატი ფასდაუდებელია ჩვენი ცენტრის ლაბორატორიისათვის და ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაფერს შევძლებთ!”- აცხადებენ სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები.

  • PSP ონლაინ აფთიაქი უსწრაფეს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს

    PSP ონლაინ აფთიაქი უსწრაფეს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს - ნებისმიერ ადამიანს მარტივად შეუძლია სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტ აფთიაქის მომსახურებით მისთვის საჭირო პროდუქცია შეიძინოს. პროცესი ბევრად მარტივია, ვიდრე თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია წარმოიდგინოს. მიტანის სერვისს WHO (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) რეკომენდაციების შესაბამისად აღჭურვილი პარტნიორი კურიერი უსწრაფესს დროში ახორციელებს.  

    "PSP-მ პირველმა დანერგა ინტერნეტ აფთიაქი https://psponline.ge 2007 წელს და მუდიმავად ვმუშაობთ მის გაუმჯობესებაზე; 2017 წლიდან განახლებული ინტერნეტ-აფთიაქი ემსახურება მომხმარებელს. ბოლო პერიოდის აქტუალობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად დავხვეწეთ სააფთიაქო პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნის დისტანციურად დაკმაყოფილების პროცესი. დღეს მომსახურება სრულად ფარავს დედაქალაქს; პარალელურად ვმუშაობთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობას შევთავაზოთ იგივე სერვისი.“- აცხადებენ PSP-ში.        

  • პსპ დაზღვევა არის ერთ-ერთი პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელიც დისტანციურ სადაზღვევო მომსახურებაზე გადავიდა!

    COVID-19 კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით,   2020 წლის 8 მარტს, პსპ დაზღვევის კომპანიის ოფისში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, 9 მარტიდან კი კომპანია გადავიდა დისტანციურ მომსახურებაზე.

    დისტანციური სადაზღვევო მომსახურება გულისხმობს უკვე არსებული  ელექტრონული სერვისების გამრავალფეროვნებას ,  დამატებითი ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური რესურსების მობილიზებას.

    პსპ დაზღვევა არის პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც საგანგებოდ შეიქმნა  ტელემედიცინის სერვისი. ტელემედიცინის საშუალებით დაზღვეულები დისტანციურად იღებენ  ოჯახის ექიმის სამედიცინო მომსახურებას. განსაკუთრებული მადლობა პსპ დაზღვევის ოჯახის ექიმებს, რომლებიც კვალიფიციურად და გაზრდილი დატვირთვით ემსახურებიან დაზღვეულებს.

    პსპ დაზღვევის თანამშრომლები ოფისში მოსვლის გარეშე არსულებენ  დაკისრებულ მოვალეობებს და მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ყოველგვარი შეფერხების გარეშე ყველა დაზღვეულს აქვს სრული ხელმისაწვდომობა მიიღოს სადაზღვევო და სამედიცინო მომსახურება დისტანციურად. პსპ დაზღვევა მაქსიმალურად არის მობილიზებული!

    პსპ დაზღვევის პორტალის საშუალებით  www.online.ipsp.ge დაზღვეულებს შესაძლებლობა  აქვთ ონლაინ  მიიღონ ნებისმიერი სადაზღვევო მომოსახურება - ანაზღაურება, საგარანტიო წერილი, მიმართვა ექიმ სპეციალისტთან და საგარანტიო ფურცელი მედიკამენტებზე.

    პსპ დაზღვევა, #ჩემიოჯახისდაზღვევა, რომელიც მუდამ გვთავაზობს ოპერატიულ და მაღალი სტანდარტით მომსახურებას,  რაც ზრდის ჩვენი დაცულობის და ნდობის  ხარისხს!  

  • PSP პირველი ჩაერთო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტში „სოციალური დაცვის სისტემის გარდაქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“

    დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი - ბიზნესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის ტრენინგების ჩატარების იდეას კომპანია PSP პირველი გამოეხმაურა.

    24 თებერვალს PSP აკადემიაშიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით კერძო სექტორისთვის პროექტის პირველი ტრენინგი ჩატარდა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით კერძო სექტორისთვის ტრენინგების პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია ახორციელებს.

    ტრენინგების მიზანი მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაუმჯობესებაა სხვადასხვა საჭიროების მქონე თანამოქალაქეებთან. სწორედ ამიტომ ტრენინგს PSP-ს სერვისი უზრუნველყოფის, აფთიაქების მენეჯერები, მომხმარებელთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ტრენინგ-ცენტრის, იურიდიული, რეგიონალური, HR დეპარტამენტების თანამშრომლები დაესწრნენ. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას როგორ მოიქცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, რომ არ შეიქმნას უხერხული სიტუაციები, როგორც უნებლიე დისკრიმინაციით (მაგ. არასწორი ტერმინოლოგიის გამო) ან მეტისმეტი მზრუნველობის ფონზე.

    „PSP-ს მთავარი ორიენტირი 25 წელია მოხმმარებლის ინტერესები და მათზე ზრუნვაა; ამიტომ ჩვენ შემოთავაზების მიღებისთანავე გამოვხატეთ მზაობა გავცნობოდით და მომსახურების პროცესში დაგვენერგა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მითითებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორი ურთიერთობის შესახებ. მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია და შესაბამისი ცოდნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის კუთხით, რაც ხშირად იწვევს უხერხულ სიტუაციებს, განსაკუთრებით ზედმეტი ყურადღების და მზრუნველობის გამოხატვით. ტრენინგზე მიღებულ ინფრომაციას კომპანიის ყველა თანამშრომელს გავაცნობთ, რაც ჩვენს მომსახურების პროცესს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში თანასწორუფლებიანს და კომფორტულს გახდის“- აცხადებენ -PSP-ში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური