დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა ბრიტანელებთან ამხანაგური მატჩი გამართეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 05 მაისი 2017 16:02

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ქვეითთა მომზადების ცენტრის პირველი საწვრთნელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ.

მეგობრული ვიზიტის ფარგლებში, 25 ბრიტანელმა სამხედრო ინსტრუქტორმა 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გამართეს. შეხვედრა „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში“ ბრიტანელი სამხედროების სურვილითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

ვიზიტი მიზნად ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა შორის ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს.
ბრიტანელი სტუმრები საქართველოს ღირსშესანიშნაობებსაც მოინახულებენ.

 

წაკითხულია 321 ჯერ

Related items

  • ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა
    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის (11.02. 1989) გარდაცვალების გამო.
     
    სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.
     
    ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.
     
    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
  • ფრენბურთის ჩემპიონატი ავღანეთში ავღანეთში

    ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობამ და 22-ე ბატალიონის ხელმძღვანელობამ სპეციალური ჯილდოები და სიგელები გადასცეს. ავღანეთში დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფებში სპორტული ღონისძიებები ხშირად იმართება. მასში როგორც ქართველი, ასევე პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. 22-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის ძალთა უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს ასრულებს.

  • ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში

    27-28 მარტს, საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან. 

    საქართველოს, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი ხნის პარტნიორის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატოს სამხედრო კომიტეტი სხდომას გამართავს. სესიას ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. სხდომის დასაწყისში სიტყვით მიმართვების ნაწილი ღია იქნება მედიის წარმომადგენლებისთვის. ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას გაეცნობიან, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ასევე, იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. ნატოს სამხედრო წარმომადგენლებისთვის დაგეგმილია პრეზენტაციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ასევე ნატოს ოპერაციებსა და სწავლებებში მონაწილეობის შესახებ. 

    28 მარტს, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. 

    ამავე დღეს, ნატოს სამხედრო წარმომადგენლები წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრებიან (JTEC) და „ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას 2019“ დააკვირდებიან. მრავალეროვნული, ბრიგადის დონის საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.

  • სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამხურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.

    დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უახლოეს საათებში ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისათის წარედგინებათ ბრალი, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

  • სამხედრო პოლიციის უფროს ოფიცერთა საორიენტაციო კურსი DIBS-ში

    თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) სამხედრო პოლიციის უფროს ოფიცერთა საორიენტაციო კურსი  დაიწყო.

    ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და ნატოს სამხედრო პოლიციის განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს ორი დღის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო პოლიციის 21-ე ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გლენ შმიკი და ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი სარდლობის (SHAPE) პირველი რანგის სამხედრო პოლიციის მეთაური, პოლკოვნიკი დენიელ ნორტი უძღვებიან.

    ტრენინგის მიზანია თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ნატოს სამხედრო პოლიციის ფუნქციების, ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში სამხედრო პოლიციის როლისა და შესაძლებლობების შესახებ. საორიენტაციო კურსის ფარგლებში მონაწილეები ნატოს სამხედრო პოლიციის საუკეთესო გამოცდილებას გაიზიარებენ, ნატოს სამხედრო პოლიციის სტანდარტებთან ურთიერთთავსებადობის საკითხებს გაეცნობიან და ნატოს დოქტრინებსა და პროცედურებს შეისწავლიან. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მსმენელები მიღებულ ცოდნას პირად შემადგენლობას გააცნობენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური