ტარიელ ხეჩკაშვილმა წარმატებულ სუმოისტებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 05 მაისი 2017 14:42

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროში სუმოს კავშირის ხელმძღვანელობას და საქართველოს სუმოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სპორტსმენებს შეხვდა, რომლებმაც თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სუმოს კავშირის პრეზიდენტმა თენგიზ რუხაძემ თბილისური ევროპირველობა შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

22-23 აპრილს დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში გამართულ სუმოს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღო 13 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენმა. სუმოისტებმა ჩემპიონ-პრიზიორები 21 და 23-წლამდელებში, ასევე უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის გამოავლინეს. საქართველოს სამივე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ჯამში 16 მედალი მოიპოვა.

საქართველოს 21-წლამდელ ვაჟთა ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, ხოლო 23-წლამდელთა ნაკრებმა 1 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ტურნირის დასკვნით დღეს დოჰიოზე უფროსი ასაკის სუმოისტები გავიდნენ, საქართველოს ნაკრების 6 სპორტსმენმა 6 მედალი მოიპოვა - 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

ჩვენმა ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, გადამწყვეტი შეხვედრა უნგრეთის ნაკრებს 3:0 მოუგო. 21-წლამდელთა გუნდურ დაპირისპირებაში ჩვენმა ახალგაზრდებმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრეს. 23-წლამდელთა გუნდური პირველობის ჩემპიონი კი საქართველოს ნაკრები გახდა, რომელმაც ოქროს მედლისთვის პაექრობა პრინციპულ მეტოქეს რუსეთის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.

სპეციალურად ევროპირველობისთვის თბილისში ჩამოვიდა ევროპის სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი დარიუშ როზუმი. ევროპირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს დაესწრო იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ტოშიო კაიტანი. ქართველ სუმოისტებს ორი დღის განმავლობაში ამხნევებდა ვეტერანი სუმოისტი ლევან ცაგურია, იგივე კოკაი.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" მსგავსი რანგის ტურნირი პირველად ჩატარდა საქართველოში და სასიხარულოა, რომ სუმოს კავშირმა საორგანიზაციო საკითხებს თავი კარგად გაართვა, ევროპის სუმოს ფედერაციის ხელმძღვანელთა მხრიდან მაღალი შეფასება მიიღო. მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა უმაღლეს დონეზე იასპარეზეს და 16 მედალი მოიპოვეს. სასიამოვნოა, რომ ის ტრადიციები, რაც ჩვენ სუმოისტებს აქვთ კვლავ წარმატებით გრძელდება. მჯერა საქართველოს ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრების სუმოისტები წარმატებით ასპარეზობას მომავალშიც გააგრძელებენ".

 

 

წაკითხულია 453 ჯერ

Related items

  • უსინათლოთათვის ლარის ამომცნობი პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

    ტექნო პარკში ,,პროგრამირების ინკლუზიური კურსის'' დახურვის ცერემონია და  უსინათლოთათვის შექნილი ლარის კუპიურის ამომცნობი აპლიკაციის ,,Lari Reader''-ის პრეზენტაცია გაიმართა.

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამა გათვლილი იყო შშმ პირებზე და მიზნად ისახავდა მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის შესწავლას ნულიდან. საპილოტედ ინკლუზიურ კლასში 10 შშმ პირი შეირჩა. კურსი შვიდმა მათგანმა დაასრულა. კურსის წარმატებულმა მონაწილეებმა ტრენერების დახმარებით ლარის ამომცნობი აპლიკაცია შექმნეს.

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩკაშვილმა კურსდამთავრებულ მონაწილეებს წარმატება მიულოცა და  სერტიფიკატები გადასცა.

    პროგრამა განხორციელდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და UG lemondo trainings ინიციატივითა და მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორები: კომპანია Lemondo, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

    ღონისძებას სპორტისა და ხალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩკაშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე, კომპანია „Lemondo"-ს პროექტების მენეჯერი გიორგი ყანჩაველი, უსინათლოთა კავშირის დირექტორი რევაზ მაისურაძე და უსინათლოთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

  • 3 ბავშვი სუმოისტის წინააღმდეგ (ვიდეო)

    3 პატარა ბიჭი სუმოისტ სპორტსმენს წინააღმდეგობას უწევს. ბავშვები სუმოს წესების დაცვით მოქმედებენ.

  • „ბავშვთა სუმო ტირილში“ შეჯიბრი იაპონიაში

    საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს ფოტოს, რომელშიც იაპონელი ქალი სურათს უღებს შეჯიბრს „ბავშვთა სუმოს ტირილში“. ეს უჩვეულო შეჯიბრი კანგავას პრეფექტურაში, ტოკიოსთან ახლოს ჩატარდა. დღეს 110-მა იაპონელმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა კონკურსში, რომელიც მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური