მოქმედი კონსტიტუცია პირდაპირ უხეშად ეწინააღმდეგება თანამედროვე ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 05 მაისი 2017 13:44

"დემოკრატიულ პრინციპებთან სრული შესაბამისობა არის პირველი ამოცანა. მეორე ამოცანა არის ის, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ძალიან დახვეწილი მმართველობის სისტემა.  მესამე ამოცანა - მოქმედი კონსტიტუცია არის აბსოლუტურად დაუხვეწავი ტექნიკური რედაქციული თვალსაზრისითაც კი და ჩვენ უნდა შევქმნათ ერთხელ და სამუდამოდ ისეთი დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება ნებისმიერი იურისტისთვის საქართველოში“, - ამისის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქუთაისში კონსტიტიციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მოქმედი კონსტიტუცია პირდაპირ უხეშად ეწინააღმდეგება თანამედროვე ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს.

"მოქმედი კონსტიტუცია პირდაპირ უხეშად ეწინააღმდეგება თანამედროვე ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს.რაც 2010 წელს პირდაპირ დაფიქსირდა ვენეციის კომისიის დასკვნაში. საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი, ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, კონსტიტუციურ სამართალში არ არის დაცული ჩვენი მოქმედი კონსტიტუციით.

რა თქმა უნდა, ეს ხარვეზი საჭიროებს გამოსწორებას. ის შენიშვნა, რომელიც მოგვცა ჩვენ ვენეციის კომისიამ 2010 წელს და რომელიც არ იქნა გათვალისწინებული მაშინდელი ხელისუფლების მიერ, დღეს უნდა გავითვალისწინოთ და დღეს ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც იქნება სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და ეს დოკუმენტი, რომელიც არის შემუშავებული სწორედ ამას უზრუნველყოფს," - აღნიშნა კობახიძემ.

წაკითხულია 409 ჯერ

Related items

  • პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

    პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტარებმა კენჭი უყარეს საკონსტიტუციო ცვლილებებს. 117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა.

    კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

    კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

    ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

    პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.

    კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.

  • პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება, პირველი მოსმენით მიიღო

    პარლამენტმა, 136 ხმით, 5 -ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" პარლამენტის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

    მათი თქმით, პარლამენტის 85 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი ახლებურად არეგულირებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროებით წესს.

    კანონპროექტის განხილვამდე, რეგლამენტის თანახმად, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს კომისიის შემაჯამებელი ოქმი გააცნო. 

    „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხელი შეგვიშალა გლობალურმა პანდემიამ, საქართველომ შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის აღდგენა, მისი ჩატარება ოპტიმალურ ვადებში, მისი დასრულება და ეს პროცესი არის კანონმდებლობის თანახმად, დასრულებული“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

    არჩილ თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს სხდომაში მონაწილეობისთვის და შეახსენა, რომ სწორედ მე-9 მოწვევის პარლამენტმა განახორციელა 2018 წელს საკონსტიტუციო რეფორმა და მიიღო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

    „ეს არის საარჩევნო სისტემის შეცვლა სრულად პროპორციული საარჩევნო მოდელით. დღეს ჩვენი ქვეყნის - საქართველოს კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი უკვე არსებობს და ეს უკვე არის ისტორია. 2024 წელს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს პროპორციული სისტემით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

    მისივე თქმით, ეს იყო საკმაოდ გრძელი პოლიტიკური პროცესის შედეგი და აღნიშნული საკითხი არაერთი მოწვევის პარლამენტის, არაერთი პოლიტიკური თაობის კამათისა და განხილვის საგანი იყო.

    „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, პირველად პოლიტიკურ ისტორიაში მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა. არცერთ სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც წარსულში იყო ხელისუფლებაში, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა, მისასალმებელია, რომ მათი მხარდაჭერაც ჰქონდა ამ ცვლილებებს უკვე ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    არჩილ თალაკვაძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში როგორც მმართველი გუნდის, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის როლსა და მონაწილეობაზე.

    პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური დებატების აქტიური გაშუქებისთვის მედიის წარმომადგენლებს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების მასპინძლობისთვის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მადლობა გადაუხადა. მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ფასილიტატორი დიპლომატების - აშშ-ის, ევროკავშირის, გერმანიისა და ევროპის საბჭოს ელჩების მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკური დიალოგის გამართვისა და ფართო კონსენსუსის ჩამოყალიბებაში.

    „სწორედ ამ შეთანხმების გამო, დღეს შესაძლებელი გახდება, რომ ჩვენ მივიღოთ მრავალპარტიული გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციური კანონის პროექტის ძირითადი არსის შესახებ განმარტებები გააკეთა და იმ მთავარ საკითხებზეც ისაუბრა, რაზეც საჯარო განხილვების დროს მოქალაქეებმა გაამახვილეს ყურადღება.

    მისი თქმით, თემები, რომელთა ირგვლივაც საზოგადოების წევრების მხრიდან კითხვები დაისვა, ძირითადად, ოლქების ფორმირებას, არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობასთან, გლობალური პანდემიის დროს საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარებას უკავშირდებოდა. მან ასევე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2018 წელს მიღებულ რედაქციაში დაკონკრეტებულია საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი - 31 ოქტომბერი.

    „კომისიის მუშაობის ფარგლებში არც ერთხელ არჩევნების თარიღის ცვლილებებთან დაკავშირებით საკითხი არ ყოფილა დასმული. არ ყოფილა არც ასეთი ინიციატივა, და არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რამე სიახლე, მით უმეტეს, რაიმე გადაწყვეტილება.

    შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის ძალაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.
    ვიმეორებ, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცებთ, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას.

    კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ და მოგმართავთ ყველას, რომ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება. ამით ჩვენ მივიღებთ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ სისტემას, რაც დაგვეხმარება სტაბილური, საქმიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

  • საქართველო ამტკიცებს ენერგოეფექტურობის ორ ძირითად კანონს

    21 მაისს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მიესალმა საქართველოს პარლამენტის მიერ ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო აქტების ძირითადი კომპლექტის დამტკიცებას. ამ ორ კანონს - კანონს “ენერგოეფექტურობის შესახებ” და კანონს “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ” კანონმდებლობაში გადააქვს ევროკავშირის ამ სფეროს დირექტივები.
    ამ ორი კანონის მიღებით საქართველოს მთავრობას მიეცა საშუალება მიიღოს მნიშვნელოვანი ინვესტიციები საჯარო შენობების რეაბილიტაციის პროგრამებისთვის, რაც დაახლოებით 80 მილიონ ევროს შეადგენს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) და გერმანული ბანკიდან KfW, ასევე 26 მილიონ ევროს საინვესტიციო გრანტების და 8.5 მილიონ ევროს ტექნიკური დახმარების სახით - ევროკავშირიდან.

    წყარო: https://euneighbours.eu/en/east/stay-informed/news/eu4energy-georgia-adopts-two-key-energy-efficiency-laws

  • თბილისის მერიამ ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა

    თბილისის მერიამ დღეს ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

    როგორც მერიაში განმარტავენ, ანძის ფერებში განათებასთან დაკავშირებით მერიაში რამდენიმე ოფიციალური წერილი იყო შესული.

    „საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსული იყო რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის ეროვნული დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ თურქმენეთის რესპუბლიკა, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, დღეს აღნიშნავს კონსტიტუციისა და ნაციონალური დროშის დღეს.

     

  • საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა

    საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.

    რეგისტრაცია 89 დეპუტატმა გაიარა, ირაკლი შოთაძეს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი არ იყო. შვიდმა დეპუტატმა თავი შეიკავა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.

    ოპოზიცია კენჭისყრას არ დასწრებია.

    კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე ექვსი წლის ვადით აირჩია.

    ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

    ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში მუშაობა 2006 წლის მარტიდან დაიწყო და 2010 წლის სექტემბრამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური