ვიდეო, რომელიც მსოფლიო რაგბიმ გორგოძის ნაკრებიდან წასვლას მიუძღვნა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 05 მაისი 2017 12:29

მსოფლიო რაგბი საქართველოს ერონვული ნაკრების კაპიტნის, მამუკა გორგოძის ნაკებიდან წასვლასთან დაკავშირებით სპეციალურ ვიდეოს აქვეყნებს:

 

მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა, - აღნიშნულ განცხადებას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლეგენდარული ბორჯღალოსანი მამუკა გორგოძე ავრცელებს.

33 წლის  მორაგბე წასვლის მიზეზად ასაკს ასახელებს და თვლის რომ ნაკრებისთვის შესაფერის ფორმაში არაა, თუმცა ბორჯღალოსანთა მაისურით კიდევ ერთ თამაშს ჩაატარებს. მამუკამ   ნაკრების კვართით ბოლო თამაში წელს მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბუქარესტში რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარა, კოჭი და მუხლი დაიზიანა და მოედანს ახლახანს დაუბრუნდა. ის თამაში რუმინეთმა 8:7 მოიგო და ამან გორგოძე ნაკრებში კიდევ ერთი თამაშის ჩატარებაზე დააფიქრა:

“არ მინდოდა გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა. ძალიან ბევრი დიდი მორაგბე ისე წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ ქონია და მეც ჩვეულებრივ წავიდოდი. მაგრამ არ მინდა წაგებული წავიდე. რუმინეთთან რომ მოგვეგო, ასე არ ვიფიქრებდი, ახლა კი, საქართველოში ერთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებ!“

კაპიტანი გულშემატკივარს მადლობას უხდის და ბორჯრალოსნებს წარმატებას უსურვებს:

მაქვს ერთი სურვილი - ვნახო საქართველო ექვსი ერის ღირსეულ წევრად და მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ, პლეი ოფში გავიდეთ. მჯერა, ჩვენი მომავალი თაობა ამას მოახერხებს“. - აცხადებს მორაგბე.

მამუკა გორგოძეს ბორჯღალოსნების კვართით 71 ტესტი აქვს ჩატარებული, აქედან 13 კაპიტნის რანგში და საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვეა . ის 6-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე ,  2011 წელს კი, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი  გახდა.

 2014 წლიდან ‘ტულონში’ გადავიდა და გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში ‘რასინგს’ 93-ათასი მაყურებლის წინაშე ლელო დაუდო, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა და გორგოძე ჯერჯერობით ფრანგული ოქროს გარეშეა.

 

წაკითხულია 320 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური