ხინჩეგაშვილი კვლავ პირველია - ოლიმპიურმა ჩემპიონმა ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 05 მაისი 2017 10:48

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერმა ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილმა სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, 61 კგ-ის ფინალში ქართველმა ფალავანმა უშეღავათო ბრძოლაში დაამარცხა რუსეთის წარმომადგენელი ახმედ ჩაკაევი 10-9 და წარმატებით დაიცვა შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული. 

ხინჩეგაშვილი მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ფინალამდე ლადომ სამი მეტოქე ჩამოიშორა, მოლდაველ ანდრეი პერპელიტას (4-1), აზერბაიჯანელ აჰმედნაბი გვარზატილოვს (9-5) და ნახევარფინალში უკრაინელ პეტრო ბილეიჩუკს (8-2) მოუგო.

4 მაისს 74 კგ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონმა 23-წლამდელებში ავთანდილ კენჭაძემაც იასპარეზა, რომელმაც 1/4-ფინალში სომეხ გრიგო გრიგორიანთან დაძაბული შეხვედრა ბოლო წამებზე დათმო შეხვედრა 4-5, მანამდე კი რუმინელი ვასილე მადალინ მინზალა (5:1) და ბულგარელი შვეტოსლავ ჟივკოვ დიმიტროვი (15:4) დაამარცხა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სერბეთში მოპოვებული ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია - შეგახსენებთ, რომ წინა დღეს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.

 დღე, სერბეთში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაასრულებენ გამოსვლას, ხალიჩაზე კი დარჩენილი 70 და 125 კგ კატეგორიის ფალავნები გამოვლენ, საქართველოს სახელს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით ტლაშაძე (70) და ევროპის მოქმედი ჩემპიონი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი დაიცავენ.

წაკითხულია 229 ჯერ

Related items

  • საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა

    საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ფინალში დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთი 8:3 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. 

    მე-8 წუთზე უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ლელო დადეს, გარდასახვა კი ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. შემდეგ ფრანგებმა ჯარიმა გაიტანეს და პირველი ტაიმი 5:3 დასრულდა.

    მეორე ტაიმში სტუმართა გუნდმა ჯარიმის რეალიზაცია ვერ შეძლო, სამაგიეროდ ჩვენმა გუნდმა მოახერხა, 8:3 მოიგო და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გახდა. 

  • სპორტის სამინისტრომ სპორტსმენებთან ერთად ანტინიკოტინური კამპანია დაიწყო

    საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად „ანტინიკოტიკური კამპანიის" სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, სადაც აქტიურად მონაწილეობენ სპორტის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები. 

    კამპანიას მხარს უჭერენ მოქმედი გამოჩენილი ქართველი სპორტსმენები, ეროვნული ნაკრების წევრები, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, რომელთა მოწოდებებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კამპანიის მიზნების განხორციელებაში.

    კამპანიის მთავარ მიზანია მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ასევე, მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდებისთვის თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დადასტურებულია სხვადასხვა დროს ჩატარებული კვალიფიციური კვლევებით.

    კამპანიის ფარგლებში იგეგმება შესაბამისი ბანერების, ვიდეორგოლების, ფლაერების და სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება. 

    სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში ასევე მოეწყობა რამდენიმე „ანტინიკოტიკური" ღონისძიება, რომელშიც სპორტსმენებთან ერთად ჩაერთვებიან პოლიტიკოსები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები. 

  • ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი მსოფლიო რეკორდით გახდა

    საქართველოს 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი! ლაშამ ერთ-ერთ მოძრაობაში - ატაცში - მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა!

    ხორვატიის ქალაქ სპლიტში გამართული ევროპირველობა მძიმეწონოსანთა - +105კგ - შეჯიბრით დასრულდა. ტალახაძემ 217კგ აიტაცა (და რიოში ირანელი ბეჰდად სალიმის მსოფლიო რეკორდი კილოგრამით გააუმჯობესა), აკვრაში 250კგ დაძლია და ორჭიდის ჯამში 467კილოთი ევროპის ჩემპიონი გახდა! შარშან, ნორვეგიის ქალაქ ფორდეში ლაშამ ევროპის ჩემპიონატი 463კგ-თი მოიგო.

    მძიმეწონოსანთა შორის ასპარეზობდა რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძეც, თუმცა მან პირველი მოძრაობის შემდეგ ფეხის ტრავმა მიიღო, ასპარეზობა ვერ გააგრძელა და შეუფასებელი დარჩა. ატაცში ირაკლიმ 201კგ დაძლია, რაც მესამე შედეგი გახლდათ.

    ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ახლა უკვე ევროპის ორგზის მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ სომეხი ათლეტი, რიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გორ მინასიანი (446კგ) და მისი თანამემამულე რუბენ ალექსანიანი (434კგ) ჩამოიტოვა.

    ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსან გოგონათა შორის უნდა ეასპარეზა ანასტასია გოტფრიდს, თუმცა შეჯიბრის წინა დღეს, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო მან ფიცარნაგზე გასვლა ვერ მოახერხა.

    ლაშა ტალახაძე მეოთხე ქართველი ძალოსანია, რომელმაც ერთზე მეტჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული. რეკორდსმენი ჰელსინკის ოლიმპიადის ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი გახლავთ ექვსი ტრიუმფით, ლაშას მწვრთნელის გიორგი ასანიძის აქტივში ევროპაზე მოგებული სამი ოქროა, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა კი საქართველოს სახელით ორჯერ მოიპოვა ევროპული ოქრო.

    წელს ლაშას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვაც მოუწევს. 2015 წელს ქართველმა ძალოსანმა ამერიკის ქალაქ ჰიუსტონში გაიმარჯვა, წლეულს კი პლანეტის უძლიერესი მამაკაცი კვლავ ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში გამოვლინდება. მსოფლიო ჩემპიონატი 28 ნოემბერს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდ

  • ქართველი მოციგურავის წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

    ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, ღირსეულად იასპარეზა ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა

    ყვითელაშვილმა 36 მოციგურავეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა 238,20 ქულით. აღსანიშნავია, რომ ელენე გედევანიშვილის წარმატებების (2010 და 2012 წლებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი) შემდეგ, ყვითელაშვილის მე-6 ადგილი ყველაზე მაღალი შედეგია ქართველი მოციგურავეებისათვის. 

    თავისუფალ პროგრამაში მორისმა მე-4 ადგილი აიღო და რაც ყველაზე დამაიმედებელია, მისი ტექნიკური შეფასება 89,77 ქულა, მეორე შედეგი აღმოჩნდა ევროპის მომავალი ჩემპიონის, ესპანელ ხავიერ ფერნანდესის შედეგის შემდეგ.

    ყვითელაშვილი რუსეთის სახელით ასპარეზობდა და ეროვნული ნაკრების წევრი იყო, თუმცა მან გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და რამდენიმე ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის ყვითელაშვილის საქართველოს დროშის ქვეშ გამოსვლაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ხელმძღვანელობამ.

    ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში

    ვაჟები

    1. ხავიერ ფერნანდესი (ესპანეთი) - 294,84 ქულა
    2. მაქსიმ კოვტუნი (რუსეთი) - 266, 80 
    3. მიხაილ კოლიადა (რუსეთი) - 250,18 
    4. იორიკ ჰენდრიქსი (გერმანია) - 242,56 
    5. ალექსეი ბიჩენკო (ისრაელი) - 239,24 
    6. მორის ყვითელაშვილი (საქართველო) - 238,20 

  • #VOTE ლაშა ტალახაძე - მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანს ვირჩევთ!

    რამდენიმე საათის წინ ზაზ ფაჩულიასთვის ხმის მიცემა შეწყდა. ქართველი გულშემატკივრისთვის კი მხის მიცემის ახალი ეტაპი დაიწყო. მსოფლიო საუკეთესო ძალოსანს ირჩევს. ჩვენ კი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ნომერ პირველი ძალოსანი გვყავს, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

    ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე წლის საუკეთესო ძალოსანის გამოსავლენად  გამოკითხვა დაიწყო.

    ხმის მიცემის წესები:

    1. შედით საიტზე www.iwf.net
    2. პირველივე ფოტოზე ვხედავთ წარწერას Vote for the lifters of the Year 2016! (ხმა მიეცით 2016 წლის საუკეთესო ძალოსნებს)
    3. შევდივართ ამ ბმულზე! *(http://www.iwf.net/best-lifters-2016/)
    4. გამოკითხვა იწყება ქალების ნომინანტებით. ვნიშნავთ ერთ ქალ სპორტსმენს, შემდეგ, ერთ მამაკაცს და ქვემოთ, სადაც მთავრდება მამაკაცების ჩამონათვალი, ვავსებთ აუცილებელ ველებს. 
    5. მოვნიშნოთ 1 ქალი და 1 მამაკაცი (ფოტოს გვერდით არის მოსანიშნი).
    6. ველში - Name ჩავწეროთ სახელი და გვარი. 
    7. ველში - Country ჩავწეროთ ქვეყანა (Georgia).
    8. ველში - email ჩავწეროთ მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
    9. ველში - Password ჩავწეროთ მანდვე მინიშნებული ხუთი ციფრი. 
    10. ვაჭერთ ღილაკს VOTE. 
    11. თქვენი ხმა რეგისტრირებულია.

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური