ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ იუბილე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 22 აპრილი 2015 16:28

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ დაარსებიდან 18 წელი შეუსრულდა. საზეიმო ცერემონიალი სასწავლო ცენტრის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მიულოცა. მიმართვისას მან ყურადღება ეროვნული სასწავლო ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა და სამხედრო მოსამსახურეებს მხარდაჭერა აღუთქვა.

საზეიმო ცერემონიალზე ეროვნული სასწავლო ცენტრის პირად შემადგენლობას სიტყვით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. სამხედრო მოსამსახურეები „კრწანისის“ მოძღვარმა მამა ალექსანდრემ დალოცა.

დღესვე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, უწყებრივი მედლებით წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს.

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე მინისტრმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. მინდია ჯანელიძემ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან ერთად, სიმულაციური სასწავლო ცენტრის სამწყობრო მოედანზე განლაგებული შეიარაღება, ტექნიკა და სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერა. თავდაცვის მინისტრმა სიმულაციური სასწავლო ცენტრიც მოინახულა.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და სხვადასხვა ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ 1997 წლის 22 აპრილს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, იაღლუჯას" პოლიგონის ბაზაზე ჩამოყალიბდა. 2002 წლიდან ცენტრში ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქვედანაყოფების მომზადება "წვრთნისა და აღჭურვის" (GTEP) პროგრამით დაიწყო, მომზადდა ხუთი ბატალიონი.

ეროვნულ სასწავლო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა წვრთნები, მათ შორის, რეკრუტთა საბაზისო მომზადების სწავლებები ხორციელდება.

წაკითხულია 453 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური