აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩატარდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 11:04

 თბილისი-შინდისის ახალი გზის მონაკვეთზე აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩატარდა. სტარტზე 30 მრბოლელი გამოვიდა. ჩემპიონატი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს, ქართველმა პროფესიონალმა მრბოლელებმა, მათ შორის რამდენიმე დებიუტანტმა სპორტსმენმაც. შეჯიბრის დროს მაყურებელმა ასევე, იხილა ახალი კლასის მანქანები (Mitjet).

გამარჯვებულები გამოვლინდნენ 2 ჯგუფის 4 კლასში :


N1600
1. იური მანგასაროვი
2. დიმიტრი კიკაჩეიშვილი
3. ვლადიმერ გიორგაძე

N2000
1. ვივანე მძელური
2. გიორგი მჭედლიშვილი
3. ზურა ოძელაშვილი

N3000+
1. ირაკლი კაკაურიძე
2. ვლადიმერ კუხიანიძე
3. დავით ხაჩიძე

E2-SH 3000+
1. ირაკლი ლობჟანიძე
2. დიმიტრი ქობულია
3. ვლადიმერ კუხიანიძე

Absolute
1. ირაკლი კაკაურიძე
2. ირაკლი ლობჟანიძე
3. დიმიტრი ქობულია

ტრასის რეკორდსმენი:
ირაკლი კაკაურიძე - 2:04.27

სპეც მონაკვეთის სიგრძე: 4200 მეტრი

წაკითხულია 468 ჯერ

Related items

  • საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო (ვიდეო)

    საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე (ევრო 2022) ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ისტორიულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

    შეხვედრა აზერბაიჯანელთა სწრაფი გოლებით დაიწყო. მეტოქემ ვილელას დუბლით კომფორტული ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, საქართველოს ნაკრებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და შესვენებამდე სხვაობის შემცირება შეძლო. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ავტორი ელისანდრო გახდა.

    ჩვენმა გუნდმა ანგარიში მეორე ნახევარში, არჩილ სებისკვერაძის გოლით გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი პენალტით თალეს ფეიტოსამ გაიტანა.

    საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 26 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გამართავს. 

    საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის D ჯგუფში ასპარეზობს. ამ ჯგუფში საქართველოსთან ერთად ასპარეზობენ ესპანეთი, ბოსნი-ჰერცოგოვინა და აზერბაიჯანი.

    ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში მიმდინარეობს.

  • საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას. დ. ზალკალიანმა Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნა მიუღებელია და დასძინა:  „ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - წერს ზალკალიანი "ტვიტერზე", რითაც სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას #standwithukraine უერთდება.

    შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს ზრდის და, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

    21 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამ ოპერაციას დაიწყებს 2022 წლის იანვარში, ან თებერვალში. სააგენტო „ბლუმბერგის“ წყაროების თანახმად, რუსეთმა უკრაინაზე იერიში შესაძლოა დაიწყოს ბელარუსის ტერიტორიიდან, ან ანექსირებული ყირიმიდან, რასაც უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ.

     

  • საქართველო მზის ენერგიის განვითარების პროექტს იწყებს

    „დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან შეთანხმებას - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო ფონდი „მასდარი“ საქართველოში ერთად იწყებენ მზის ენერგიის განვითარებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს დელეგაციის დუბაიში „ექსპო-2020“-ის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ. 

    Dubai Expo 2020-ზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR შორის შეთანხმებაზე ხელმოწერა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო. შეთანხმება შეეხება საქართველოში მზის ელექტროსადგურის (solar PV project) პროექტის ერთობლივ განვითარებას. 

    შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომ განვითარების მიზნით, უნდა განახორციელონ ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით. საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების თაობაზე მიღებული იქნება კვლევების ეტაპის დასრულების შემდგომ (ხელმოწერიდან 6 თვის ვადაში). ამ მიზნით, კომპანია „მასდარმა“ გამოხატა საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის განვითარების ინტერესი. 

    როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, „მასდარი“ უდიდესი სახელმწიფო ფონდი, გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც ჩვენს რეგიონში განახლებადი ენერგიების მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ავითარებს მზის ენერგეტიკას, საკმაოდ ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის ტარიფებით. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამან საქართველოს მთავრობის ინტერესი გამოიწვია და ბოლო თვეების განმავლობაში უკვე შედგა ფონდის დელეგაციის რამდენიმე ვიზიტი საქართველოში, შეირჩა პროექტისთვის კონკრეტული ლოკაციები. 

    „ახლა უკვე იწყება ერთობლივი შესწავლა, სადაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შემოვა, როგორც პარტნიორი. საუბარი შეეხება 100 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის მზის სადგურს, რომელიც განხორციელდება ამ ორი სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობით. ეს იქნება პირველი პროექტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი - ასეთივე დიდი ინტერესია გამოთქმული ფონდ „მასდარის“ მხრიდან წყალში აშენებული ქარის ტურბინების პროექტების, ასევე მცურავი მზის ელექტროსადგურების მიმართ და ეს არის უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში მალე წარმოდგენილი იქნება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

  • საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდნენ

    ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრები, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლის შეხვდნენ. აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერის როლი ასოცირებული ტრიოს ფორმატის ჩამოყალიბებაში, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
    ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანია.
    შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
    საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაში ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტების ასახვის მნიშვნელობას, რათა ახალი შესაძლებლობები გაეხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.
    ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სამი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე, თანამშრომლობის გაფართოებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის, კლიმატის ცვლილებების, რეგიონული უსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით.
    პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ, ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

  • საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა რუმინეთი 2:1 დაამარცხა

    საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფრანგი მწვრთნელის ვილი სანიოლის თავკაცობით, ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა - ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის ეროვნული ნაკრები 2:1 დაამარცხეს! ეს საქართველოს ისტორიაში პირველი გამარჯვებაა რუმინეთთან. აქამდე ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში საქართველოს რუმინეთთან 6 წაგება და 1 ფრე ჰქონდა.

    ამ გამარჯვებით ასევე შეწყდა ქართველების 8 მატჩიანი მოუგებელი სერია, რომელიც გუნდს 2020 წლის ერთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ მოსდევდა.

    საფრანგეთში დაბადებულმა ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძემ ნაკრების მაისურით პირველი სრულყოფილი მატჩი ჩაატარა და ეს ფაქტი გოლით აღნიშნა. აქამდე ახალგაზრდა ფორვარდს ნაკრებში მხოლოდ 6 წუთი ჰქონდა ნათამაშები, დღეს კი 80+ წუთი ითამაშა და შესანიშნავი გოლის გატანაც შეძლო.

    აქედან მალევე საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომლის გატანაც რუმინელებმა საბედნიეროდ ვერ მოახერხეს.

    გიორგი აბურჯანიას გოლმა კი საქართველოს ნაკრებს ორბურთიანი უპირატესობა მისცა, რომლის აღმოფხვრაც მეტოქემ ვეღარ შეძლო. 78-ე წუთზე რუმინელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხეს და მატჩი ქართველების გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რუმინეთის ნაკრებს სტუმრად ქალაქ პლოიეშტიში დაუპირისპირდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური