გიორგი გახარიამ უნგრეთის მხარესთან ურთიერთგაგებისა და ინვესტიციების წახალისების მემორანდუმებს მოაწერა ხელი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 14:34

საქართველოში უნგრეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის  ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროებს შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა  მიჰაი ვარგამ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების წარმომადგენელთა გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

გიორგი გახარიამ გაფორმებული დოკუმენტების მნიშვნელობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. მისი განცხადებით, უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი, ხელმოწერილი დოკუმენტები და მაღალი დონის შეხვედრები კარგ საფუძველს ქმნის სამომავლოდ უფრო მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის. „დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ აუცილებლად იქნება კონკრეტული ბიზნესაქტივობები, რასაც ხელს უწყობს დღეს ბიზნესებს შორის გამართული შეხვედრა სამთავრობო დელეგაციების მხარდაჭერით“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

წაკითხულია 108 ჯერ

Related items

  • გიორგი გახარიას ვიზიტი თურქმენეთში

    სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, რეგიონული სატრანსპორტო პროექტებისა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ თურქმენეთში, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია იმყოფება. მისი განცხადებით, თურქმენულ მხარესთან სამუშაო რეჟიმში განიხილება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა პერსპექტიული მიმართულებები.

    „ჩვენ კიდევ ერთხელ სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის ისეთ მნიშვნელოვან და პერსპექტიულ საკითხებს, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე არის რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი თემა, მათ შორის ქართველი მწარმოებლების შესვლა თურქმენულ ბაზარზე. ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება მთავრობათაშორის შეთანხმებას სახმელეთო ტრასპორტის მიმართულებით, რადგან ორ ქვეყანას შორის მოთხოვნა სატრანზიტო გადაზიდვებზე იზრდება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • გიორგი გახარიამ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა

    მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ბათუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია დაესწრო. საზეიმო ღონისძიებები ბათუმის მეათე ნავმისადგომზე გაიხსნა, სადაც მეზღვაურებს, კურსანტებსა და შეკრებილ საზოგადოებას გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო დაჯილდოების ცერემონიალში, სადაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით დაწესებული მამა ილია კარტოზიას სახელობის პირველი ჯილდო ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის რამდენიმე მეზღვაურს და მათი ოჯახის წევრებს პირადად გადასცა. 

    გიორგი გახარიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ ხუთი მეზღვაური საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისაც დააჯილდოვეს. მეათე ნავმისადგომზე გამართული ღონისძიება ზღვაში გვირგვინის ჩაშვების ცერემონიით დასრულდა, რითიც მთავრობის წევრებმა და საზღვაო სფეროს წარმომადგენლებმა დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს. „ეს არის ხალხი, ვისაც უდიდესი ღვაწლი აქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, რადგან ისინი ზრუნავენ არამხოლოდ თავიანთი ოჯახებისთვის, არამედ ასევე რეგიონისთვის და ქვეყნისთვის. კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალია ამ ხალხის შრომითი პირობების გაუმჯობესება, ამ მიმართულებით საქართველო ეტაპობრივად უახლოვდება ევროსტანდარტებს მეზღვაურთა დასაქმების სფეროში, რაც ქართველი მეზღაურებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ემსახურება. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ თუ დღეს ქართველი მეზღვაურებისთვის მსოფლიოს ფლოტის ოთხმოცი პროცენტი არის წვდომადი დასაქმებისთვის, ამ მიმართულებით გვექნება მეტი პროგრესი და ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება“ – განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გიორგი გახარიამ. 

  • ნოემბერში საქართველო "აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს

    28-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის დეტალები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იანჩიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

    შეხვედრის ძირითად თემას  საქართველოში დაგეგმილი "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და მისი მოსამზადებელი სამუშოები წარმოადგენდა.

    ჩინეთის ელჩთან საუბრისას, გიორგი გახარიამ, ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა, რომელიც „სარტყელი და გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ფარგლებში გაიმართა. პეკინში ვიზიტის დროს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ელჩთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გაფორმებული შეთახმება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაბზე გადაიყვანს, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

    ვიზიტის დროს მინისტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. მათ შორის, შეხვედრა გაიმართა ჩინეთის კომერციის მინისტრთან, სადაც მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩინური მხარე თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმის გამართვას მხარს დაუჭერს.

    "აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში მეორედ გაიმართება, რომელიც ჩინეთში ჩატარებული „სარტყელი და  გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ლოგიკური გაგრძელება იქნება.

    "ბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში პირველად  2015 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 30 ქვეყნის ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორის, ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა და 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა.

  • ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

    ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Alfardan Group-ი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა, - ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ომარ ჰუსეინ ალფარდანმა საქართვლოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

    Alfardan Group-ის ძირითადი ინტერესის სფეროს საქართველოში ტურიზმი და ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს.

    შეხვედრისას ისაუბრეს ცალკეულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც, შესაძლოა, Alfardan Group-მა განახორციელოს.

    კომპანიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულებაა და კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

  • შევძლებთ ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მიღებას, - გიორგი გახარია

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ვიზიტად მყოფ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ და მუჰამედ ჯავად ზარიფმა საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გახსნეს, რომელშიც ირანული და ქართული კომპანიების 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

    გიორგი გახარიას შეფასებით, ირანი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანაა. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მიღებას. განვიხილეთ კონკრეტული მიმართულებები და ისეთი დარგები, როგორიც არის წარმოება, ტრანზიტი, ფარმაცეფტიკა, სოფლის მეურნეობა, ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გამოყენება ერთობლივი საწარმოების შექმნის საშუალებით და ა.შ. ეს ის მიმართულებებია, სადაც ყველაზე მეტ აქტივობებს უნდა ველოდოთ“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

    როგორც მინისტრმა აღნიშნა, ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება. „კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უკვე რაღაც კონკრეტული შედეგები გვექნება. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური