საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს ხელშეკრულებები შორის გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 აპრილი 2017 14:29

მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებებით დასტურდება ,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით გაიმართულ გაფართოებულ შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობაზე, ტურიზმის, ავიაციის, კულტურის, მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ის საქმიანობას საქართველოში. აღინიშნა, რომ კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ რეისებს ევროპის სხვადასხვა მიმართულებით, რაც, უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ხალხთაშორის კავშირების გამყარებას, ისე ტურიზმის განვითარებას. ქართული მხარის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში უნგრელი ტურისტების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საუბარი შეეხო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ქართველ სტუდენტების სწავლების დაფინანსების მნიშვნელობას.

"მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების გზები. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენთან არიან უნგრეთის კერძო სექტორის წარმომადგენლები, თქვენი დელეგაციის წევრები. გაიმართება ბიზნესფორუმი, ასევე დღეს დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ხელმოწერა. არსებობს ძალიან მტკიცე საფუძველი ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის, ასევე მისი შემდგომი დატვირთვისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უნგრეთი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ვიქტორ ორბანმა ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების იმედი გამოთქვა.

"ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ გვაქვს საქართველოში ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა. წელს აღინიშნება ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი. უნგრეთი თვლის, რომ ეს არის ძალიან მტკიცე საფუძველი სამომავლოდ. ასე რომ, ჩვენი ვიზიტი ნაწილობრივ ამ წლისთავის აღნიშვნასაც ეთმობა,"- აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები. ხელი მოეწერა შემდეგ დოკუმენტებს: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკურ მონაცემთა ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმება", „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი", „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ინვესტიციების წახალისების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი", „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია", „დამატებითი ოქმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის 2017-2020 წლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის საგანმანთლებლო გაცვლით პროგრამაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.

წაკითხულია 9 ჯერ

Related items

  • 28 აპრილს საქართველო და პოლონეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ

    1992 წლის 28 აპრილს საქართველომ და პოლონეთმა აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები. დღეს აღინიშნება ამ ღირსშესანიშნავი თარიღის 25-ე წლისთავი.

    ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის დამყარდა თითქმის 100 წლის წინ. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს, რაც პოლონეთის რესპუბლიკამ  1919 წლის 29 იანვარს აღიარა, საქართველოს ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ დე-იურედ აღიარებამდე 2 წლით ადრე.

    „მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ პოლონეთის მთავრობა მზად არის დე-ფაქტო, აღიაროს საქართველოს ხელისუფლება, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია,  მანამდე, ვიდრე სამშვიდობო კონფერენცია აღიარებს საქართველოს სტატუსს, მისი ხალხის ნების შესაბამისად“ - წერდა იმ დროისთვის საგარეო საქმეთა მინისტრი სტანისლავ პატეკი, სპეციალურ დეპეშაში, რომლის ადრესატი იყო მისი ქართველი კოლეგა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი. – „პოლონეთის მთავრობა გამოთქვამს მტკიცე იმედს, რომ ორი სახელმწიფოს ერების საერთო ინტერესები, ისევე როგორც ურთიერთ კეთილგანწყობა, ხელს შეუწყობს უახლოეს მომავალში საქართველოსა და პოლონეთს შორის მეგობრული თანამშრომლობისა და კავშირების ჩამოყალიბებას. ამ მიზნით, პოლონეთის მთავრობა მოხარული იქნება მიიღოს ვარშავაში საქართველოს წარმომადგენელი. პოლონეთის მთავრობის სიმპათიის დოკუმენტური დადასტურებისთვის, პოლონეთის მთავრობა მიავლენს სპეციალურ მისიას თბილისში ბ-ნი ტიტუს ფილიპოვიჩის ხელმძღვანელობით, პირდაპირი მეგობრული ურთიერთობების დამყარების მიზნით, რომელიც უახლოეს მომავალში ეწვევა თბილისს.

    დეპეშა თბილისში 1920 წლის 24 მარტს მიიღეს, ხოლო უკვე 30 მარტს, საქართველოს დედაქალაქს, სამხრეთ კავკასიაში პოლონეთის რესპუბლიკის სპეციალური მისია, სრულუფლებიანი მინისტრის, ტიტუს ფილიპოვიჩის ხელმძღვანელობით ეწვია, რომელმაც, ჩამოსვლიდან მეორე დღეს, დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელს გადასცა რწმუნებათა სიგელები.

    1919 წლიდან ვარშავაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი იყო გიორგი სიდამონ-ერისთავი. პოლონურ-ბოლშევიკური ომის პერიოდში, საქართველოს საელჩო და დიპლომატიური პერსონალი პოზნანში იქნა ევაკუირებული.

    პოლონეთის დიპლომატიური მისიის საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში ბოლშევიკურმა გადატრიალებამ შეწყვიტა. მისიის პერსონალის ნაწილი, თვით ტიტუს ფილიპოვიჩთან ერთად იქნა დაპატიმრებული და გადასახლებული. 1921 წლის გაზაფხულზე, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამ და საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში წასვლამ, შეუძლებელი გახადა თბილისში დიპლომატიური მისიის გაგზავნა და საქართველოს დედაქალაქში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა.

    პოლონეთის მთავრობამ არ აღიარა საქართველოს საბჭოთა ანექსია და ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკასთან ძალისმიერი მიერთება. პოლონეთის რესპუბლიკის მმართველობა კონტაქტს ინარჩუნებდა პარიზში ემიგრირებულ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ხოლო მარშალ იუზეფ პილსუცკიმ, ქართული არმიის ოფიცრებს და იუნკერებს გაუხსნა საზღვრები, რომლებიც, როგორც პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრები, მონაწილეობას იღებდნენ „სექტემბრის კამპანიაში“ (1939 წლის თავდაცვითი ომი) და იბრძოდნენ ვარშავის აჯანყების დროს სამამულო არმიის რიგებში.

    1991 წელს, 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაცია დამთავრდა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახლა გამოცხადებით. მას შემდეგ, მალევე, პოლონეთმა ხელმეორედ, მე-20 საუკუნეში აღიარა საქართველოს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. 1992 წლის 24 მარტს, პოლონეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ მიიღო აღნიშნულთან დაკავშირებით რეზოლუცია.

    დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ოფიციალურად, 1992 წლის 28 აპრილს მოხდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ უკლებას ქ. ვარშავაში ვიზიტის დროს, როდესაც ხელი მოეწერა  პოლონეთის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ოქმს.

    1995 წლის 20 ნოემბერს, დაარსდა პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო ქ. თბილისში, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 1997 წლის შემოდგომაზე. 2001 წლიდან პოლონეთში აკრედიტებული იყო საქართველოს საელჩო ბერლინში. 2003 -2004 წწ. ქართული დიპლომატიური მისია ფუნქციონირებდა უკვე პოლონეთის დედაქალაქში. საქართველოს საელჩო ვარშავაში ხელახლა გაიხსნა 2005 წელს.

  • ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

    ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Alfardan Group-ი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა, - ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ომარ ჰუსეინ ალფარდანმა საქართვლოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

    Alfardan Group-ის ძირითადი ინტერესის სფეროს საქართველოში ტურიზმი და ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს.

    შეხვედრისას ისაუბრეს ცალკეულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც, შესაძლოა, Alfardan Group-მა განახორციელოს.

    კომპანიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულებაა და კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

  • საქართველოს დღეები სან-დიეგოში

    ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 24-26 აპრილს გაიმართა “საქართველოს დღეები სან დიეგოში“, რომლის ფარგლებშიც, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება მოეწყო, მათ შორის ქართული კულტურისა და ისტორიის გამოფენა, შედგა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც შეაჯამეს ერთი წლის შედეგები და განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს. დამატებით, ხელი მოეწერა ორ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტის ანალიზის და მართვის ინსტიტუტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტს შორის.

  • საქართველოს 23 წლამდე მოფარიკავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

    ქართული სპორტის მორიგი წარმატება. ამჯერად გულშემატკივარი მოფარიკავეებმა გაახარეს. ბელორუსის დედაქალაქში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე მოფარიკავეთა შორის, სადაც  საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა იასპარეზა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

    ქართველებმა მერვედფინალში ბულგარეთს 45-34 სძლიეს, მეოთხედფინალში რუმინეთს  45-31, ნახევარფინალში რუსეთი 45-41 დაამარცხეს, ფინალური შეხვედრა კი იტალიას 45-36 მოუგეს.

    საქართველოს  23 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში არიან: მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია, საბა სულამანიძე და ვაჟა რეჭია.

    შეგახსენებთ, საქართველოსთვის ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ეს მეორე მედალია,  შაბათს რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი ლუკა ღაღანიძემ მოიპოვა.

  • თურქეთსა და საქართველოს ერთი და იგივე მიზანი ამოძრავებს, -თურქეთის ელჩი - ექსკლუზივი "სტარვიზიაზე" (ვიდეო)

    თურქეთის ელჩის განცხადებით, ევროკავშირი თურქეთისა და საქართველოს საერთო მიზანია და თურქეთის რეფერენდუმი, საბოლოო ჯამში,  ხელის შემშლელი ფაქტორი ა იქნება ამ მიმართულებით არც საქართველოსთვის და არც თურქეთისთვის.  სტარვიზიისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში

    კითხვაზე, რომ თურქეთ-ევროკავშირს შორის არსებული დაძაბულობა,  ექსპერტთა შეფასებით, შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს ახლანდელი რეფენენდუმის შემდეგ. შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ  ეს დაძაბულობა რაიმე გავლენას მოახდენს საქართველო-ევროკავშირის უერთოერთობებზე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ევროკავშირის აქტიური პარტნიორია და ყველაფერს აკეთებს ამ ოჯხში გასაწევრიანებლად, თურქეთის ელჩმა უპასუხა:

     „რაც შეეხება საქართველოს- ევროატლანტიკურ სწრაფვას,თურქეთი დღესაც თქვენი ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერია ამ მიმართულებით, რადგან გვჯერა, რომ ნატოს წევრი საქართველო ბევრად უფრო სასრგებლო იქნება თურქეთისთვის,  რეგიონისთვი და საერთაშორიოს თანამეგობრობისთვის. აქ თქვენ აბსოლუტური მხარდაჭერა გაქვთ. რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ თავადაც ვცდილობთ ამ გაერთიანების წევრობას. ეს დღესაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ საქართველო მიაღწევს პროგრესს ევროიტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ერთი და იგივე მიზანი გვამოძრავებს ამ თვალსაზრისით. საქართველო ფიქრობს რომ მას გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია ევროკავშირში და ასევე ელოდება გარკვეულ სიკეთეებს მისგან. ასევე ფიქრობს ტურქეთიც. მე მესმის, რომ რიგ შემთხვევებში, სხვა და სხვა პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადებები გაკრვეულ კითხვებს ბადებს, თუმცა, ამ კონტექსტში, მე არ ვფიქრრობ, რომ რაიმე პრობლემა უნდა იყოს ამ მიმართულებით.“

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper