თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა და ბრიტანულ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 21 აპრილი 2017 12:55

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფოს ინსტიტუტს (RUSI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და RUSI-ის დირექტორმა რაფაელო პანტუჩიმ მოაწერეს.

დოკუმენტი გამოცდილების გაზიარებას, ბრიტანელი ექსპერტების ლექციებისა და ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. 

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს DIB-ის, თავდაცვის უწყებისა და ბრიტანული ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დოკუმენტზე ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრაგაიმართა, სადაც ყურადღება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის საქმიანობასა და მნიშვნელობაზე გამახვილდა. საუბარი თანამშრომლობის მიმართულებებსაც შეეხო.
ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმეს. 


დღესვე, ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა RUSI-ის უფროსი მკვლევარის, დოქტორ იგორ სუტიაგინის ლექციას უმასპინძლებს.

წაკითხულია 37 ჯერ

Related items

  • აშშ საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს

    საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ტრანსფორმაციის პროცესი და აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება - ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ლაურა კუპერთან ისაუბრა. ლევან იზორიამ პენტაგონის წარმომადგენელს პოლიტიკური, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის გაფორმებული ჩარჩო ხელშეკრულება. დოკუმენტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრამვებას შეუწყობს ხელს.

    პენტაგონის წარმომადგენელთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება  საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა (GDRP) და საბრძოლო ცენტრის განვითარებაზე გამახვილდა. მხარეებმა ერთობლივი,  მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების  შესახებაც ისაუბრეს. მხარეებმა ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესზე, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) საქმიანობასა და ქართული სამხედრო კონტინგენტის ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში მონაწილეობაზეც იმსჯელეს.

    თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის წარმომადგენელთან უწყებაში განხორციელებული რეფორმისა და „ახალი სტრატეგიული ხედვის“  შესახებაც ისაუბრა.

    „აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა  კიდევ ერთხელ დაადასტურა მომავალში ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც ჩვენს უწყებაში მიმდინარეობს. მომავალში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში  თანამშრომლობის დეტალური გეგმა დავგეგმეთ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

    პენტაგონის წარმომადგენელმა აშშ-ის სახელით ღრმა პატივისცემა გამოხატა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების მიმართ და ქართული კონტინგენტის თანამშრომლობა ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში განსაკუთრებით გამოყო. „მქონდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რათა  სისრულეში მოვიყვანოთ ამერიკული მხარის დახმარება საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში. მინდა, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და დაფასება საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების მიმართ. იმედი მაქვს, განხორციელებული რეფორმები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალებს წარმატებას მოუტანს. გაკვირვებული ვარ იმ ძლიერი პარტნიორობით, რაც საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ გააჩნია. ჩემთვის პრივილეგიაა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაღრმავებაში მეც შემაქვს წვლილი. ერთობლივად ვაგრძელებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას, რაც ეროვნული უსაფრთხოების კონტექტსში საქართველოსთვის ინსტიტუციურ აღმშენებლობას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ლაურა კუპერმა.

    შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ხოლო ამერიკის მხრიდან აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი მეთ სმისი,  საქართველოში ამერიკული საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ კონერი, თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი ვიცე-პოლკოვნიკი ჯასტინ კოლბერტი დაესწრნენ.

    საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის მ.შ. ლაურა

  • "ეს ქალბატონი მთავრობაში შაჰიდის ქამრის როლს ასრულებს," - მეჭიაური ხიდაშელს ეხმაურება

    „ეს ქალბატონი მთავრობაში შაჰიდის ქამრის როლს ასრულებს და ვინც ამას ამდენი ხანი აჩერებს, იმან პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა აიღოს, მათ შორის პრემიერ-მინისტრმაც. ყოველ ნაბიჯზე არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს, სადაც კი ამის საშუალება ეძლევა. ჯერჯერობით დამატებით საფრთხეებს უფრო ვხედავ ამ ქალბატონის ქმედებებში, ვიდრე რაიმე ისეთ ქმედებას, რომელიც განამტკიცებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას,“-   ასე გამოეხმაურა პარტია თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის თავმჯდომარე ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას.

  • საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენცია გრძელდება

    აქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენცია გრძელდება. დღეს მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პრეზიდენტი და პრემიერი.საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე გამართავს პრესკონფერენციებს ღონისძიების მონაწილეებთან ერთად.საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობისთვის თბილისში იმყოფება ეუთო-ს გენერალური მდივანიც.გუშინ დღის ბოლოს ღონისძიების პირველი დღე თავდაცვის მინისტრმა შეაჯამა.

  • ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ვიზიტი

    ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციაში“ (GDSC) მიიღებენ მონაწილეობას. ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე დახვდნენ.

    რაიმონდ ბერგმანისი, იოზას ოლეკასი და ანე ჰანსო „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში ქართველ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.
    „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ დღეს ოფიციალურად გაიხსნება.

    საერთაშორისო კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ ფორუმს სამხრეთ კავკასიაში, რომელზეც ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები განიხილება. კონფერენციის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

    კონფერენციაზე ოთხი ინტერაქტიული თემატიკა განიხილება. პირველი დღე მთლიანად მიეძღვნება ნატოს, სადაც მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. მეორე დღეს კი, სამი ძირითადი თემატიკის განხილვა მოეწყობა - შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი მცირე ქვეყნებზე ზეგავლენა და ომის არაკონვენციური განზომილება.

    კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ინტერაქტიული პლენარული და პარალელური სხდომების მეშვეობით, დღევანდელი უსაფრთხოების გარემოს წინაშე მდგარ მწვავე გამოწვევებთან დაკავშირებით, ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს გაუზიარებენ.

    კონფერენციის პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) და აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი.

  • ნატოს ლიცენზირებული ასეული

    სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ დაწყების შემდეგ საქართველოს პირველად ეყოლება ოფიციალურად ნატო-ს მიერ ლიცენზირებული ასეული, - ამის შესახებ საქართველოს თავდცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სწავლების დაწყებამდე განაცხადა. თინა ხიდაშელის თქმით, 26 მაისს, “ბრიტანელები და ამერიკელი ბიჭები” იდგებიან ქართველ სამხედროებთან ერთად.
    მისივე განმარტებით, უშუალოდ თვითონ როგორც თავდაცვის მინისტრი საქართველოს და შეიარაღებულ ძალებს მიმართავს ყველაზე უფრო მაღალი პოდიუმიდან. „მე მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ვინაიდან ისტორიული მომენტის მომსწრე ვართ ყველანი - მნიშვნელოვანი და განსხვავებულია ეს სწავლება, ვინაიდან საქართველოში არასოდეს არც ერთ სამხედრო სწავლებაში ამდენ პარტნიორს მონაწილეობა არ მიუღია. ეს არის ყველაზე დიდი სწავლება, რაც კი ოდესმე საქართველოში ჩატარებულა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული ტექნიკა და ტანკები არიან სწავლებაში წარმოდგენილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს სამხედროებს შესაძლებობა ეძლევათ აქ, საკუთარ მიწაზე გამოსცადონ და მიიღონ მაღალი პროფესიული გამოცდილება იმ ტექნიკასთან ურთიერთობაში, რომელიც ნატო-ში ძალიან ხშირად არის წარმოდგენილი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 
    მისივე თქმით, აღნიშნული სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ასეთი ღონისძიებების დროს ჩდება და მყარდება რწმენა, რეალური თანამშრომლობისა და პარტნიორობისა, რომელიც საქართველოს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან აქვს.
    თავდაცვის მინისტრის თქმით, სწორედ ასეთ ვითარებაში იჭედება მეგობრობა და ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. 
    11-24 მაისს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ (Noble Partner 2016) ჩატარდება. სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დღეს გაიხსნა. 

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპან...

ლიბერთი ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერებს შეუერთდა

ლიბერთი ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერებს შეუერთდა

  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერთა რიცხვ...

შეხვედრა ADB-ის წარმომადგენლებთან

შეხვედრა ADB-ის წარმომადგენლებთან

საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმ...

პოპულარული

« ივნისი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper