აგროსატყეო მიმართულებით თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 12:45

საქართველო-თურქეთის ერთობლივი სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, რომელიც ტყის სწრაფად მზარდი სახეობების საქართველოში შესწავლის, მოვლისა და გაშენების საკითხებს მოიცავს, თურქეთის მხარემ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზას ვერხვის (Populus spp) 20 სხვადასხვა სახეობის ახალი პერსპექტიული ფორმა და კლონი გადასცა.

პროექტის ხანგრძლივობა 1 წელი და 6 თვეა. ამ ხნის განმავლობაში ქართულ მხარეს 50- ზე მეტი ვერხვის კლონი გადაეცემა, რომლებსაც ქართველი სპეციალისტები დააკვირდებიან. საქართველოს კლიმატურ პირობებთან მორგებული ვარიანტების გავრცელება კი ფერმერულ მეურნეობებში მოხდება.

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ვერხვისა და ტყის სწრაფად მზარდი სახეობების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ერჯან ველიოღლუ და ინსტიტუტის დოქტორი სელდა აკგული სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს და ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის სპეციალისტებს შეხვდნენ და პროექტის დეტალებზე იმსჯელეს.

თურქმა მკვლევარებმა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების წილკნის და მრავალწლოვანი კულტურების ჯიღაურას ბაზები, ასევე სართიჭალის ეროვნული საშენი მეურნეობა დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი აგროსატყეო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, სადაც ათზე მეტი სატყეო ინსტიტუტი ფუნქციონირებს.

წაკითხულია 74 ჯერ

Related items

  • „ჩვენ ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი" - გიორგი კვირიკაშვილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდგორობის დღესასწაულზე განაცხადა, რომ „ჩვენ აღარ ვიმღერებთ ”ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველოს”, ჩვენ ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი“:

    ”დღეს არის ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და ძლიერების. დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული და თანმიმდევრული შრომით და ჩვენ, ქართველებს უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი. მინდა საქართველოს ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით. საქართველო იქნება ძლიერი, ჩვენ აღარ ვიმღერებთ ”ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველოს”, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

  • ხელბურთი: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო 28:24 ალჟირი

    8 აგვისტოს ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიას თბილისის ოლიმპიური სასახლის მთავარმა დარბაზმა უმასპინძლა. სანახაობა ანსამბლ სუხიშვილების მიერ შესრულებულმა ხორუმმა დაამშვენა.

    მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დოქტორი ჰასან მუსტაფა, საერთაშორისო ფედერაციის მაღალჩინოსნები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

    გახსნის ცერემონიის შემდეგ საქართველოს ნაკრები, რომელიც ამ ტურნირის დებიუტანტია, ალჟირს დაუპირისპირდა. ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც B ჯგუფშია გერმანიასთან, ჩილესთან, ისლანდიასთან და იაპონიასთან ერთად, პირველი შეხვედრა 28:24 მოიგო.

    „ეს არის პირველი დიდი ტურნირი, რომელშიც ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები მონაწილეობს. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. ალჟირის ნაკრები სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის და მათთან გამარჯვება ჩვენს ბიჭებს მომდევნო მატჩებისთვის უსათუოდ დადებითად დამუხტავს. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას და გპირდებით არც მომავალში დავიშურებთ ძალ-ღონეს ქომაგების გასახარებლად", - ეს კომენტარი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ ალჟირთან გამარჯვების შემდეგ გააკეთა.

    როდესაც 10 მაისს, ბაზელში გამართულ წილისწყრაზე გაირკვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ალჟირის გუნდი იქნებოდა და თან მათთან სასტარტო შეხვედრაში მოგვიწევდა დაპირისპირება ყველანი სამწვრთნელო შტაბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი. აფრიკელებთან იოლი მატჩი რომ არ გველოდა ეს ისედაც ცხადი იყო. შეხვედრა ორივე გუნდმა თავიდანვე ფრთხილად დაიწყო და ალბათ, ამიტომაც იყო ვერცერთმა გუნდმა გოლის გატანა სამი წუთის მანძილზე რომ ვერ მოახერხა, ბოლოს კი ნავსი ლუკა ბულბულაშვილმა გატეხა და აქედან მოყოლებული ალჟირის ნაკრები მუდამ მდევრის როლში იმყოფებოდა.

    საქართველოს ნაკრების ხელბურთელები თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ, თუმცა დაკვირვებული თვალი შეატყობდა, რომ ბიჭები მაინც ღელავდნენ. ნელ-ნელა ნერვიულობამაც იკლო და ჩვენმა გუნდმაც მარწუხებს მოუჭირა. მე-18 წუთისთვის უკვე 8 ბურთიანი უპირატესობით ვიგებდით, ხოლო პირველი ტაიმი 7 ბურთიანი ჰანდიკაპით დავასრულეთ.

    მეორე ნახევარიც ქართველთა შეტევებით დაიწყო და უპირატესობასაც მეთოდურად ვიმტკიცებდით. გუნდის ლიდერობა ერეკლე არსენიშვილმა და ირაკლი კბილაშვილმა იტვირთეს. მეტოქეს პირველმა 9, ხოლო მეორემ 7 ბურთი გაუტანეს. ერეკლე არსენიშვილი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულადაც დასახელდა.

    საქართველოს ნაკრებს მცირე ჩავარდნა მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე მოუვიდა, როდესაც ალჟირს 9 ბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ. ბექა ორჯონიკიძის შეგირდები მოდუნდნენ, უხეშობასაც უმატეს და ერთდროულად ორი მოთამაშეც ორი წუთით გაგვიძევეს. აფრიკელებმა ამით ისარგებლეს და სხვაობა ოთხ ბურთამდე შეამცირეს.

    ჯგუფის მეორე შეხვედრას საქართველოს 19 წლამდე ნაკრები დღეს, 9 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ გამართავს.

  • თურქეთში, ბოდრუმთან ახლოს 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

    თურქეთში, 8 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 10:42 სთ-ზე 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი საკურორტოი ქალაქ ბოდრუმის რაიონში იყო. დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

    შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ 21 ივლისს ბოდრუმიდან 10 კილომეტრის მანძილზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. რომლის დაიღუპა 2 და დაშავდა 120 ადამაინი.

  • თურქეთში ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი საქართველოში გადმოასვენეს

    ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“ ოპერატორი რომელიც ტრაპზონთან სამი დღის წინ მომხდარი ავარიის დროს მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა, საქართველოში გადმოასვენეს. ის რამდენიმე დღე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა ექიმებმა მის გადარჩენა ვერ შეძლეს.

    ამ დროისთვის თურქეთის კლინიკებში 4 დაშავებული რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

  • ფეთჰულაჰ გიულენი 15 ივლისის მოვლენების შესახებ - ″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″

    ″მე კვლავ მოვითხოვ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას″,-ამის შესახებ ფეთჰულაჰ გიულენმა 15 ივლისის მოვლენების შესახებ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრისთვის″ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

    შვედეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ″სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრმა″ (Stockholm Center for Freedom) გასულ წელს განხორციელებული საეჭვო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით ვრცელი და სენსაციური ანგარიში გამოაქვეყნა. 191 გვერდიანი ანგარიშის მომზადებისას ფეთჰულაჰ გიულენთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაიწერა, სათაურით -″15 ივლისი: ერდოღანის გადატრიალება″. გიულენმა ინტერვიუში იმაზეც ისაუბრა თუ როგორი იყო მისი პირველი რეაქცია, როდესაც ჯერ კიდევ არაფერი იყო ცნობილი გადატრიალების მცდელობის შესახებ და ერდოღანმა და ხელისუფლებამ აღნიშნულში გადატრიალების მცდელობაში მან და მისი მოძრაობა დაადანაშაულა.

    გიულენის თქმით, მის ინიციატივას საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული ნაბიჯები მოჰყოლია.

    ″მე კვლავ ვითხოვ კომისიის შექმნას. გაერო, ევროკავშირი, ნატო თუ სხვა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით შეიქმნას საგამოძიებო  კომისია და მე მზად ვარ ამ კომისიას ჩვენება მივცე. რა დასკვნამდეც არ უნდა  მივიდეს აღნიშნული კომისია, მე მზად ვარ ვაღიარო მისი შედეგები. როგორც გავიგე, გენშტაბის მეთაური, ჰულუსი აქარი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა გადატრიალების მოსაწყობად და ამ მიზნის მისაღწევად სერიოზულად ემზადებოდა″, - განაცხადა გიულენმა.

    თურქეთში დღემდე განხორციელებული სამი სახელმწიფო გადატრიალების მოწმე გავხდი. ბოლო წლებში მომხდარი სკანდალები და გამოძიებები თითქოს წინ უძღვოდა 15 ივლისის მოვლენას. ეს უკანასკნელი კი არ ჰგავდა მანამდე განხორციელებულ არცერთ გადატრიალებას და იმის გაგება, რომ ეს დადგმული სცენარი გახლდათ, პატარა ბავშვსაც კი შეუძლია. ბევრი რამ ითქვა და დაიწერა ამ დადგმის შესახებ. საქმის მხოლოდ ამ ასპექტზე შეიძლება ცალკე გამოძიების ჩატარება. დეტალებში შესვლამ შეიძლება საათები წაგვართვას, მაგრამ ყოველივე მომხდარში დასაეჭვებლად მხოლოდ შემდეგი ფაქტებიც კი საკმარისია, რომ როდესაც სამხედროები მოქმედებაზე გადავიდნენ, ქალაქი სავსე იყო ხალხით, ხოლო ბოსფორის ხიდის მხოლოდ ერთი მხარე დაიკავა სამხედროთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა, ასევე ათობით სხვა დეტალის ჩამოთვლაც შეიძლება. პოსტ ფაქტუმ, რამოდენიმე გადამდგარმა გენერალმა ამ ქმედებას ″წარუმატებლად დადგმული გადატრიალების მცდელობა″ უწოდა. იმ პერიოდში თურქეთში ჩასულმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა განვითარებული მოვლენები კომპიუტერულ თამაშს შეადარა. აქ სიტყვა თეატრსა და სცენარს საკითხის გამარტივების მიზნით არ ვიყენებ. აღნიშნული გადატრიალების მცდელობა თურქეთში წარსულში განხორციელებულ ყველა სახელმწიფო გადატრიალებაზე უფრო სისხლიანი აღმოჩნდა რომელსაც 249 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 50 000 მოქალაქე დააპატიმრეს. ყოველდღიურად დაჩაგრულებისა და დაზარალებულების შესახებ ახალი ინფორმაცია მოდის. სკოლები, უნივერსიტეტები დაიხურა. ათასობით კომპანია მეპატრონეებს ჩამოართვეს. თურქეთი ნელა-ნელა რომც იყოს მთლიანად გადავიდა დემოკრატიის გზიდან. საზოგადოება ორად გაიხლიჩა და მასში შუღლმა დაისადგურა. საპრეზიდენტო სისტემის საბაბით ყალიბდება ახლო აღმოსავლეთში გაბატონებული დიქტატორული რეჟიმების მსგავსი წყობა.″

    ერდოღანმა, რომელმაც სამართლებრივი გზებით ვერ მოახერხა მოძრაობა ″ჰიზმეთ″-ის დაშლა, ბოლოს ასეთ ხერხს მიმართა. თუ გავიხსენებთ, ივლისის მოვლენებამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ″მოძრაობა ჰიზმეთს რამდენიმე პოლიციელისა და პროკურორის მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებდა″. რადგანაც მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმდევრები უაღრესად მშვიდობისმოყვარე, კანონმორჩილი და განათლებული ადამიანები არიან, ზემოაღნიშნული ხერხებით მათი სამართლებრივად გამტყუნება შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ერდოღანმა გადაწყვიტა ეს ადამიანები წარმოეჩინა ძალადობის მომხრე ანტისახელმწიფოებრივ სუბიექტებად. ამგვარად, მან დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე წინ წაიწია და  მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმდევრების წინააღმდეგ უპრეცენდენტო დევნა წამოიწყო. ერდოღანმა ვერ დაარწმუნა საერთაშორისო საზოგადოება, თუმცაღა შეძლო და ათობით მედია საშუალების დახმარებით თურქეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეაძულა მოძრაობა “ჰიზმეთის“ მიმდევრები. საქმე მხოლოდ მოძრაობა “ჰიზმეთის“ მტრობით არ შემოიფარგლება. საფრთხეში ჩავარდა თურქეთის მომავალი. სახელმწიფოს სტრუქტურა შიგნიდან დაიშალა. სახეზეა პროცესით დაზარალებული ასიათასობით მოქალაქე. უმაღლესი განათლების მქონე ათიათასობით პატრიოტი დაპატიმრებულია ან იძულებული გახდა თურქეთი დაეტოვებინა. შედეგის მიხედვით, 15 ივლისი ერდოღანისა და მისი დამქაშების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულებრივი სცენარი იყო.

    ″15 ივლისის მოვლენები ერდოღანისა და მისი დამქაშების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული დანაშაულებრივი სცენარი გახლდათ″,- აღნიშნავს ექსკლუზიურ ინტერვიუში გიულენი და დასძენს, რომ ″აქ სიტყვა თეატრსა და სცენარს საკითხის გამარტივების მიზნით არ ვიყენებ. აღნიშნული გადატრიალების მცდელობა თურქეთში წარსულში განხორციელებულ ყველა სახელმწიფო გადატრიალებაზე უფრო სისხლიანი აღმოჩნდა რომელსაც 249 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 50 000 მოქალაქე დააპატიმრეს. საზოგადოება ორად გაიხლიჩა და მასში შუღლმა დაისადგურა. საპრეზიდენტო სისტემის საბაბით ყალიბდება ახლო აღმოსავლეთში გაბატონებული დიქტატორული რეჟიმების მსგავსი წყობა.″

    უცვლელად გთავაზობთ ინტევიუს:

    პირველად როდის შეიტყვეთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ და რა იყო თქვენი პირველი რეაქცია?

    ამის შესახებ მედია საშუალებებიდან შევიტყვე. აქ მყოფმა მეგობრებმა ჩამაყენეს საქმის კურსში. მე, როგორც დღემდე თურქეთში განხორციელებული ყველა რევოლუციის მოწმემ, რომელმაც საკუთარ თავზე ვიწვნიე მათი უარყოფითი შედეგები, განვიცადე აგრეთვე ქვეყნისთვის და  ხალხისთვის მიყენებული ზიანი, ჩემი პირველი რეაქცია იყო შემდეგი: ″ალაჰმა დაიფაროს ჩვენი ხალხი ყოველგვარი უბედურებისგან″. მაშინ, როდესაც თურქეთში ზოგიერთი პირი დემოკრატიას ახასიათებდა როგორც ″უღმერთო სისტემას″, მე მაშინაც კი ვამბობდი, რომ დემოკრატია იყო ერთადერთი გზა, საიდანაც გადახვევა მიუღებელი იქნებოდა. როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი, მე სერიოზულად განვიცადე ყოველივე მომხდარი. ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ქმედებები, როდესაც მე სასტიკად დავგმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

    15 ივლისამდე გქონდათ თუ არა იმის განცდა, რომ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო?

    იყო საუბრები იმის შესახებ, რომ სამხედრო ელიტის გარკვეული ნაწილი ამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებას. ერთერთი ნაცნობი ჟურნალისტის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ანაკარში ჟურნალისტებს შორის პირად საუბრებში ამ თემაზე საუბრობდნენ. მეც ვიცოდი, რომ გენშტაბის მეთაური, მარშალი ჰულუსი აქარი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა სახელმწიფო გადატრიალებისთვის და ამის შესაბამისად მოქმედებდა. აღნიშნული ვერსიების გავლენის ქვეშ მყოფმა პირებმა შესაძლებელია მართლაც დაიჯერეს გადატრიალების რეალურობა და ძალაუნებურად ხელი შეუწყვეს მოვლენათა ამ სცენარით განვითარებას. რა თქმა უნდა, სიმართლე ალაჰმა უწყის, მაგრამ მე ვერასოდეს გავიფიქრებდი, რომ მოძრაობა ″ჰიზმეთ″-ის მოსპობის მიზნით ასეთი სახის სისხლიანი სცენარი დაიდგმებოდა და განხორციელდებოდა. 

    15 ივლისის შემდგომ უცხოური მედიისთვის მიცემულ ერთერთ ინტერვიუში თქვენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ″ჰოლივუდურ სცენარს″ შეადარეთ. რაზე დაყრდნობით მიხვედით ამ დასკვნამდე? როგორ ფიქრობთ, ვინ დაწერა ეს სცენარი? ვინ დგას 15 ივლისის მოვლენების უკან?

    საუბრობდნენ იმაზე, რომ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმდევრებმა მოახდინეს სახელმწიფო სტრუქტურების - უსაფრთხოების, სასამართლოსა და თავდაცვის სისტემების ინფილტრაცია. შეესაბამება თუ არა ეს მოსაზრება სიმართლეს, აქვს თუ არა მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ასეთი მიზანი?

    მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმართ არაკორექტული იქნებოდა ისეთი ტემრინების გამოყენება, როგორიცაა ″ინფილტრაცია″,  ″ხელში ჩაგდება″, ″გავლენის მოპოვება″. თავიდანვე, აღნიშნული მოძრაობის მიზანი იყო განათლების წინა პლანზე წამოწევა, მიმდევრებში მხოლოდ დადებითი ჰუმანური თვისებების გაღვივება და მათი კულტივირება. მოძრაობის მიმდევრები იდეურ დონეზე, თვითმოტივაციის საფუძველზე ერთვებიან სოციალურ აქტივობებში და მათ არანაირი ანტისახელმწიფოებრივი მიზნები არ ამოძრავებთ. ეს არის მოძრაობის ძირითადი მიზანი. მეც, შეძლებისდაგვარად ხაზს ვუსვამდი იმ ფაქტს, რომ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებში მსახურება ნებისმიერი მოქალაქის ბუნებრივი უფლებაა და არა ″ინფილტრაცია″. მე კვლავ ამ იდეის მომხრე გახლავართ.

    სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და სკოლებში გაგზავნის პარალელურად საკუთარი შვილები სახელმწიფო სტრუქტურებშიც გააგზავნა ბევრმა მშობელმა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ მოძრაობის მიმდევრები, რომელ სტრუქტურაშიც არ უნდა ემსახურათ მათ, ისინი ყოველთვის ზოგადსაკაცობრიო, ჰუმანურ ღირებულებებს მისდევდნენ და არანაირი ცუდი მოტივები მათ არ ამოძრავებდათ. ვიღაცეებს არ მოეწონათ ასეთი ადამიანების ყოფნა რიგ სახელმწიფო სტრუქტურებში. ბოლო სამი წლის მანძილზე მოძრაობა ″ჰიზმეთის″ წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიები ამ უკმაყოფილების გამოძახილს უნდა წარმოადგენდეს. ვერ გეტყვით თუ რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ დაპატირმებულ პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებსა თუ სამხედროებს ″ჰიზმეთის″ მოძრაობასთან. მე არ ვიცნობ მათ უმრავლესობას, ვინ მოძრაობის მხარდამჭერია. მოძრაობა წარმოადგენს თვითმოტივირებულ ადამიანთა ერთობას. თქვენის მეშვეობით კვლავ მსურს განვაცხადო შემდეგი: ჩემთვის უცნობია, თუ ჩვენი მოძრაობის რამდენი მხარდამჭერი მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ შორის არიან მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმდევრები, გამოდის რომ მათ უღალატეს მოძრაობის ფუნდამენტურ ღირებულებებს.  

    თქვენ ხართ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი. რას მოელით აღნიშნული კომისიისგან? შესაბამისი ანგარიშები გამოაქვეყნეს რიგ სახელმწიფოთა დაზვერვის სამსახურებმა. რა აზრის ხართ აღნიშნულ ანგარიშებზე?

    ვერ ვიტყვი, რომ აღნიშნული ანგარიშები სრულად ასახავენ არსებულ სურათს. გადატრიალების მცდელობის მეორე დღიდანვე მე ვითხოვდი საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის შექმნას. დღესაც იგივეს ვითხოვ. გაერო, ევროკავშირი, ნატო თუ სხვა ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართულობით შეიქმნას საგამოძიებო  კომისია და მე მზად ვარ ამ კომისიას ჩვენება მივცე. რა დასკვნამდეც არ უნდა  მივიდეს აღნიშნული კომისია, მე მზად ვარ ვაღიარო მისი შედეგები. საინტერესო ის არის, რომ 

    ერდოღანი და მმართველი პარტია აღნიშნულ ინიციატივას არ ემხრობიან. საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პარლამენტში განხილვაც კი მათ მიერ იქნა დაბლოკილი. თვეების შემდეგ შექმნილი ფიქტიური კომისიის შედეგები კი ყველასთვის ცნობილია. მოვლენებთან დაკავშირებულ არცერთ  მეტნაკლებად ცნობილ პირს საკითხთან დაკავშირებით  საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ჩართულობას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში არ ადასტურებენ ისეთი ქვეყნების დაზვერვის სამსახურები, როგორიცაა აშშ, ინგლისი და გერმანია, ეს არ არის საკმარისი თურქეთის ხელისუფლებისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მოხდეს საკითხის ობიექტურად გამოძიება, ამოტომაც ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას.

    როგორც გაირკვა, ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი, თურქეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად თქვენს დაკავებასა და თურქეთში დაბრუნებას გეგმავდნენ. რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით. ფლობთ თუ არა ამ ტიპის სხვა ინფორმაციას?

    ამ ამბის გაგების შემდეგ ყველაზე მეტად საკუთარი ქვეყნის მიმართ სინანული ვიგრძენი. მივხვდი, რომ ასე თუ ისე დემოკრატიის გზაზე შემდგარმა თურქეთმა საბოლოოდ გადაუხვია ამ კურსს ერდოღანისა და მისი მხარდამჭერების ქმედებების შედეგად. დღესდღეისობით თურქეთში სახეზეა სერიოზული უკუსვლა დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის კუთხით. ამჟამინდელი რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მხარდამჭერებს მაფიოზური მეთოდებით ებრძვის და ცდილობს მათ დაბრუნებას თურქეთში მათი გასამართლებისა და დასჯის მიზნით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ არის სახელმწიფო, სადაც დემოკრატიული სტანდარტები სრულიადაა დაცული და აქ შეუძლებელია ისეთი რამ, რის განხორციელებასაც დღევანდელი თურქეთის ხელისუფლება ცდილობს.

    წყარო: http://www.tr724.com/fethullah-gulen-15-temmuz-erdogan-avanesi-tarafindan-kurgulanmis-haince-bir-senaryoydu/

    http://stockholmcf.org/wp-content/uploads/2017/07/15-Temmuz-Erdogan%C4%B1n-darbesi_05.07.2017.pdf

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გი...

პოპულარული

« აგვისტო 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური