ქართველი კარატისტების 5 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 12:44

დანიის ქალაქ როსკილდში გამართულ კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ევროპის 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო; 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ამასთან, საქართველოს დელეგაციამ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მეორედ მიიღო, 2016 წლის თბილისის ევროპირველობის შემდეგ. 20 აპრილს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ კიოკუშინკაი კარატეს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდა.

მინისტრმა და კარატისტებმა ევროპირველობა შეაჯამეს, რომელზეც ახალგაზრდებში ჩემპიონის ტიტული ნიკოლოზ ნავროზაშვილმა (-60 კგ) მოიპოვა, ხოლო ოთარ ესიტაშვილმა (-80 კგ) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. დიდებში 75კგ. კატეგორიაში, კვარცხლბეკზე ერთდროულად ორი ქართველი ავიდა - გამოცდილი ევროპის ორგზის (2009; 2011) ჩემპიონი მიხეილ წიკლაური, ამჯერად ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო თენგიზ ბასტოიანი ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

კიდევ ერთი მედალი ლევან ვერულიძემ (-85 კგ) მოიპოვა. კარატისტები დანიაში ჩემპიონობის გარდა მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიებისთვისაც იბრძოდნენ. თბილისში გამართულ და წლეულს დანიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე უნდა გადაწყვეტილიყო 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტთა ვინაობა. მიხეილ წიკლაური, შარშან თბილისში გამართული ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი იყო და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიაც მოპოვებული ჰქონდა და წლევანდელი ვერცხლის მედლით, შარშანდელი  საკუთარი შედეგის გაუმჯობესების წყალობით, თენგიზ ბასტოიანს მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიის აღებაში დაეხმარა.

ლიცენზია დაისაკუთრა ლევან ვერულიძემაც (-85 კგ), მსოფლიოს პირველობის მე-4 ლიცენზიის მფლობელი კი ანდრო ზინჩენკოა (65 კგ), რომელმაც მსოფლიოს პირველობის ლიცენზია თბილისურ ევროპირველობაზე გამარჯვებით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ აქამდე, კონტაქტური კარატეს ისტორიაში საქართველოს 4 ლიცენზია არასდროს ჰქონია. მსოფლიოს ჩემპიონატი 1-2 ივლისი, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩატარდება.

წაკითხულია 13 ჯერ

Related items

  • ახალგაზრდა კარატისტების 2 ოქრო და 2 ვერცხლი ევროპირველობიდან

    პოლონეთის ქალაქ ბიტომში ახალგაზრდა კარატისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 20 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდა და 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

    ჩემპიონები ლევან ვერულიძე (-85 კგ) და სერგო მოვსესიანი (-65 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები კი ლაშა ოზბეთელაშვილმა და თამარ ბიბილეიშვილმა დაისაკუთრეს. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.

  • ბოცვანაში მსოფლიოში მეორე უდიდესი ალმასი აღმოაჩინეს

    აფრიკის სახელმწიფო ბოცვანაში მსოფლიოს ყველაზე დიდი მეორე ალმასი აღმოაჩინეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    აქ მომუშავე ერთ-ერთი კანადური ფირმის მიერ აღმოჩენილი 6,5 სმ, 5,6 სმ და 4 სმ ზომის ალმასი 1111 კარატს იწონის. ადრე ამავე ფირმამ 813 და 374 კარატის ორი ალმასიც აღმოაჩინა.
    მსოფლიოს ყველაზე უდიდესი ალმასი კი სამხრეთ აფრიკაში 1905 წელს აღმოაჩინეს და იგი 3106 კარატს იწონიდა რა, რამდენიმე ნაწილად დაყვეს და მისი ორი ყველაზე დიდი ნაწილი დღეს ინგლისის დედოფლის სამეფო სამკაულებში შედის.

  • ქართველი კარატისტების მორიგი წარმატება

    25 ოქტომბერს, სტამბულში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა უფროსებში, ხოლო 23-24 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა ისევ სტამბულმა ახალგაზრდებში რეგიონებს შორის. აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველა ქვეყანის წამყვანი პირველი ნომრები ასპარეზობდა ამ ჩემპიონატებზე.

    „ორივე ღონისძიებაზე ქართველმა სპორტსნემებმა წარმატებით იასპარეზეს. უფროსებში ოქროს მედლები მოპოვეს გოგიტა არქანიამ, დავით ტყებუჩავამ და ჰენრი ვეკუამ. საამაყოა საქართველოს დედაქალაქისთვის, რომ ახალგაზრდებში საუკეთესო იყო თბილისის გუნდი - 9 მედალი, აქედან 3ოქრო. არც გურიის რეგიონალურმა ფედერაციამ დაუდო ტოლი სხვებს და 6 მედალი მოიპოვა დამსახურებულად, აქედან 1 ოქრო. სამეგრელოს რეგიონს 3 მედალი ერგო წილად, აქედან ოქრო მხოლოდ ერთი იყო.

    აღსანიშნავია და ეს უკვე სხვა კატეგორიის გამარჯვებაზეა საუბარი, რომ ჩვენ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე საერთაშორისო, მაღალი კვალიფიკაციის მსაჯების წარდგენა შეგვიძლია. საქართველოს დელეგაციაში 8 მსაჯი, 12 მწვრთნელი, და 70 სპორტსმენი შედიოდა. ხაზგასასმელია თბილისის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი არეშიძეს სწორი დამოკიდებულება ქართული კარატეს მიმართ, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას და გურიის პოლიციის მთავარ სამმართველოს უფროსის, რომელიც საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა წლების განმავლობაში, კობა ცერცვაძის თანაგომა და საბოლოოდ სასურველი შედეგის მიღება ამ მეტად ტიტულოვან ჩემპიონატებზე. მათი მხარდაჭერა არა მარტო ამ კონკრეტულ შეჯიბრზე, არამედ სისტემატიურად გვაქვს და ჩვენც შეძლებისდაგვარად ვამართლებთ ჩვენი მხარდამჭერების იმედებს. ამჯერად, მართლა დიდი საჩუქარი იყო ქართული კარატეს მომავლისთვის, როცა 60 მოზარდი პირველად, ამ მასშტაბის ჩემპიონატზე და სპორტულ ფორუმზე მონაწილეობას. შეიძლება მათგან რომელიმე სპორტსმენი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზეც ვიხილოთ და ამის რეალური იმედები გვაქვს. აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და დარწმუნებით ვთქვა, რომ მათ ნამდვილად ვერ იხილავთ ვერც ნარკომანების სიაში და ვერც ეგრედ წოდებულ ქუჩის ბიჭებთან, მათ აქვთ არჩეული ჯანსაღი ცხოვრების წესი, საქართველოს სახელი დადებითი კუთხით გატანა მსოფლიოში. ეს უბრალო სიტყვები არაა“, - განაცხადა სტამბულიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper