სიურპრიზი N61 ავტობუსის მგზავრებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 21 აპრილი 2017 12:29

დღეს დილით, N61 ავტობუსის მგზავრები უჩვეულო სიურპრიზის მომსწრენი გახდნენ. მათ, მეტროპოლიტენის მგზავრების მსგავსად, საჩუქრად წიგნები და 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევი ბარათი გადაეცათ. აქციაში აქტიურად ჩაერთო თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, რომელმაც ფოტოგრაფ გოგა ჩანადირთან ერთად მგზავრებს საჩუქრები გადასცა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და მისი პოპულარიზაციის აუცილებლობაზე. მთაწმინდის პანთეონში 23 აპრილს ქართველი თანამედროვე მწერლები წიგნებსა და ლიტერატურაზე ისაუბრებენ.
o 16:00 – რატი ამაღლობელი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ 
o 16:30 – გიორგი კეკელიძე აკაკი წერეთლის შესახებ.
o 17:00 – ლევან ბერძენიშვილი მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ 
o 17:30 – დათო ტურაშვილი ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ 
o 18:00 – სანდრო ლორთქიფანიძე ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ 
o 18:30 – ეთერ თათარაიძე ვაჟა-ფშაველას შესახებ
ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით. 
აქციის ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობა „ინტელექტი“ და „არტანუჯი“. ღონისძიების მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის, 23 აპრილს, თავისუფლების მოედნიდან პანთეონის მიმართულებით, 15:30 საათსა და 16:30 საათზე უფასო ავტობუსი იმოძრავებს.

წაკითხულია 136 ჯერ

Related items

  • რომპეტროლის სიურპრიზი მომხმარებელს!

    მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, კომპანია „რომპეტროლ საქართველომ“ გადაწყვიტა დანერგოს ლოიალობის პროგრამა და ა.წ. 1 აგვისტოდან თავის ერთგულ მომხმარებელს შესთავაზებს მის ახალ პროდუქტს - რომპეტროლის ფასდაკლების ბარათს.

    განსაკუთრებული მექანიკის წყალობით, რომპეტროლის ბარათი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მიიღოს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლება საწვავზე და ამასთანავე, ჩაერთოს გათამაშებაში: „ბარათი, რომელიც წაგიყვანს უფრო შორს!“.

    ბარათის მიღება შესაძლებელია 30 ლარის ნებისმიერი საწვავის შეძენისას შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხოლო, გააქტიურებული ბარათის გატარებით ყოველ მომდევნო 30 ლარზე მომხარებელი მიიღებს გათამაშების ბილეთს, რომელიც საშუალებას მისცემს მას გახდეს  ისეთი პრიზების მფლობელი, როგორიცაა ახალი ავტომობილი Mercedes-Benz E-Class, IPnone 7 და უმაღლესი ხარისხის საწვავის ვაუჩერები.

    ბარათის გასააქტიურებლად მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და დატოვოს  რომპეტროლის ავტოგასამართ სადგურზე, სერვის ცენტრში, სათავო ოფისში ან თავად გაააქტიუროს იგი საიტზე card.rompetrol.ge

    მუდმივი მოხმარებისა და გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბარათი დაწინაურდება კლასიკიდან პრემიუმზე, ხოლო პრემიუმიდან - გოლდზე, რის შედეგადაც  მომხმარებელი საწვავზე ბარათის ტიპის შესაბამისად გაზრდილ ფასდაკლებას მიიღებს.

    რომპეტროლის ბარათის  დამატებით კომფორტს მოუტანს რომპეტროლის მომხმარებელს.

    გათამაშებასთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ აქ:

    card.rompetrol.ge
    www.fb.com/rompetrolgeorgialtd

    საკონტაქტო ინფორმაცია:

    ელ.ფოსტა: JLIB_HTML_CLOAKING

    ტელ: (+995 32) 291 07 27 / 291 07 63 / 291 07 78 (მარკეტინგის დეპარტამენტი)

     

  • წიგნი ყველა სოფელს - პროექტის ახალი ეტაპი დაიწყო

    1 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტარტი აიღო საქველმოქმედო პროექტმა „წიგნი ყველა სოფელს".

    პროექტი „წიგნი ყველა სოფელს" მეოთხე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შეუქმნას თანაბარი პირობები  შემოქმედებითი, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. პროექტის ფარგლებში წიგნების შეგროვების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, შეგროვილი წიგნები კი სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა სოფლების სასკოლო და ცენტრალურ ბიბლიოთეკებს.

    პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე კომპანია „ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა  და პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    შეგახსენებთ, რომ „წიგნი ყველა სოფელს" - არასამთავრობო, სახელმწიფო, ბიზნეს სექტორის, საქართველოს საპატრიარქოს ერთიანი ძალისხმევითა და ორგანიზაცია „სტუდენტური ერთიანობის" ინიციატივით  ხორციელდება. 

     სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, „ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  „დავითიანნის" საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, „პალიტრა L"-ის, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით 4 თვის განმავლობაში  მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვდება 10 000-მდე წიგნი. შეგროვილი წიგნები დარიგდება ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა მთიანეთში.

    წიგნების შესაგროვებლად სპეციალური ყუთები განთავსებულია „ვისოლისავტოგასამართსადგურებზესუპერმარკეტების ქსელ „სმარტის", ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის", და "დანქინ დონატსისრესტორნებშიასევეყუთები განთავსებულია შემდეგ ტაძრებშიწმინდა სამებისსაკათედრო ტაძარიქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიდიდუბის ღვთისმშობლისსახელობის ტაძარიგლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარივარკეთილის წმინდაგიორგის სახელობის ტაძარი.

  • საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინური კუთხე და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდი გახსნა

    საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს ჩინური კუთხე და სინოლოგ მარინე ჯიბლაძის ფონდი გაიხსნა. ღონისძიება ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა.

    საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, იმიტომ რომ გაიხსნა ჩინური ლიტერატურის კუთხე. „ვფიქრობ ამ ტიპის კულტურის და ამ მასშტაბის ტრადიციების მქონე ქვეყნის ლიტერატურის კუთხე აუცილებლად უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომელსაც ასევე აქვს სერიოზული პრეტენზია კულტურაზე“, - აღნიშნა კეკელიძემ.

    მისივე თქმით, ამ ღონისძიების საპასუხოდ მიღწეულია შეთანხმება, რომ შესაბამისად ქართული ლიტერატურის კუთხე გაიხსნება პეკინში - ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

    საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  ჩინური კუთხის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ჩინეთის ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ. “დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია ჩინეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობებში, მე ვიმედოვნებ, რომ ჩინური ლიტერატურის კუთხე კიდევ გაფართოვდება. ამ ორ ქვეყანას ხომ უძველესი ენები და კულტურა გააჩნია და მათი შერწყმით დიდი სინათლე წარმოიქმნება”, - მიმართა მან შეკრებილებს.

    მისივე განცხადებით, საქართველო ჩინეთთან შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ „მისი უძველესი ისტორიითა და კულტურით ჩინეთი და საქართველო თანაბარი ქვეყნებია”, - დასძინა ჩინელმა დიპლომატმა.

    საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინეთის, ჩინურ ენის და კულტურის შესახებ დაცული მასალა წარმოდგენილია ქართულ, ჩინურ, ინგლისურ და სხვა ენებზე. ჩინეთის საელჩომ ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად 300-მდე წიგნი გადასცა და სამომავლოდ ჩინური ლიტერატურის კუთხის გაფართოებაც იგეგმება.

    ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ჩინეთის სახალხო რესპუბიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია. თანაორგანიზატორები - თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი, საინფორმაციო სააგენტო „სინომედია” და ჩინური რესტორნების ქსელი „სიანგანი & პიკასო”.

     

  • გაიმართება ირაკლი ბათიაშვილის წიგნის პრეზენტაცია

    17 დეკემბერს, „თბილისი მარიოტში“ (რუსთაველის გამზ. №13) გაიმართება ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის ირაკლი ბათიაშვილის წიგნისა - „მარტინ ჰაიდეგერი: სხვა გზა“. პრეზენტაცია.

    წიგნი ეძღვნება მე-20 საუკუნის უდიდესი გერმანელი მოაზროვნის - მარტინ ჰაიდეგერის - ფილოსოფიის მთელ რიგ საკვანძო თემებს და ამ ფონზე როგორც თავად ავტორის შიგნით აღძრულ ასოციაციათა ნაკადს, ასევე თანამედროვეობის დიდი გამოწვევების ანალიზს. არსებობს კი პერსპექტივა სხვა აზროვნების და სხვა გზის დღევანდელ რეალობაში? აი, ესაა ძირითადი კითხვა ამ წიგნში განვითარებული მსჯელობებისა.

     

  • თეიმურაზ ჭკუასელის წიგნის - „როცა სარკეები აღარ იღიმებიან“ პრეზენტაცია

    თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილისაკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე და  სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარის თეიმურაზ ჭკუასელის ახალი წიგნის - „როცა სარკეები აღარ იღიმებიანპრეზენტაციას დაესწრნენ.
    წიგნირომელშიც თემურ ჭკუასელის შემოქმედების საინტერესო ნიმუშებია თავმოყრილი,ავტორის მეუღლისნანა კობიძის ხსოვნას მიეძღვნა.
    ღონისძიება რომელიც მუსიკალურად ანსამბლმა ქართულმა ხმებ“ გააფორმარუსთაველისსახელობის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა და მას მოწვეულ სტუმრებთან  ერთად,ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დასაზოგადოებისვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური