პარლამენტმა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი მიიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 11:32

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით სამინისტრომ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, შეიმუშავა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 20 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო, - ამის შესახებ  ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 კოდექსის პროექტი სრულიად ახლებურად არეგულირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს. კერძოდ: 

•მოხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების გაზრდა და განხორცილდა მათი რანჟირება მაშტაბებისა და ზემოქმედების ხარისხის მიხედვით. 

•დაინერგა სკრინინგის პროცედურა რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქმიანობის განმახორციელებელს დაზოგოს ფინანსური რესურსი და დრო, იმისათვის, რომ წინასწარ არ მოამზადოს გზშ-ს სრული ანგარიში ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ დაექვემდებაროს გზშ-ს. სკოპინგის პროცედურით კი საქმიანობის განმახორციელებელს მიეცემა შესაძლებლობა დაგეგმოს ბიუჯეტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად და არ გაიღოს ზედმეტი ხარჯები ისეთი კვლევების ჩასატარებლად, რომელიც არ არის აუცილებელი გზშ-ს მოსამზადებლად. 

• გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელმაც ჩაანაცვლა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, გამოეყო მშენებლობის ნებართვას, თუმცა ამავდროეულად საქმიანობის განმახორციელებელს მიენიჭა უფლება პარალელურ რეჟიმში გაიაროს მშენებლობის ნებართვის პროეცედურები. 

• კოდექსს შემოაქვს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სიტემა, იმისათვის, რომ სხვადასხვა სექტორების დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობდეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ასპექტების გათვალისწინებით. 

• კოდექსი ითვალისწინებს, სრულიად ახალი, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შემოღებას რომლის შესაბამისად, საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით უცხო ქვეყნის გარემოზე ზემოქმედების დროს, უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული სახელმწიფოს ჩართულობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 

• სრულიად ახლებური მიდგომები ყალიბდება საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის სწორედ ის, რომ საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილია გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ინფორმირება და საჯარო განხილვის ორგანიზება იქნება არა საქმიანობის განმახორციელებლის, არამედ, სახელმწიფოს, კერძოდ, სამინისტროს ვალდებულება. ამით უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების უფრო ეფექტიანი მონაწილეობა და ამასთან, საქმიანობის განმახორციელებლები გათავისუფლდებიან ამ ტვირთისგან. 

კოდექსი სრულად ჰარმონიზებულია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან, აგრეთვე მაქსიმალურად არის მორგებული ქვეყნის საკანონმდებლო სივრცესა და რეალობას.

წაკითხულია 194 ჯერ

Related items

  • ინტერნეტსივრცეში ონლაინ-რისკებისგან არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით, პარლამენტს სპეციალური კანონპროექტი წარედგინება

    ინტერნეტსივრცეში ონლაინ-რისკებისგან არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით, პარლამენტს სპეციალური კანონპროექტი წარედგინება. 
    ამ მიმართულებით ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ორ კანონში: “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონსა და “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების ინიციატივით გამოდის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული. 

    კანონპროექტის ძირითადი არსია, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მფლობელი ავტორიზებული პირების მიერ არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა და ინტერნეტმომხმარებელთა სათანადო ინფორმირების უზრუნველყოფა ონლაინ საფრთხეებისგან არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მექანიზმების თაობაზე. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს აბონენტი უფასო საცნობარო მომსახურებით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვისთვის საჭირო საშუალებების შესახებ ინფორმაციით. 

    ამასთან, მომზადებული პროქტის მიხედვით, “მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს ემატება მუხლი, რომლის მიხედვით, შესაბამისი პირების მიერ უნდა მოხდეს მშობლების, მეურვეების, პედაგოგებისა და მოზარდების ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ინტერნეტსივრცეში არსებული არასრულწლოვანთათვის ისეთი საფრთხეების თაობაზე, როგორიც არის პორნოგრაფია, “კიბერგრუმინგი“ - ინტერნეტის მეშვეობით ბავშვის ნდობის მოპოვება მისი შემდგომი გამოყენების მიზნით, ბავშვის დაშინება, ინტერნეტით, ყალბი ტრანზაქციები და ბავშვის პირადი ინფორმაციის უცხო პირების მიერ მოპოვება.

    ჯანდაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში ერთობლივად უნდა შეიმუშაონ სახელმძღვანელო (გაიდლაინი) მშობლებისა და პედაგოგებისთვის ინტერნეტსივრცეში არსებული რისკებისა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენისგან დაცვის პრევენციის თაობაზე. 

  • რომან გოცირიძე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებას ითხოვს

    საპარლამენტო ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებას ითხოვს. გოცირიძე რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბებას ითხოვს: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.

    რომან გოცირიძის განცხადებით, რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის განხორციელების გაძლიერება. 

    „პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სამთავრობო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულების სიხშირის ზრდა. რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მისი მიღება კი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

    აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. 

  • პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

    ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე, ქაშუეთის ელკესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება, რომელიც თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებსა და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. 

    “თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის დავით სუბელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კარვის გაშლას გეგმავენ. “მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ იქნება მოკლე პროცესი, აქციები იქნება პერმანენტული. სავარაუდოდ, აქ გვექნება კარავი, შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აქტიური გამოსვლების და სხვა აქტივობების გეგმას დავალაგებთ“, - მიმართა სუბელიანმა შეკრებილებს.

    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება. გარდა ამისა, თბილისში წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა, მანქანები ავლაბრის ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

    შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. 
    აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.

  • ირაკლი კობახიძე მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაცია მიიღო. 

    შეხვედრაზე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP), საკანონმდებლო ღიაობისა და ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიურ სამიტს, რომელსაც მიმდინარე წლის 17-19 ივლისს საქართველო უმასპინძლებს.

    მაროკოს სამეფოს პარლამენტის წევრთა განცხადებით, ღია მმართველობის მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა და ეროვნული სამოქმედო გეგის შემუშავების პროცესში ქართული გამოცდილების გაზიარება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

    ხაზგასმით აღინიშნა მეგობრობის ჯგუფების დაარსებისა და მათი შემდგომი ინტენსიური ურთიერთობის, ასევე გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა.

    მხარეებმა ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს და ყურადღება ხალხთაშორისი დიპლომატიის განვითარებაზე გაამახვილეს.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიის თავისუფლების, ინფორმაციის ღიაობის და სხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი გააცნო.

    ირაკლი კობახიძემ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა, მაროკოს სამეფოს პარლამენტს ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით, მხარდაჭერა გაუწიოს.

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში, საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე იქნება საუბარი. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმათამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. 

    „არის რამდენიმე საკითხი, ანგარიში, სადაც საქართველოზეა საუბარი. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საუბარია როგორც მიღწევებზე, ასევე გამოწვევებზე წევრ ქვეყნებს შორის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიესალმებიან საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას და აღნიშნულია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

    მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტზე იმსჯელებენ საქართველოს საკითხებზე მომხსენებლების, ტიტუს კორლატეანისა და კერსტინ ლუნდგრენის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის საინფორმაციო ანგარიშზეც.

    „საინფორმაციო ანგარიშში მნიშვნელოვანი პოზიტივი არის მოცემული“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

    მისივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მოწვევით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ადამანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავაეკა ბესელიაირინე ფრუიძეზვიად კვაჭანტირაძედიმიტრი ცქიტიშვილინინო გოგუაძედავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იღებენ.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური