შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 აპრილი 2017 11:16

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე და კომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს შეხვდნენ.

დეპუტატებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, საქართველოში მიმდინარე ის რეფორმები გააცნეს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა პარლამენტისა და კომიტეტის მნიშვნელოვანი როლი ამ პროცესში. პარლამენტარებმა გენერალურ მდივანს გააცნეს კომიტეტის პრიორიტეტები, კერძოდ ადამიანის უფლებების ინსტიტუციური გარანტიების გაუმჯობესება, თანასწორობის უფლების უზრუნველყოფა, სოციალური და ეკონომიკური უფლებები.

ტორბიორნ იაგლანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის მონიტორინგის მიმართულებით, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წამყვან როლს მიესალმა. მან ქართულ მხარეს შემდგომი რეფორმირების პროცესში მხარდაჭერა გამოუცხადა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ბოლო წლებში. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ამ მიღწევების კვალდაკვალ საქართველომ დაიმსახურა ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ქვეყნებიდან გადმოვიდეს პოსტ-მონიტორინგის ქვეყანათა ჯგუფში.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის წევრები შეხვდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეკ სავიცკის, ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიუნტერ შირმერს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.

შეხვედრები გაიმართა ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კოტე კორკელიას აქტიური მხარდაჭერითა და ორგანიზებით.
დეპუტატების ვიზიტი სტრასბურგში დღეს დასრულდება.

წაკითხულია 11 ჯერ

Related items

  • გიორგი წერეთელი პოლონეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს შეხვდა

    ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი წერეთელი პოლონეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, მალგოჟატა გოშიევსკას შეხვდა. 

    მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყნის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო აქტივობებზე და შემოდგომაზე გასამართ ადგილობრივ არჩევნებზე.

    „სტუმარი დაინტერესდა, რა ხდება საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძოდ ,იმ საკითხებზე, რაც ეხება საარჩევნო სისტემას, პრეზიდენტის არჩევნებს, ოჯახის განმარტებას კონსტიტუციაში და ა.შ. გავაცანი ჩვენი მოსაზრებები რას ვეთანხმებით და რას არ ვეთანხმებით. ვისაუბრეთ ზოგადად პოლიტიკურ ვითარებაზე, ხელისუფლებასთან ურთიერთობებზე, რა ინიციტივები გვაქვს პარლამენტში, როგორ მიმდინარეობს ახალი პარტიის განვითარება და რა გეგმები გვაქვს ადგილობრივი არჩევნებისთვის“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი წერეთელმა.

    ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი წერეთლის მალგოჟატა გოშიევსკასთან შეხვედრას ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

     

  • „კონსტიტუციის დონეზე დაიწერება ახალი ნორმები, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს დაადგენს"

    „კონსტიტუციის დონეზე დაიწერება ახალი ნორმები, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს დაადგენს. საუბარია კეთილსინდისიერებაზე, პროფესიონალიზმზე და სწორედ კონსტიტუციის დონეზე იქნება გაწერილი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. იქნება გაწერილი ახალი ნორმები, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა შეუცვლელობას. მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი განმტკიცებული იქნება საქართველოს კონსტიტუციის დონეზე. მათ შორის, გვექნება სპეციალური რეგულაცია, რომლის თანახმადაც, სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

  • პარლამენტის თავმჯდომარე მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

    „კონსტიტუციის დონეზე დაიწერება ახალი ნორმები, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს დაადგენს. საუბარია კეთილსინდისიერებაზე, პროფესიონალიზმზე და სწორედ კონსტიტუციის დონეზე იქნება გაწერილი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. იქნება გაწერილი ახალი ნორმები, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა შეუცვლელობას. მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი განმტკიცებული იქნება საქართველოს კონსტიტუციის დონეზე. მათ შორის, გვექნება სპეციალური რეგულაცია, რომლის თანახმადაც, სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

    ღონისძიებას, რომელიც მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე განხილვას დაეთმო, მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში სასამართლოს თავში განხორციელებულ სიახლეებზე და ცვლილებებზე ისაუბრა.

    „ჩემთვის დიდი პატივია ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. მოხარული ვართ, რომ საქართველო მასპინძლობს ამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან მაღლი რანგის მოსამართლეების მონაწილეობით. ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლეების ინტერაქცია, აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოებს შორის იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი სასამართლო სისტემები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ გამოსვლის დასაწყისში. პარლამენტის ტავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს ხედვები გააცნო და იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა.

    „2012 წლიდან საქართველოს პარლამენტმა დაიწყო მთელი რიგი ზომების მიღება იმისათვის, რომ გაძლიერდეს საქართველოში სასამართლო სისტემა. ამ დროის განმავლობაში, გასული ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში სასამართლო რეფორმის ე. წ. სამი ტალღა განხორციელდა და ამ ყველაფერმა ჩვენს ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის თვისებრივი გაუმჯობესება უზრუნველყო, რითაც საქართველოს პარლამენტი, რა თქმა უნდა, უნდა ამაყობდეს და ჩვენ გვაქვს ამის ყოველგვარი უფლება.

    სასამართლოს სისტემის ბოლო ტალღა გასული წლის ბოლოს, უკვე ახალი მოწვევის პარლამენტის ფარგლებში, განხორციელდა და ამ რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტი იყო ის, რომ სასამართლო სისტემაში შემოღებული იქნა საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი. ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რაც იძლეოდა თვითნებობის, მანიპულირების საშუალებას. ეს წესი დღეს არის დამკვიდრებული, ჩვენი კანონმდებლობით შემოღებულია საქმეების ელექტრონული განაწილების წესი, რაც გამორიცხავს მანიპულაციას და თვითნებობას სასამართლო სისტემაში.

    მოგახსენებთ, რომ პარლამენტი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თავისი მაქსიმალური წვლილი შეიტანოს საქართველოში სასამართლო ხელისუფლების გაძლიერებაში და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებაში.

    ამასვე ემსახურება საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა წამოიწყო მიმდინარე წლის იანვარში. შეიქმნა სპეციალური სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იმისათვის, რომ ფუნდამენტურად გადაისინჯოს ქვეყნის ძირითადი კანონი. ეს რეფორმა ეხება კონსტიტუციის ყველა თავს, ყველა იმ რეგულაციას, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციაში“, - განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ.

    ირაკლი კობახიძემ კონფერენციის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ის ფუნდამენტალური ცვლილებები, რომლებიც სასამართლო სისტემის გაძლიერებას, მისი დამოუკიდებლობის განმტკიცებას და მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების წესს შეეხებოდა.

    ჩვენ გვახსოვს როგორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული საქართველოში, გასული წლების განმავლობაში. მაგალითად, 2004 წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, სწორედ ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის საბაბით და საფუძვლით, მოხდა თითქმის მთელი სასამართლო კორპუსის ჩანაცვლება. იმისათვის, რომ მომავალში აღარ განხორციელდეს ასეთი ტიპის ცვლილებები, იმისათვის, რომ არ მოხდეს ხელყოფა სასამართლოს და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის რეგულაციების დამატება საქართველოს კონსტიტუციაში და სწორედ ეს არის უზრუნველყოფილი საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში.

    ასევე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები დამატებით, რომლებიც მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესებას ეხება. მაგალითად, კონსტიტუციის დონეზე დადგინდება ძალიან მაღალი კვორუმი, კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილებათა მიღების წესი მოსამართლეთა გამწესებისთვის. გაიწერება კონსტიტუციაში, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გადაწყვეტილებებს მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების თაობაზე მიიღებს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი პროცედურების განხორციელებისას ობიექტური კრიტერიუმების დაცვას. ასევე, გაიწერება ახალი ნორმები, რომლებითაც მკაფიოდ დადგინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა. დღევანდელი რეგულაციებით არ არის მკაფიოდ განსაზღვრული იუსტიციის საბჭოს წევრთა რაოდენობა, ასევე არ არის მკაფიოდ დარეგულირებული ის, თუ რომელი სუბიექტები რა რაოდენობით წევრებს წარადგენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და საქართველოს კონსტიტუციაში აქაც მკაფიო რეგულაციები ჩაიდება. იქნება სპეციალური ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს იუსტიციის უმარლესი საბჭოს ანგარიშვალდებულებას მომსამართლეთა კონფერენციის წინაშე. ეს არის მნიშვნელოვანი დამატება. ასევე, ცვლილებები ეხება უზენაესი სასამართლოს ფორმირების წესს. პირველ რიგში განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა და მინიმალური რაოდენობა იქნება 28 წევრი. დღეს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია 13 წევრი და ჩვენ ვიცით ის, თუ რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი უზენაესი სასამრთლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობისათვის ის, რომ გაიწერის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა და ეს იქნება 28 წევრი. გარდა ამისა, გაძლიერდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების პროცესში. დღევანდელი რეგულაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად და ვენეციის კომისიის 2010 წლის რეკომენდაციის თანახმად, ეს უფლებამოსილება გადავა საქართველოს პრეზიდენტიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარდგინებით აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები სწორედ საქართველოს პარლამენტის მიერ, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს სასამართლო სისტემას, გააძლიერებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და გააძლიერებს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რომლებიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოს კანონმდებლობაში სასამართლოს გასაძლიერებლად. ეს არის ის ძირითადი ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება უახლოეს მომავალში კონსტიტუციის დონეზე იმისათვის, რომ ჩვენ ვუზრუნველყოთ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცება. საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ძალიან ღრმა პატივისცემა მართლმსაჯულების სისტემის წინაშე, სასამართლსო ხელისუფლების წინაშე, მისი ხელმძღვანელობის წინაშე. დამოუკიდებელ სასამართლოს აქვს, ბუნებრივია გადამწყვეტი მნიშვნელობა კონსტიტუციური სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცებისათვის და სასამართლოს ეფექტიანობის ხარისხის შემდგომი ამაღლებისათვის. ამისათვის, საქართველოს პარლამენტი გააკეთებს ყველაფერს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო სისტემაში განხორციელებული ცვლილებები ჟურნალისტებთანაც შეაფასა და კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში გაკეთებულ ახალ ჩანაწერებზე კომენტარი გააკეთა.

     

  • პარლამენტი დღეს ოპოზიციის ინიციტივებზე იმსჯელებს

     

    სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის და ეკონომიკური დანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქციების შემცირების მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში.კანონპროექტის ავტორი ევროპული საქართველოა. დოკუმენტი რამდენიმე მიმართულებით მოიცავს ცვლილებებს, მათ შორის ეკონომიკურ დანაშაულთა მნიშვნელოვან ნაწილზე უქმდება წინასწარი პატიმრობა, ასევე სასჯელის ზომად არ იქნება გამოყენებული პატიმრობა, თუ ეკონომიკური დანაშაული პირის მიერ პირველად არის ჩადენილი.დღესვე კანონმდებლები ნაციონალური მოძრაობის განიხილავენ საკანონმდებლო ინიციატივასაც განიხილავენ, რომელიც  საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხება.დოკუმენტი ბიზნეს წახალისებას და ცალკეული ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ისახავს მიზნად.

     

  • ირაკლი კობახიძემ ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის რედაქცია გააცნო

    კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, აქედან გამომდინარე, მისი გაცნობის ინტერესი ძალიან დიდია. დღეს შეგვიძლია ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. 

    საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელიც 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას მოიცავს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი და მასზე მუშაობის პროცესი უშუალოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გააცნო.

    ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოთხი თვის მუშაობის შედეგად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებმა კონსტიტუციური კანონის პროექტი მოამზადეს, რომლის მიხედვითაც, რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით, ქვეყნის ძირითად კანონში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდება.

    პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას. ერთი ამოცანა იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, რადგან დღეს ეს შესაბამისობა უზრუნველყოფილი არ არის. კონსტიტუციაში გვაქვს მთელი რიგი ნორმები და რეგულაციები, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის, განსაკუთრებით ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. ეს დასკვნა ხაზგასმით არის გამოკვეთილი ვენეციის კომისიის მოხსენებაში, რომელიც 2010 წელს, კონსტიტუციის ბოლო გადასინჯვის დროს დადო. მეორე ამოცანა გახლდათ ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. ვფიქრობ, რომ ეს ორი ამოცანა შესრულებულია იმ დოკუმენტით, რომელიც მომზადებულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

    პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისთვის დასახულ ამოცანებს შორის, კიდევ ერთ გამოწვევაზე ისაუბრა და ყურადღება კონსტიტუციის ტექნიკურ დახვეწაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ქვეყნის ძირითადი კანონი გარდა შინაარსობრივი ცვლილებებისა, გრამატიკულ შესწორებებს და მუხლების დასათაურების ცვლილებებსაც საჭიროებდა, რადგან რიგი კონსტიტუციური თავების სტრუქტურა სრულყოფილად დალაგებული არ იყო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტით კი, პრობლემა გასწორდა და ყველა დასახული ამოცანა შესრულებულ იქნა.

    სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ შეხვედრაზე შეკრებილ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მუხლების მიხედვით დეტალურად გააცნო ყველა ის ცვლილება, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე შემუშავდა და კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტში აისახა.

    პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონსტიტუციის დოკუმენტის პროექტის მიმართ საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper