პარიზში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 აპრილი 2017 11:07

პარიზში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით არსებული ვითარების გათვალისწინებით საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +33 7 83 31 86 89.

წაკითხულია 19 ჯერ

Related items

  • სროლა პარიზში, შანზ-ელიზეზე

    სროლა იყო წუხელ პარიზში,  შანზ-ელიზეზე. არსებული  ინფორმაციით, მოკლულია პოლიციის ერთი თანამშრომელი,ერთი დაჭრილი, ერთი თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია, ერთს კი ეძებენ.

    პარიზის პრეფექტურა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ინციდენტის ადგილთან მიმოსვლისგან.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, 2017 წლის 18-19 აპრილს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს „ვიზიტით“ ეწვევა მინისტრი სერგეი ლავროვი. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად, იგი მონაწილეობას მიიღებს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში, - ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და იქ რუსეთის ფედერაციის უკანონო დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალი შენობის გახსნა უხეშად არღვევს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპს და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტურ ნორმებს.

    აღნიშნული წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას. მსგავსი უკანონო ქმედებებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას. 

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება,"- აღნიშნული სამინისტროს განცხადებაში.

  • მიხეილ ჯანელიძემ ბელგიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს უმასპინძლა

    საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო ბელგიის სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტი ზიგფრიდ ბრაკე, რომელიც 2017 წლის 12-13 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

    მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის დინამიკაზე, განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისმნიშვნელობას, ამ მხრივ დადებითად შფასდა ზიგფრიდ ბრაკეს განხორციელებული ვიზიტი საქართველოში. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ბელგიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს და ორივე მხარის მზაობას განავითარონ შემდგომი ურთიერთობები.  

    ბელგიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ მიხეილ ჯანელიძეს მიულოცა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმისამოქმედება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელგიელ სტუმარს გააცნო საქართველოს ხელისუფლების მიერ, მათ შორის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები და ევროკავშირთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები. მიხეილ ჯანელიძემ ბელგიის  პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოსოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე და  მადლობა გადაუხადა ბელგიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

  • საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ოკუპირებულ ცხინვალის ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს

    საერთაშორისო თანამეგობრობა ერთმნიშვნელოვნად გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს, - ამის სესახებ საქართველოს საგაეო საქმეტა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული:

    "უპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს საერთაშორისო თანამეგობრობა ეხმაურება. გაკეთდა განცხადებები როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და ოფიციალური პირების მიერ.

    აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებაში გმობს არალეგიტიმურ არჩევნებს და რეფერენდუმს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „ეს არალეგიტიმური არჩევნები და რეფერენდუმი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ტარდება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ნათელი და თანმიმდევრულია. ეს რეგიონები წარმოადგენენ საქართველოს განუყოფელ ნაწილებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

    საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრეს-სპიკერის მაია კოცინიანჩიჩის მიერ გავრცელებული ევროკავშირის ოფიციალური განცხადებით, ევროკავშირი არ ცნობს საქართველოს ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით 9 აპრილს ე. წ. რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. განცხადებაში ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მეშვეობით.

    „ნატო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებსა და რეფერენდუმს. რეგიონისთვის სახელის ან სტატუსის შეცვლის ცალმხრივი ნაბიჯები, საქართველოში სიტუაციის მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას ძირს უთხრის. ნატოს მოკავშირეები საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ და მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნატოს ოფიციალური განცხადება ალიანსის სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ გაახმოვანა.

    აღნიშნულ ფაქტს ოფიციალურ და Twitter-ის გვერდზე ეხმაურებიან აზერბაიჯანის, უკრაინის, ჩეხეთის, ფინეთის, ლიტვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები," - ნათქვამია განცხადებაში.

  • დროა ოკუპაციის ხაზით გაყოფილ საზოგადოებაში აღდგეს ნდობა, - მიხეილ ჯანელიძე

    "ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არასდროს აღიარებს მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს და ყოველგვარი სამართლებრივი ნორმის დარღვევით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება შესაბამისად იქნება შეფასებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. დროა ოკუპაციის ხაზით გაყოფილ საზოგადოებაში აღდგეს ნდობა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა, პროვოკაციული ქმედებების ნაცვლად, ხელი შეუწყოს შერიგებისა და დაახლოების პოლიტიკას“, - აღნიშნული განცხადება  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმისა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საუბრისას გააკეთა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper