სროლა პარიზში, შანზ-ელიზეზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 21 აპრილი 2017 10:53

სროლა იყო წუხელ პარიზში,  შანზ-ელიზეზე. არსებული  ინფორმაციით, მოკლულია პოლიციის ერთი თანამშრომელი,ერთი დაჭრილი, ერთი თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია, ერთს კი ეძებენ.

პარიზის პრეფექტურა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ინციდენტის ადგილთან მიმოსვლისგან.

წაკითხულია 19 ჯერ

Related items

  • პარიზში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

    პარიზში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით არსებული ვითარების გათვალისწინებით საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე +33 7 83 31 86 89.

  • სროლა თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან - აშშ მოქალაქეებს აფრთხილებს

    თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩზე თავდასხმის შემდეგ სროლის ხმა ისმოდა ანკარაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთანაც, რის გამო, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ,,ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს. ამასთა, აშშ თურქეთში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს.

    „მივიღეთ ინფორმაცია, რომ ანკარაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო. ამერიკის მოქალაქეებს ვურჩევთ, მოერიდონ საელჩოს ტერიტორიას“,- ნათქვამია აშშ-ს დეპარტამენტის „ტვიტერის“ გვერდზე.

    რუსეთის ფედერაციის ელჩი თურქეთში, რომელზე თავდასხმაც ანკარაში ერთ-ერთ გალერეაში განხორციელდა გარდაიცვალა. მისი მისამართით თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა რამდენიმეჯერ განახორციელა.

     

    ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელმა გასროლის შემდეგ წარმოტქვა სიტყვები: „ჩვენ დავიხოცეთ ალეპოში, თქვენ დაიხოცეთ აქ“. ამასთანავე ვრცელდება ფოტო, სადაც მკვლელი არის ასახული, რომელსაც შავი პიჯაკი აცვია და ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს.

  • აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარ სროლასთან თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

    საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ორმხრივი სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს  აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან კავშირი არ აქვს.  ორმა კერძო პირმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა,  ორივე მათგანი დაჭრილია, დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

     

  • აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან 2 პირი დაჭრეს

    რამდენიმე წუთის წინ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ორმხრივი სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს  აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან კავშირი არ აქვს.  ორმა კერძო პირმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა,  ორივე მათგანი დაჭრილია, დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

     

  • სროლა თბილისში

    სროლა თბილისში-სასტუმრო ახალი სასტუმროს თანამშრომელი ქალბატონი სავარაუდოდ, მისმა მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ინციდენტს წინ კამათი და ჩხუბი არ ახლდა, მამაკაცი სასტუმროში მივიდა, ქალბატონი შენობის გარეთ გაიყვანა და რამდენჯერმე ესროლა.დაშავებული სასწრაფო დახმარებამ უკვე გადაიყვანა საავადმყოფოში .შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper