ნინო დარასელის პირველი კომენტარი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 31 მარტი 2017 12:02

სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პირველკი კომენტარი დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა რუსუდან კერვალიშვილის შვილმა.:"არა მგონია, რომ ოჯახზე მეტი ინტერესი ჰქონდეს ვინმეს დაზარალებულებით დაინტერესების იმიტომ, რომ როდესაც დასრულდებოდა დაზარალებულების საქმე, დასრულდებობდა ჩვენიც." განაცხადა ნინო დარასელმა.თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით რუსუდან კერვალიშვილს და მაია რჩეულიშვილს "ცენტრ პოინტის" საქმის ეპიზოდზე 4-4 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. კერვალიშვილი სასმართლო დარბაზიდანვე აიყვანეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

წაკითხულია 569 ჯერ

Related items

  • "50 წუთი ვცდილობდით გადარჩენას" - ნინო დარასელი თვითმფრინავზე მეხის დაცემის ამბავს აღწერს

    სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა. როგორც ქართველი მგზავრები ჰყვებიან, თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში კვლავ სტამბოლში დაეშვა, რისი მიზეზიც გახდა მეხის დაცემა. მართვის პრობლემების გამო პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავი დაესვა ათათურქის აეროპორტში.
    თვითმფრინავში ამ დროს რამდენიმე ცნობილი სახე იმყოფებოდა, მათ შორის, გადაცემა "ექიმების" წამყვანები, ასევე, ჟურნალისტი ნინო დარასელი შვილთან ერთად. ინციდენტის შესახებ დარასელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და აეროპორტში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: "რა დროს მეფე იყო რა, ჩამიშალა ჩემი მეორედ მოსვლაზე აჟიოტაჟის ისტორია. ჰოდა რას ვამბობდი და.... არც მეტი არც ნაკლები მეხი დამეცა. გუშინ სტამბულიდან აფრენილი თვითმფრინავის უმწეო მგზავრები და ეკიპაჟი, 50 წუთის განმავლობაში ვცდილობდით გადარჩენას. აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავმა საშინელი რყევა დაიწყო, განათდა და რომ არა ატლასგლობალის საოცარი პილოტი და ეკიპაჟი დადებდით ახლა ალბათ ბევრი ჩემი და Jay Gatsby-ს (გულისხმობს თავის ვაჟს ზაზუკა ბერაძეს) მოსაგონარს. თვითმფრინავი ავარიულად სტამბულში დაჯდა. ერთმა მგზავრმა მითხრა კიდეც, შენ რა გენაღვლება გაგიხსენებდნენ მაინც, მე ვკვდებოდი უსახელოდო. დიდი შეღავათი იყო ჩემთვის. ერთადერთი რასაც მეც და ზაზუკაც ვფიქრობდით ეხლა
    მაინც ხო გამოუშვებენ ჩემი ოჯახის წევრებსთქო.
    მოკლედ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაც გადაგვხდა ვამბობდი ამაზე უარესი რაღა დაგვემართებათქო. აგრესიაზე აცრილს და ემოციებისგან დაცლილს მეხამრიდის დაყენება დამავიწყდა. ახლა უკვე ესეც მაქვს და აწი ნამდვილად ვეღარაფერი მომერევა.
    მფრინავმა 10 დან 9 ქულა ვარდებოდითო. რას ვიფიქრებდი ქულებით თუ დავითვლიდი გადარჩენას. ასე გავხდი სტატისტიკის ნაწილი და ეხლა შემიძლია ისტორიისაც გავხდე. მეფე არჩევითი თუა დავაყენებდი კანდიდატურას. დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე და ნინო მეხამრიდი", - წერს დარასელი.
    ავიაკომპანიის ინფორმაციით, რეისი თბილისის მიმართულებით მოგვიანებით შესრულდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური