შეხვედრა MEDEF International-ის დელეგაციასთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 27 მარტი 2017 17:03

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დღეს MEDEF International-ის დელეგაციას შეხვდა.  შეხვედრაზე თბილისის მერიის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

28 კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან 22 სხვადასხვა კომპანიის, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან, მათ შორის საბანკო საქმიანობა, მშენებლობა და ინფრასტრუქტურა, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, ურბანული სფერო, თავდაცვა, ენერგია, კონსალტინგი, სოფლის მეურნეობა.

„ჩვენ მივიღეთ საფრანგეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლთა საკმაოდ სოლიდური დელეგაცია.  მათ წარვუდგინეთ თბილისის საინვესტიციო პროფილის პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა თბილისში დაგეგმილ ყველა პროექტს. გავაცანით ის პოტენციალი, რაც გააჩნია თბილისს საინვესტიციო მიმართულებით. კომპანიების ინტერესი არის ძალიან მაღალი და იმედი მაქვს, ამ შეხვედრას მოყვება კონკრეტული შედეგი საინვესტიციო აქტივობის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დელეგაციას კომპანია Oberthur Technologies-ს Identité-ს განყოფილების  გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, MEDEF International-ის კომპანიათა ხელმძღვანელების საბჭოს თავმჯდომარე კრისტოფ ფონტენი ხელმძღვანელობს.

MEDEF International-ის დელეგაცია საქართველოში ბოლოს 2015 წლის მაისში იმყოფებოდა. MEDEF International-ის დელეგაციის ვიზიტი რიგით მეხუთეა საქართველოში განხორციელებულ მისიებს შორის. ვიზიტის პროგრამა საფრანგეთში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი უშუალო მხარდაჭერით შემუშავდა. პროგრამა საშუალებას აძლევს ფრანგულ კომპანიებს პირადად შეხვდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს და ადგილობრივ კომპანიებს, ისევე როგორც ქვეყანაში აქტიურ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს.

MEDEF International 1989 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმოადგენს MEDEF-ს მთელს მსოფლიოში, ორმხრივი ურთიერთობების დონეზე. MEDEF International ხელს უწყობს ფრანგული კომპანიების გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას, სავაჭრო გაცვლას, ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, ხანგრძლივ პარტნიორობასა და ინვესტიციებს.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, კახა გვანცელაძე, ,,თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი, ლევან ჯღარკავა, ასევე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები.

წაკითხულია 572 ჯერ

Related items

  • "თითოეული მოქალაქე გრძნობს,როგორ ვითარდება თბილისი ევროპულ ქალაქად"

    დღევანდელი ღონისძიება არის იმის დამადასტურებელი, რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს მერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
      
    მთავრობის მეთაურის თქმით, კახი კალაძემ კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან. პრემიერის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ თბილისის მერი სრულად შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია ქალაქის წინაშე.

    "მთავარია, რომ თბილისში თითოეული მოქალაქე გრძნობს და აქვს შეხება იმასთან, როგორ ვითარდება და როგორი მეტად ევროპული ხდება ეს ქალაქი. მე დარწმუნებული ვარ, კახი კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ის სრულად შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია ქალაქის წინაშე. ვუსურვებ მას წარმატებებს და ვთვლი, რომ ის, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ამ წარმატების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა დამადასტურებელი ფაქტი იყო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • თბილისში ფესტივალი Arbor Day 2019 გაიმართა

    10 ივნისს, თბილისში ჩინური სახალხო დღესასწაული, ნერგების ფესტივალი გაიმართა. გამწვანების აქცია 10:00 საათზე, გლდანში (გლდანის პატარა ტბა) დაიწყო .ფესტივალი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, ჩინეთის სავაჭრო პალატისა და 4U მულტიმედია ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ თბილისის მერია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

    გამწვანების აქციის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობა, მათ შორის, ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლების კონცერტი.

    ხეების დარგვის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თავისუფალმა სკოლის მოსწავლეებმა და კონფუცის კლასის ჩინური ენის მოხალისე მასწავლებლებმა.

    გამწვანების აქციაში ჩართულმა ყველა მოხალისემ, წამახალისებელი სერთიფიკატები მიიღეს.

    „მოხარული ვარ, რომ ყველასთან ერთად ვმონაწილეობ ნერგების ფესტივალში. ჩინეთის საელჩო ზედიზედ მესამედ ატარებს ყოველწლიურ ნერგების დარგვის ღონისძიებას. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის მერიას მხარდაჭერისათვის, მადლობას ვუხდი ჩინეთის სავაჭრო პალატასა და 4U მულტიმედია ჯგუფს სრულყოფილად მომზადებისა და ორგანიზებისათვის, მადლობას ვუხდი საქართველოში არსებულ ჩინურ კომპანიებს აქტიური მონაწილეობისათვის.

    წელს 70 წელი სრულდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან. 70 წლის განმავლობაში ჩინელმა ხალხმა საკუთარი შრომისმოყვარეობისა და მონდომების წყალობით მიაღწია რთულად მოსაპოვებელ აღმშენებლობის წარმატებას, საკუთარი თავისათვის შექმნა მწვანე, ულამაზესი, ბედნიერი მხარე.წელს ასევე სრულდება 40 წელის მას შემდეგ, რაც ჩინეთმა სამართლებრივად დააწესა ნერგების დარგვის დღე. 40 წლის განმავლობაში, ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერისა და ჩინელი ხალხის მონდომების წყალობით, ჩინეთის ტყით დაფარული ტერიტორია გაორმაგდა, მსოფლიო მცენარეული საფარის გაზრდის მხრივ, ჩინეთი გაღებული წვლილის მიხედვით პირველ ადგილზე დგას. ხელოვნურად შექმნილი ტყის ფართობით ჩინეთი მსოფლიოში პირველია, რითაც მუდმივად ხორცს ასხამს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგის მიერ წამოყენებულ თეორიას იმის შესახებ, რომ „კამკამა წყლები და მწვანე მთები არის ოქროსა და ვერცხლის მთები“- განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ.

    „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიესალმება ჩინურ ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის გამწვანებას, გარემოს გაუმჯობესებას. ყოველწლიური ფესტივალი უკვე მესამედ აღინიშნება საქრთველოში, რაც მისასლმებელია. გარდა ხეების დარგვისა ჩატარდა კონცერტი, რომელმაც უფრო მეტად გაახალისა დღევანდელი დღე“- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ.

     

  • თბილისსა და ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    თბილისსა   და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და ქალაქ გუანჯოუს დელეგაციის ხელმძღვანელმა ფან ძიენგუომ.

    მემორანდუმი ხუთწლიანია და ემყარება 2014 წლის 13 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს და 2014 წლის 29 ნოემბერს გაფორმებულ თანამშრომლობის შეთანხმებას.

    მემორანდუმის მიზანია ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება და საერთო ინტერესის მქონე სფეროებში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერება.

    ჩინურმა მხარემ თბილისის მერი გუანჯოუში, დაძმობილებულ ქალაქების მეგობრობისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიიწვია.

    შეხვედრას ვიცე-მერთან ერთად, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილიაია და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი დაესწრნენ.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, ღამის 00:00 საათიდან თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ჭავჭავაძის გამზირზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება, კერძოდ ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის გამზირის და ატენის ქუჩის კვეთამდე.

     რეაბილიტაციის მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის არსებული სქემა და გარკვეულ ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება, კერძოდ:
     
    ვარაზისხევიდან ამომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ კორნელი კეკელიძის ქუჩაზე ნინო ჟვანიას ქუჩის მიმართულებით ან ფალიაშვილის ქუჩის გავლით მირცხულავას ქუჩის კვეთამდე, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ ილია ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკის მიმართულებით;
     
    ვაკის-პარკიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტომანქანები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:
     
    ჭავჭავაძის გამზირიდან ავტომანქანები ავლენ არაყიშვილის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ აბაშიძის ქუჩაზე მრგვალი ბაღის ან ვაკის პარკის მიმართულებით.
     
    მრგვალი ბაღიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები,პეტრიაშვილის ქუჩით ჩავლენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე.
  • თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

    კომპანია "თელასის" ცნობით, დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

    ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ შემდეგ ლოკაციებს:

    გლდანის რაიონი
    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ბარალეთის და ფოცხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი
    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, თაყაიშვილის, გახოკიძის და კუპრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი
    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წავკისის, ამაღლების, ავთანდილის და ბოლო აღმართის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის, ტაბახმელას (ნაწილობრივ) და შინდისის მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი
    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, რომის, სუნდუკიანის და მაზნიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი
    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:40 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი
    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ბახტრიონის, ცინცაძის, კოსტავას, მიცკევიჩის და ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა ნუცუბიძის, გურიელის, დელისის და გაზაფხულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური