სპორტის მასწავლებლების საპილოტე პროგრამა დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 24 მარტი 2017 13:10

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად, უპრეცედენტო საპილოტე პროექტი აქტიური სპორტი ყველა სკოლას" დაიწყო.პროექტის ფარგლებში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში, თბილისისა და რეგიონების 20 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი, 2 ფსიქოლოგი და სპეც. მასწავლებელი გადამზადდება. სპორტის მასწავლებლებს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა, მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და ქართული სპორტის განვითარებაში მათ უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა.

სამინისტროების მხრიდან განხორციელდება პროცესის/დანერგვის მონიტორინგი და შეფასება, წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მოდული დაინერგება ყველა სკოლაში.პროექტის მიზანია სასკოლო ცხოვრებაში ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დანერგვა, მომავალ თაობაში სწორი ფიზიკური აღზრდის კულტურის ჩამოყალიბება. მასწავლებელთა გადამზადება უზრუნველყოფსსპორტის სწავლების ყველა საფეხურზე თანაბრად აქტიურ მიმდინარეობას, საგაკვეთილო პროცესში ერთნაირ ჩართულობას როგორც  ვაჟების, ასევე გოგონების.მოტივირებული და გადამზადებული მასწავლებლები ხელს შეუწყობენ  -  მოსწავლეთა უმრავლესობა, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები ჩართონ საგაკვეთილო პროცესში და დაეხმარონ მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გამომუშავებას და მათ ფიზიკურ განვითარებას.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:“სპორტი ყველა სოფელში, ყველა რეგიონში, არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ეს პედაგოგები ზუსტად ამ მიმართულებით იმუშავებენ, მომავალ თაობას სპორტის სიყვარულს თავიდანვე ასწავლიან და მათ სწორად განვითარებაზე იზრუნებენ. შესაბამისად, პედაგოგების გადამზადება აუცილებელია, კვალიფიციური მასწავლებლები მეტწილად განსაზღვრავენ ჩვენი სპორტსმენების სამომავლო წარმატებებს, რადგან სწორად ჩაყრილი საფუძველი, თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის მაღალ დონეზე გაზიარება წლების შემდეგ, პროფესიულ სპორტში ძალიან დიდ წარმატებას მოგვიტანს“.

ეკატერინე კალანდაძე(სპორტის მასწავლებელი):“ მინისტრთან შეხვედრა, მისი მოსაზრებების გაზიარება ჩვენთვის დიდი მოტივაციაა. ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენ გვეკისრება და ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ მომავალი წარმატებული სპორტსმენები, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები გავზარდოთ“.

ევგენი ხარშილაძე:“ ქართული სპორტის მუზეუმში მოხვედრის შემდეგ უფრო კარგად გავითავისე თუ რამდენი სახელოვანი სპორტსმენი, გამორჩეული ადამიანი გაუზრდია ჩვენს სამშობლოს. ძალიან ბევრ ყვეყანას შეშურდება ჩვენი წარმატების. ახლა ჩვენი მიზანია, რომ იმ დიდი გამარჯვებების ნაკვალევზე კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მეტი შემართებით ვიაროთ და საქართველოს ბევრი ჩემპიონი, ტიტულოვანი სპორტსმენი გავუზარდოთ“.

წაკითხულია 373 ჯერ

Related items

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო

    2019 წლის 29 იანვარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამამ რეაკრედიტაცია 7 წლის ვადით მიიღო.

    ექსპერტთა დასკვნის თანახმად, პროგრამა საგანამანათლებლო სტანდარტის ხუთივე მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს. დასკვნის დოკუმენტში საუკეთესო პრაქტიკიცაა აღნიშნული. 

    ჟურნალისტიკის პროგრამა “პრაქტიკოსი ჟურნალისტის მომზადებაზეა ორიენტირებული. საუკეთესო პრაქტიკად მიგვაჩნია, რომ საწარმოო პრაქტიკა ხორციელდება სხვადასხვა მედიასაშუალებებში... რაც ხელს უწყობს სტუდენტებში პრაქტიკული უნარების განვითარებას და პროფესიულ ზრდას რეალურ ჟურნალისტურ გარემოში პროფესიონალი ჟურნალისტების სამუშაო პროცესზე დაკვირვებით”, ვკითხულობთ დასკვნაში. 

    პროგრამა სექტემბრიდან სტუდენტთა ახალ ნაკადს ელოდება. კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი პროგრამამ 2018 წლის ივნისში გამოუშვა.

  • ლიბერთის პენსიონერებისთვის შემუშავებული მასშტაბური სოციალური პროგრამა რეგიონებშიც გრძელდება
    „ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობით, თბილისის მსგავსად,  ქვემო ქართლის რეგიონში მაცხოვრებელი პენსიის მიმღები პირები სამედიცინო სერვისებით, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით ისარგებლებენ.
    აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, 2018 წლის ბოლომდე  ,,ნიუ ჰოსპიტალსში" თვალის, გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების და სახსრების კვლევების ჩატარებას ფასდაკლებით შეძლებენ.
    დღემდე ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით,  ლიბერთის სოციალური ბარათის 4200-მა მფლობელმა ისარგებლა.
    ლიბერთის 90-მდე ფილიალში, კატარაქტისა და გლაუკომის უფასო სკრინინგის შემდგომ,  დამატებითი უფასო კვლევა 1500 პაციენტს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა. წარმატებით განხორციელდა ოფთალმოლოგიური ოპერაციები და სხვადასხვა კვლევები კარდიოლოგიური, ტრავმატოლოგიური და ინსულტის პრევენციის მიმართულებით.
    „2018 წლის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში აქტიურად ვაგრძელებთ წამოწყებული პროექტების გაუმჯობესებასა და ახალი პროექტების შემუშავებას. ნიუ ჰოსპიტალსთან თანამშრომლობით ჩვენ საშუალება მოგვეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვიზრუნოთ როგორც პენსიონერებზე, ასევე სოციალური ბარათების სხვა მფლობელებზე. ისინი ჩვენგან განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ'' - განაცხადა „ლიბერთი“-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
    როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა განაცხადა, „ნიუ ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელების სკრინინგისა და მკურნალობის პროცესებში. ჰოსპიტალი მზად არის უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს „ლიბერთის“ სოციალურ აქტივობას და კიდევ მრავალ პაციენტს მოემსახუროს აღნიშნული პროექტის ფარგლებში.
  • ლიბერთი აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში მასშტაბური პროექტების განხორციელებას

    დღეიდან ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ისარგებლებენ.

    ,,მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, გვეზრუნა ჩვენს მომხმარებელზე, განსაკუთრებით მათზე ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ჩვენი ყურადღება.  ეს პროექტი ‘ნიკორასთან’ ერთად, ერთი თვის წინ საპილოტე რეჟიმში დავიწყეთ, რასაც მომხმარებლის მხრიდან უაღრესად დადებითი  რეაგირება მოჰყვა. დღეიდან კი "ნიკორა სუპერმარკეტის" ყველა ობიექტზე ლიბერთის სწრაფი გადახდის ტერმინალია განთავსებული და სოციალური ბარათის ნებისმიერი მფლობელი, ბარათით გადახდისას შეძლებს ისარგებლოს სპეციალური ფასებით„ - განაცხადა გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ

    “ნიკორა ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც სოციალურად აქტიური კომპანია, ლიბერთი ბანკთან ერთად საშუალება გვეძლევა ექსკლუზიური შეთავაზება გავუკეთოთ ჩვენი საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალური დახმარებით სარგებლობენ. ჩვენს მიერ შერჩეულია ყველაზე საჭირო და საინტერესო პროდუქტების  ვრცელი ნუსხა, რომლების შეძენაც შესაძლებელი იქნება განსაკუთრებულ დაბალ ფასად, სოციალური ბარათის მომხმარებლებისთვის” - განაცხადა სს „ნიკორა ტრეიდი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ.

  • „უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“ დაიწყო

    თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში  (DIBS) „უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“ დაიწყო. ორთვიანი  კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გახსნა, უსაფრთხოების სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

    კურსს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლები დაესწრებიან, სადაც თავდაცვის უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვასა და ანალიზს შეისწავლიან. პროგრამის ფარგლებში მსმენელები შესაბამის უწყებებს ესტუმრებიან და უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე ტენდენციებს  გაეცნობიან.

    „უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“ 10 სხვადასხვა სასწავლო მოდულისგან შედგება. აღნიშნულ კურსს საჯარო სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები,  მოწვეული ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები წარუძღვებიან.

    პროგრამის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ეფექტიანი საქმიანობისთვის მონაწილეების მომზადებაა. ორთვიანი კურსის დასრულების შემდებ მსმენელებს სერთიფიკატები გადაეცემათ. 

  • საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის სამოქმედო პროგრამა წარადგინა

    თბილისში, დედა ენის ბაღში საქართველოს მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა ქართული მედიისა დასაზოგადოების წინაშე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილის სამოქმედო პროგრამა წარადგინა. პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილმა პირმა, საინიციატივო ჯგუფის წევრმა, პუბლიცისტმა ზაურ ნაჭყებიამ ჟურნალისტებს გააცნო თეიმურაზ შაშიაშვილის წინასაარჩევნო სტრატეგია. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი გახლდათ ისიც, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი პირადად არ ესწრებოდა საინიციატივო ჯგუფის შეკრებას. ზაურ ნაჭყებიამ ისაუბრა წარდგენილი კანდიდატის მოტივაციებზე და სამოქმედო პროგრამის შესახებ, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის გამთლიანებასა და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით, თეიმურაზ შაშიაშვილი არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პრინციპული პიროვნება და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას გააჩნია ყველა ის თვისება, რაც აუცილებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის.
    საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა: პროფესორმა კობა კობალაძემ, ცნობილმა მუსიკოსმა გელა ფარჩუკიძემ, პროფესორმა ნინო ჟვანიამ, ახალგაზრდული გუნდის ლიდერმა კრისტინე ჩაჩხიანმა, ჟურნალისტმა ლელა ებრალიძემ ისაუბრეს კანდიდატის უპირატესობებზე, თეიმურაზ შაშიაშვილის პიროვნებაზე, მის საპრეზიდენტო გეგმებსა და სტრატეგიაზე.
    გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია, დაიმსხვრეს საარჩევნო ტექნოლოგიებად ჩამოყალიბებული მახინჯი პრაქტიკა და მათ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა უნდა იმუშაოს ამომრჩევლის უანგარო მხარდაჭერის მიღებაზე. მათი აზრით, ასეთი ელექტორატის დეფიციტს ქართული საარჩევნო სივრცე არ განიცდის, მთავარია მათთან დროული, სწორი და გულწრფელი კომუნიკაცია.
    პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი უახლოეს დღეებში უკვე თავად წარსდგება საზოგადოების წინაშე და ისაუბრებს ახალი სტანდარტის საარჩევნო სტრატეგიაზე, რომლის განხორციელებასაც თითოეულ მხარდამჭერთან ერთად აპირებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური