მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! - მედიჰოლდინგი „სტარვიზია“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მარტი 2017 15:08
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმდინარეობს სლოგანით - "ჩემი ხმა საზოგადოებაში". მედიჰოლდინგი „სტარვიზია“ მთელი შემოქმედებითი ჯგუფით, უერთდება აღნიშნულ კამპანიას და კიდევ ერთხელ აცხადებს: მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!
წაკითხულია 854 ჯერ

Related items

  • სახალხო დამცველის განცხადება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
    21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირების კამპანიები. სახალხო დამცველი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "წლევანდელი საინფორმაციო კამპანია, რომლის თემაა – „ჩემი ხმა საზოგადოებაში“, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს საშუალებას აძლევს მოსმენილ იქნას მათი ხმა, გავლენა იქონიონ სახელმწიფოს პოლიტიკასა და ქმედებებზე, სრულად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ადრეული ასაკიდან იზრუნოს ამ პირთა უფლებების რეალიზებისთვის, მათთვის საჭირო მომსახურების შექმნასა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაზე, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების, ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მისაწვდომობაზე. საქართველოში დღის წესრიგში დგას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახების გაძლიერების აუცილებლობა, რადგან ისინი ხშირად მიტოვების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამასთან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებსა თუ სხვა სერვისში მყოფი პირები ჯერ კიდევ ვერ იღებენ სათანადო მხარდაჭერას. საზოგადოებაში არსებული სტიგმა და მცდარი შეხედულებები ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობების გამოყენებას და მათ ეფექტურ მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირთა ხმა თანდათან უფრო ძლიერად ისმის, ნაკლებია სახელმწიფოს შემხვედრი ძალისხმევა მათი საჭიროებების და ინტერესების დასაკმაყოფილებლად. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს სახელმწიფოს ამ დღესთან დაკავშირებით მისი როლისა და ფუნქციის მნიშვნელობას და მოუწოდებს, უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა. სათანადო ღონისძიებების განხორციელებით, სხვების თანასწორად უზრუნველყოს მათი ჩართვა სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში,"- ნათქვამია განცხადებაში.
  • ხმამაღლა ვიტყვი, რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! - ირაკლი კობახიძე
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: "დღეს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების თანასწორი, სრულფასოვანი და ღირსეული წევრები არიან. მათ აქვთ პოტენციალი და შეუძლიათ საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. ჩვენ, ყველას ერთად - როგორც ამ საზოგადოების წევრებს, გვაქვს საპატიო მისია ხელი შევუწყოთ ერთმანეთს და უზრუნველვყოთ დაუნის სინდრომით მცხოვრები პირების თანასწორი ჩართულობა და მონაწილეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები და განსაკუთრებით, პოლიტიკოსები, გარანტია უნდა ვიყოთ იმისა, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შევუქმნათ თანაბარი შესაძლებლობები, რათა მათ შეძლონ ისარგებლონ ყველა იმ საზოგადოებრივი სიკეთით, რასაც სახელმწიფო ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ ოჯახებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - უნდა უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და არ უნდა დავუშვათ, არც ერთი სახით, სტერეოტიპული მიდგომა და დისკრიმინაცია ნებისმიერ დონეზე. ჩვენ თანასწორნი ვართ! ჩვენ, პოლიტიკოსები, თქვენი მეგობრები ვართ. ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით, კიდევ ერთხელ, ხმამაღლა ვიტყვი, რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!" - აღნიშნულია პარლამენრტის თავმჯდომარის განცხადებაში.
  • რუსულენოვანი პროექტები სტარვიზიაზე
    მედიაჯგუფი სტარვიზია/ Starvision/ განცხადებას ავრცელებს არხზე რუსულენოვანი საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამების მაუწყებლობის გაფართოვებასთან დაკავშიებით. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩვენს ეთერში გამოჩნედება ახალი გადაცემები რუსულ ენაზე, რომლებშიც საუბარი იქნება, როგორც ქვეყნის შიდაპოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე, ასევე საქართველო-ევროკავშირისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. ასევე, ერთ-ერთ უმსხვილეს გერმანულ მედიაკომპანია Deutsche Welle -თან თანამშრომლობის ფარგლებში, სტარვიზიის ეთერში რამდენიმე რუსულენოვანი პროექტი. გადაცემებში საუბარი იქნება პოლიტიკურ, ეკონომიკურ ვითარებაზე ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე ევროკავშირის ქვეყნების კულტურასა და ხალხის ყოფის შესახებ. სტარვიზიის რუსულენოვანი პროექტები, ასევე, კვლავაც გააშუქებს საქართველო-რუსეთის ურთოერთობებს, ოკუპაციის პრობლემებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში იგეგმება რუსულენოვანი საინფორმაციო გამშვებების ჩაშვება ყოველდღიურ რეჟიმში. 2016 წლის ნოემბრიდან, ყოველ ორშაბათს ეთერში გადის საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა სასაზღვრო ზონა / «Пограничная ZONA»/, რომელშიც უკვე მონაწილეობდნენ ავტორიტეტული ექსპერტები, დიპლომატები, პოლიტიკოსები. გადაცემის მთავარი თემაა: ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩებმა საქართველოში, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ნინო ბურჯანაძემ, ზურაბ აბაშიძემ და სხვა მაღალი რანგის სტუმრებმა უკვე მიიღეს მოანწილეობა პროექტში, რომელსაც სტარვიზიის ეთერსა და სოციალურ ქსელში ათასობით ადამინი უყურებს. სტარვიზიის გენერალური პრიდიუსერის, ეგორ კუროპტევის განცხადებით, მაუწყებლობის გაფართოების მიზეზი გახდა საქართველოში გაძლიერებული რუსული პროპაგანდა. „სტარვიზიის რუსულენოვანი სპეცპროექტი, „სასაზღვრო ზონა“/ «Пограничная ZONA/ დაიწყო რუსულენოვან კონტენტზე მოთხოვნის გათვალისწინებით, მათ შორის ოკუპრებულ ტეროტიროებზე. ამ დრომდე, საქართველოს რუსულენოვან მოსახლეობას, რუსულად ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდა მხოლოდ რუსეთის სახლემწიფო არხებიდან. ჩვენი პროექტი მათთვის ინფორმაციის ალტერნატიული წყაროა, რომელიც აუდოტორიას ყველა მხარის პოზიციას და დასკვნის თავად გაკეთების საშუალებას აძლევს. ამ 4 თვის განმავლობაში პროექტი ნახა საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობამ, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა. რუსულენოვან გადაცემებში, პირველად ჩვენს პროექტში გაჟღერდა ინფორმაცია აფხაზეთში, ეგრეთ-წოდებული გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ, ასევე ფართოდ გავაშუქეთ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე. გავაშუქეთ ნატო-საქართველოსა და ევროკავშირის ურიერთობების დადებითი მხარეები და გამოწვევევბი. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც ჩვენ განვავითრებთ,“ - განაცხადა ეგორ კუროპტევმა. სტარვიზის შესახებ: მედიაჯგუფი „სტარვიზია“ 2015 წელს გასართობი რადიოსადგურ „სტარეფემის„ ბაზაზე დაფუძნდა. ჯგუფში შედის ეროვნული მაუწყებელი „სტარვიზია“/Starvision/, რადიო სტარეფემი /StarFM/ და საინფრომაციო პორტალი „ნიუსდეი“ /NewsDay.ge/. ტელეარხსაც და რადიოსადგურსაც აქვთ ქართულენოვანი და რუსულენოვანი მაუწყებლობის ლიცენზია. საინფორმაციო ჯგუფი ამზადებს და ეთერში გადის საინფორმაციო, ანალიტიკური და გასართობი გადაცემები ქართულ და რუსულ ენებზე.
  • "მართალია, ქართული არმია პატარაა, თუმცა ძალიან ძლიერია" - იან კელი

    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის ექსკლიუზიური ინტერვიუ „სტარვიზიის“ სპეციალურ პროექტში „სასაზღვრო ზონა“/ ‘Пограничная ZONA’: «ყველაფერი ვიცით პენტაგონში და «FoggyBottom»-ში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული არმია. მართალია, იგი პატარაა, თუმცა ძალიან ძლიერია და მას მსოფლიო ინტერესების დაცვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს». უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს, 21:30 საათზე, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/’ПограничнаяZONA’

    *«Пограничная ZONA» : «FoggyBottom» - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის არაოფიციალური დასახელება იმ რაიონის მიხედვით, სადაც მდებარეობს აღნიშნული დეპარტამენტის ოფისი.

    Посол США в Грузии Ян Келли в эксклюзивном интервью для проекта «Пограничная ZONA» :     «Все там, в Пентагоне, все в «FoggyBottom»- мы все знаем насколько важна грузинская армия. Маленькая, но очень сильная, которая вкладывает столько в интересах мира». 

    Полную версию интервью смотрите сегодня в программе «ПограничнаяZONA» в 21:30
    на телеканале Starvisionи слушайте на радио StarFM93.9.
    *«Пограничная ZONA» : «FoggyBottom» - неформальное название Госдепартамента США
    по названию района, где находятся офисы департамента

  • "ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაში" - იან კელი

    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის ექსკლიუზიური ინტერვიუ „სტარვიზიის“ სპეციალურ პროექტში „სასაზღვრო ზონა“/ ‘Пограничная ZONA’: «ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაში. არსებობს გარკვეული წარსულის კვალი სასამართლო სისტემის მენტალიტეტში». უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე ინტერვიუს სრულ ვერსიას დღეს, 21:30 საათზე, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/’ПограничнаяZONA’

    Посол США в Грузии Ян Келли в эксклюзивном интервью для проекта
    «Пограничная ZONA»:«Мы хотим помочь грузинскому правительству установить более независимую судебную систему. Есть некоторое наследие из прошлого времени в менталитете судей».
    Полную версию интервью смотрите сегодня в программе
    «ПограничнаяZONA» в 21:30
    на телеканале
    Starvisionи слушайте на радио StarFM93.9.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური