ფეხბურთელი, რომელიც "ფახთაქორის" ავიაკატასტროფის შემდეგ ტაშკენტში საკუთარი სურვილით წავიდა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 21 მარტი 2017 14:10
ზურაბ წერეთელი ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი იყო საბჭოთა კავშირიდან, რომელიც ტაშკენტის "ფახთაქორის" გუნდის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ ტაშკენტში საკუთარი სურვილით წავიდა და ყოველგვარ ანაზღაურებაზე უარი თქვა. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დღეს 64 წლის გახდებოდა. თავდამსხმელმა საფეხბურთო კარიერა „დინამო“ თბილისში დაიწყო, ფახთაქორში კი ტორპედოდან გადავიდა. წერეთელი დინამო თბილისთან ერთად 1976 საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი გახდა. ზურაბ წერეთელმა გულიანი თამაშით, განსაკუთრებული შემართებითა და მონდომებით სრულიად უზბეკეთს დაამახსოვრა თავი. ფეხბურთელს ტაშკენტში ახლაც განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებენ. ლეგენდარული ფეხბურთელი 1992 წლის 14 იანვარს ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა.
წაკითხულია 605 ჯერ

Related items

  • ყოფილი ფეხბურთელი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა

    დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ლიბერიაში, 26 დეკემბერს  ჩატარებული  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ფეხბურთის  ყოფილი ვარსკვლავის, ჯორჯ ვეას გამარჯვებით დასრულდა.

    ლიბერიაში, სადაც დაახლოებით 2.1 მილიონი დარეგისტრირებული ამომრჩეველია, ჯ. ვეამ ხმების 61,5%-ი მოაგროვა, როცა მისმა მეტოქემ, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ნიუმაჰ ბოაკაიმ, ხმების მხოლოდ 38,5% მოაგროვა.

    ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი 2005 წლის არჩევნებშიც მონაწილეობდა, მაგრამ, მაშინ დამარცხდა.

    1981 წელს, საფეხბურთო კარიერის დაწყების შემდეგ, ვაიმ ლიბერიის ნაკრებში 60-ჯერ ითამაშა.

    1994-1995 წლების სეზონში პარიზი სენ-ჟერმენის კლუბში თამაშობდა და 96 მატჩში 32 გოლი გაიტანა, ხოლო ამის პარალელურად უეფას ჩემპიონთა ლიგაშიც ყველაზე მეტი გოლის ავტორიც გახდა.

    1989, 1994 და 1995 წლებში "წლის აფრიკელი ფეხბურთელის" ჯილდოს დაეუფლა, ხოლო 1998 წელს, აფრიკაში საუკუნის ყველაზე დიდ ფეხბურთელად იქნა აღიარებული.

  • 17-წლამდელები ევროშესარჩევისთვის მზადებას იწყებენ

    24-30 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. გიორგი ნემსაძის გუნდი თბილისში უმასპინძლებს იტალიის, მონტენეგროსა და ლატვიის ნაკრებებს.

    17-წლამდელები ტურნირისწინა ბოლო, დასკვნით შეკრებას 17 ოქტომბრიდან დაიწყებენ და მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია სასურველი 23 ფეხბურთელი.

    ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში 24 ოქტომბერს საქართველო ლატვიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. 27 ოქტომბერს გიორგი ნემსაძის გუნდი მონტენეგროს შეხვდება, 30-ში კი - იტალიას. ელიტ-რაუნდის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

    მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ);

    მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), დავით სამსონია (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი);

    ნახევარმცველები: გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) , ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ვალგობია ძანანო, იტალია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ);

    თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).


  • 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც ვეღარასდროს შეძლებს გადაადგილებას, ლაპარაკს და ფიქრსაც კი... (ვიდეო)

    8 ივლისს, "აიაქსისა" და "ვერდერის" ამხანაგურ მატჩისას ჰოლანდიური კლუბის ნახევარმცველი აბდელჰაკ ნური მოულოდნელად მოცელილივით დაეცა. 20 წლის ფეხბურთელი სასწრაფოდ ვერტმფრენით გადააფრინეს უახლოეს კლინიკაში. მაშინ ეგონათ, რომ დავარდნის მიზეზი გულის არითმია იყო.

    მეორე დღეს მედია სასიხარულო ამბებს ავრცელებდა, რომ ნურის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

    11 ივლისის დასკვნით, 20 წლის ფეხბურთელს გულს პრობლემა არ ჰქონია. ითქვა, რომ ის ხელოვნულ კომაშია. მისი ტვინის ფუნქციონირებას კი მას მერე შეამოწმებდნენ, რაც ნურის გონება დაუბრუნდებოდა...

    ცუდს, თითქოს, აღარ ელოდნენ, მაგრამ...

    ექიმებმა მისი კომიდან ნელ–ნელა გამოყვანა დაგეგმეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის ტვინს ისეთი დაზიანება აქვს, რომლის აღდგენაც უკვე შეუძლებელია.

    ნური კომიდან რომც გამოვიდეს, მას არ შეეძლება ფიქრი, ხალხის ცნობა, ჭამა, ლაპარაკი. აღარაფერს ვამბობთ გადაადგილებაზე.

    "ეს ყველაზე ცუდი ამბავია, რაც შეგვეძლო გაგვეგო, - განაცხადა ედვინ ვან დერ სარმა. - ის ასეთი ნიჭიერი და კეთილი ბიჭია. ნამდვილი სპორტსმენი, რომელმაც უკვე ბევრჯერ მოხიბლა "აიაქსის" ფანები".

    ჰაკიმ ზიეხი, რომელიც მისი კონკურენტი იყო სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად, გაოგნებულია, ისინი ერთმანეთის ახლო მეგობრები არიან და ერთ ოთახში ცხოვრობენ ბაზაზე: "ის ჩემი უმცროსი ძმაა".

    მაროკოული წარმოშობის ჰოლანდიელი აბდელჰაკ ნური 2015 წელს გადაიყვანეს "აიაქსის" პირველ გუნდში. მან სულ 9 მატჩი ჩაატარა პირველი გუნდის შემადგენლობაში... 

  • ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი გარდაიცვალა

    ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. კრუიფს კიბოს დიაგნოზი 2015 წლის ოქტომბერში დაუსვეს. კრუიფი ბარსელონაში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.

    ის სამჯერ ფლობდა ოქროს ბურთს (1971, 1973, 1974 წლებში), საკლუბო დონეზე ჩატარებულ 514 მატჩში გატანილი აქვს 290 გოლი. 1974 წლის მსოფლიო თასზე კი კრუიფმა ჰოლანდია ფინალში გაიყვანა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიიღო. ნაკრების შემადგენლობაში მან 48-ჯერ ითამაშა და 33-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. 1992 წელს მან „ბარსელონასთან“ ერთად, ამ კლუბის ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო.

  • ფეხბურთელი, რომელმაც ანაზღაურებაზე უარი თქვა,-ზურაბ წერეთელი 63 წლის გახდებოდა

    ზურაბ წერეთელი ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი იყო საბჭოთა კავშირიდან, რომელიც ტაშკენტის "ფახთაქორის" გუნდის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ ტაშკენტში საკუთარი სურვილით წავიდა და ყოველგვარ ანაზღაურებაზე უარი თქვა.  

    ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დღეს 63 წლის გახდებოდა. თავდამსხმელმა  საფეხბურთო კარიერა „დინამო“ თბილისში დაიწყო, ფახთაქორში კი ტორპედოდან გადავიდა. წერეთელი დინამო თბილისთან ერთად  1976  საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი გახდა.  

    ზურაბ წერეთელმა გულიანი თამაშით, განსაკუთრებული შემართებითა და მონდომებით სრულიად უზბეკეთს დაამახსოვრა თავი. ფეხბურთელს ტაშკენტში ახლაც განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებენ.

    ლეგენდარული ფეხბურთელი 1992 წლის 14 იანვარს ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა.

     გასულ წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმავალ გზაზე, ვარსკვლავთა ხეივანი გაიხსნა, გამორჩეული ქართველი ფეხბურთელების გვერდით ზურაბ ზერეთლის ვარსკვლავსაც იხილავთ.

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს

ლიბერთი ბანკი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან...

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური