გერმანელებისა და იტალიელების მესამედზე მეტი ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 22:29
"სპუტნიკ მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, გერმანელების (36%) და იტალიელების (34%) მესამედზე მეტი ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს, ანალოგიურად ფიქრობს ბრიტანელების (26%) და ამერიკელების (23%) მეოთხედი და გამოკითხული ფრანგების მეხუთედი (20%) ნაწილი. გამოკითხვა კვლევითმა კომპანია TNS Global –მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო სპუტნიკის დაკვეთით ჩაატარა. მთლიანობაში იმ რესპონდენტების რიცხვი, რომლებიც დარწმუნებული არიან რომ ყირიმის რუსეთის კუთვნილებაა, დაახლოებით თანაბარია საწინააღმდეგო აზრის მქონე რესპონდენტების რიცხვისა და მხოლოდ საფრანგეთშია იმ ადამიანების რიცხვი ყველაზე მეტი, ვინც ნახევარკუნძულს რუსეთის ტერიტორიის ნაწილად არ მიიჩნევს. სხვებზე ხშირად ყირიმს რუსეთის ნაწილს უწოდებენ გერმანელები, ძირითადად, ახალგაზრდობა. საფრანგეთში კი ამ მოსაზრებას უფროსი თაობა იზიარებს — 55 წელს ზემოთ გამოკითხული რესპონდენტების თითქმის მესამედი. ამასთან, ამერიკელების 51%-ს, ფრანგების 48%-ს, ბრიტანელების 44%-ს, იტალიელების 34%-სა და გერმანელების 23%-ს გაუჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა. გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანია TNS Global-მა 2017 წლის 16-22 თებერვლის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 5138-მა რესპონდენტმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. ცნობა პროექტ „სპუტნიკ მნენიას" შესახებ: ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. სპუტნიკ საქართველო — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. სპუტნიკი – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. სპუტნიკის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.
წაკითხულია 493 ჯერ

Related items

  • თბილისში ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი დაფუძნდა

    ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი დაარსებულია ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის მიერ. აღნიშნული ჯგუფის ქოლგის ქვეშ ჩინეთში, ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა სასწავლებელი.

    ინსტიტუტი ემსახურება ჩინური ენის სწავლებას, იმ მრავალმხრივი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოებისთვის ჩინური კულტურის უკეთ გაცნობას და პირიქით. აგრეთვე, ჩინეთსა და საქართველოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

    ჩვენი ინსტიტუტი არის საქართველოში პირველი სრულიად დამოუკიდებელი ამ ტიპის კერძო სასწავლებელი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი საქართველოსთვის არის ერთ-ერთი სერიოზული ინვესტორი განათლების სფეროში, ამჟამად განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს დაახლოებით 3 მლნ ლარს, სამომავლოდ იგეგმება ინვესტირება პროფესიული განათლების სფეროში.

    2020 წლის 11 იანვარს, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სათავო ოფისში გაიმართება ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.

    ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან ჩინეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი ლი იენ, სტუმრები განათლების სამინისტროდან, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, ასევე სპეციალურად ამ დღისთვის ჩინეთიდან პირველად ჩამობრძანდებიან მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეები: ბატონი უ ნი - ჩინეთის განათლების მეცნიერებების აკადემიის განათლების განვითარების და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი სიუ ჭენგჭუნგ - განათლების განვითარებისა და რეფორმების ინსტიტუტის დირექტორი და სხვა სტუმრები.

    ცერემონიალზე სიტყვით გამოვლენ: ინსტიტუტის დამფუძნებელი ბატონი ქანგ ჭენგ, დირექტორი ქალბატონი ელი ელისაშვილი, ბატონი უ ნი, ბატონი სიუ ჭენგჭუნგ.

    ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა ინსტიტუტის დირექტორის ელი ელისაშვილის მიერ თარგმნილი პირველი ჩინურ-ქართული ლექსიკონის პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა ჩინეთში, ხოლო მეორე გამოცემა შესრულდება საქართველოში.

  • ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

    ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დღეიდან,  ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები,  მათ შორის პენსიონერები და სახელმწიფო სოციალური არგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.

    ამ ერთობლივი  სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებული ლიბერთის ტერმინალზე.

    ,,რუსთაველის თეატრისთვის მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამაში ჩართულობა.  მხარს ვუჭერთ და მზად ვართ ლიბერთისთან  ერთად  განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი -   განაცხადა  შოთა რუსთაველის სახელობის  დრამატული თეატრის  დირექტორ  - განმკარგულებელმა  გიორგი  თევზაძემ.

    ,,ლიბერთიმ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამით, 2018-2019 წლებში არაერთი უპრეცენდენტო  პროექტი  განახორციელა. საბანკო მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად,  მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენს მუდმივ პრიორიტეტს წარმოადგენს.

    ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის,  რუსთაველის თეატრთან შემუშავებული სპეციალური შეთავაზების გარდა, წარმატებით ვახორციელებთ ანალოგიურ კამპანიებს სამედიცინო კლინიკებთან, ასევე სუპერმარკეტებთან და ფარმაცევტულ ქსელებთან ერთად. მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლის წახალისებას - შევქმენით  ქალაქის მასშტაბით  დასასვენებელი სივრცეები, სადაც ჩვენს საპენსიო ასაკის თანამოქალაქეებს,  ახალი უნარჩვევების შესწავლის, გართობისა და გამაჯანსაღებელი აქტივობის შესაძლებლობა აქვთ. ვიმედოვნებთ, მომავალში რუსთაველის თეატრთან ერთად მათთვის საინტერესო კულტურულ ღონისძიებებს განვახორციელებთ.” - განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

     

  • საფრანგეთის ეროვნული ფლოტის საპატრულო ხომალდ "კომანდან ბირო"-ს ვიზიტი ბათუმში

    თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამსრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო საპატრულო ხომალდი "კომანდან ბირო'» ბათუმს ეწვევა 2019 წლის 22-25 ნოემბერს.

    დახვედრის ცერემონიის შემდეგ, რომელიც მე-10 ნავმისადგომთან გაიმართება პარასკევს, 22 ნოემბერს, 10:00 სთ-ზე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში, მ.ა. ბატონი დიეგო კოლასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი და "კომანდან ბირო"-ს მეთაური, მე-3 რანგის კაპიტანი მაქსიმ ლერუა შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმის მერი) და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძრვანელ პირებთან.

     ფრანგი მეზღვაურები, სანაპირო დაცვის წევრები (შინაგან საქმეთა სამინისტრო) და სპეციალური ოპერაციების ძალები (თავდაცვის სამინისტრო) ისარგებლებენ გემის ვიზიტით, რათა ერთობლივი სწავლება ჩაატარონ, რომელიც ორშაბათს, 25 ნოემბერს, 'კომანდან ბირო"-ს პორტიდან გასვლის დროს, ღია ზღვაში, 10:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე გაიმართება.

  • საფრანგეთის ელჩის შეხვედრა ქართული მედიის წარმომადგენლებთან

    2019 წლის 14 ნოემბერს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბ-მა დიეგო კოლასმა საფრანგეთის რეზიდენციაში ძირითადი ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები მიიღო.

    ჟურნალისტებთან გამართული ეს პირველი შეხვედრა გახლდათ შესაძლებლობა, რომ მომხდარიყო აზრთა გაცვლა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და გამართულიყო მსჯელობა პრესის თავისუფლების, ამჟამინდელი მედია ლანდშაფტის შესახებ, ასევე მოსმენილიყო ამ დარგის პროფესიონალთა წუხილი.

    თავის წარდგენის შემდეგ, ბ-მა კოლასმა სტუმრებს საქართველოში მისი საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ამ პრიორიტეტებს შორისაა საქართველოს ევროპასთან კონკრეტული დაახლოების მხარდაჭერა, ასევე დემოკრატიული პრინციპების განვითარება, სახელდობრ ადამიანის უფლებების დაცვა, პრესის თავისუფლება და სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. პრიორიტეტები აგრეთვე მოიცავს ქვეყანაში ფრანგული ენის სწავლების გაძლიერებას, როგორც ევროპისკენ და საუნივერსიტეტო სწავლებისა და ხარისხიანი სამუშაო ადგილებისკენ გახსნილობას.

     https://bit.ly/355wWgt

  • საქართველოში 200 მილიონი დოლარის ღირებულების ცემენტის წარმოების პროექტი იწყება

    კომპანია Pioneer Cement წარმოადგენს ომანში მოქმედი Raysut Cement-ის საკუთრებას, რომელიც ომანის საფონდო ბირჟაზე (Muscat Securities Market) ლისტირებული კომპანიაადა მიზნად ისახავს კლინკერის ექსპონენციალურად მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოში, რომლის დეფიციტიც ამჟამად შეადგენს 600 ათას ტონას.

    დუბაი/თბილისი/მუსკატი1ოქტომბერი2019 წელი: კომპანია Pioneer Cement Industries, რომელიც დაფუძნებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და წარმოადგენს კომპანიის Raysut Cement Company SAOG (RCC) ნაწილს, ამჟამად აშენებს წელიწადში 1.2 მილიონი ტონა სიმძლავრის ინტეგრირებული ცემენტის ქარხანას საქართველოში.

    Pioneer Cement ფლობს კირქვის საბადოების დამუშავების ლიცენზიას საქართველოში, რაც ამ პროექტისათვის საჭირო ნედლი მასალის მიწოდებას უზრუნველყოფს. კომპანიის განცხადების თანახმად, საქართველო Pioneer Cement-ს აძლევს შესაძლებლობას, ახლო აღმოსავლეთის ბაზრიდან გადაინაცვლოს ახალ ბაზარზე, რომელიც მზარდი ინფრასტრუქტურით ხასიათდება და განიცდის კლინკერისა და მაღალი ხარისხის ცემენტის დეფიციტს.   

    ცემენტის ქარხანა თბილისის ახლოს და კირქვის საბადოების მიმდებარედ აშენდება. პროექტის სესხებისა და წილების შეთანხმებები ამჟამად დასრულებულია და ქარხნის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2019 წლის მეოთხე კვარტლიდან.

    პროექტის ღირებულება შეფასებულია 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

    „ჩვენ დავიწყეთ გაფართოების საკმაოდ ამბიციური სტრატეგიის განხორციელება რეგიონში, განსაკუთრებული ფოკუსით აფრიკასა და მის მეზობელ ქვეყნებზე. ამ თვალსაზრისით, საქართველოში Pioneer Cement Georgia-ს პროექტის დაწყება წარმოადგენს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ დივერსიფიკაციას“, - განაცხადა  RCC Group-ის გენერალურმა დირექტორმა ჯოუი გოუშმა.

    პროექტზე საუბრისას, Pioneer Cement-ის გენერალურმა დირექტორმა ბ.ს. რაჯანმა, აღნიშნა: "საქართველოს მიმართულებით გაფართოება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს Pioneer-ისა და მისი დედობილი კომპანიისათვის Raysut, რადგანაც ეს ნიშნავს განსხვავებული ბაზრის გახსნას ჩვენთვის და გულისხმობს როგორც ზრდის შესაძლებლობებს ასევე, ახალ გამოწვევებსაც. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს   ეტაპი სამომავლოდ კიდევ უფრო გააძლიერებს და სრულყოფს ჩვენს სტრატეგიას რეგიონულ და გლობალურ ბაზრებზე და ჩამოყალიბდება როგორც განვითარების პარტნიორი ეკონომიკის კუთხით უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალზე.“

    Raysut-ის საქართველოს მიმართულებით გაფართოებასთან დაკავშირებით, კომპანიამ გააკეთა განცხადება მიწის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ. სერვისების შეთანხმება გაფორმდა კომპანიასთან Port of Duqm Company SAOC, რომელიც მიზნად ისახავს ახალი საფქვავი საწარმოს გახსნას ომანის სასულთნოში და გულისხმობს 30 მლნ დოლარის ინვესტიციას. აღნიშნული ქარხნის დაარსება წარმოადგენს ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე კომპანიის გაფართოების ამბიციური სტრატეგიის ნაწილს.

    მიმდინარე წელს, Raysut-სა და MSG Group-ს შორის აღმოსავლეთ აფრიკაში დაწყებული თანამშრომლობის შედეგად, შეიძინა ცემენტის ქარხანა Sohar Cement Factory LLC 60 მლნ დოლარად. კომპანია ასევე გეგმავს 40 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ცემენტის საფქვავი საწარმოს გახსნას ბერბერაში, სომალილენდში.

     ინფორმაცია რედაქტორებისათვის:

    Pioneer Cement Industries-ის შესახებ: 

    Pioneer Cement Industries დაარსდა 2004 წელს და წარმოადგენს ომანში მოქმედი Raysut Cement Company SAOG-ის ნაწილს. კომპანია ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ინტეგრირებული ცემენტის ქარახანას, რომლის საწარმოო სიმძლავრე შეადგენს 1.5 მლნ ტონა ცემენტს. ქარხანა მდებარეობს რას ალ-ხაიმაჰიდან ჩრდილოეთით 45 კილომეტრში და დაახლოებით ერთი საათის სავალზე დუბაიდან. კომპანია წარმოადგენს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს, რომელსაც საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გააქვს რეგიონის ბაზრებზე. ქარხანა აწარმოებს მაღალი ხარისხის ცემენტს, რომელიც შეესაბამება ბრიტანულ, ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს.

    Raysut Cement Company S.A.O.G-ის შესახებ:

    კომპანია Raysut, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს სალალაში(ომანი), ცემენტის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა ახლო აღმოსავლეთშირომელსაც კლინკერისა და ცემენტის წარმოების აქტივები აქვს ომანში, იემენსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. Raysut ფლობს 3.6 მლნ ტონა საწარმოო სიმძლავრის მქონე ინტეგრირებული ცემენტის წარმოებას სალალაში. Raysut Cement-ის ამჟამინდელი საწარმოო სიმძლავრე წლიურად 6.4 მლნ ტონას შეადგენს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური