დიპლომატიური სანქციების შემდეგ თურქეთი ნიდერლანდებს ეკონომიკური სანქციებითაც ემუქრება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 14:07
დიპლომატიური სანქციების შემდეგ თურქეთი ნიდერლანდებს ეკონომიკური სანქციებითაც ემუქრება. განცხადება ქვეყნის ვიცეპრემიერმა გააკეთა. "დავიწყებთ ეკონომიკური შეზღუდვებით, რასაც შესაძლოა სხვა სანქციებიც მოჰყვეს,“- განაცხადა ნუმან კურტულ-მუშმა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გამოსწორდება. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ნიდერლანდებთან დიპლომატიური ურთიერთობების შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო. თურქეთის პრეზიდენტმა ხელისუფლება 1995 წელს მომხდარი ბოსნიელი მუსლიმების მასობრივ მკვლელობაში დაადანაშაულა. ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიდერლანდებმა თურქი მინისტრი ქვეყანაში არ შეუშვა და პოლიტიკოსებს როტერდამში რეფერენდუმის შესახებ სააგიტაციო კამპანიის ჩატარების საშუალება არ მისცა.
წაკითხულია 219 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური