პრემიერ-მინისტრი დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 22 აპრილი 2015 14:55

ახალი სამთავრობო პროექტის- ''ძლიერი რეგიონი- ძლიერი საქართველოსთვის'' ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ესტუმრა.

მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ნუგზარ ყიფიანთან და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები და დაგეგმეს რეგიონის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი საბიუჯეტო სახსრების ათვისების საკითხით დაინტერესდა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი დაესწრნენ.

 

წაკითხულია 472 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური