მასობრივი სპორტის ჩემპიონატი

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 14 მარტი 2017 10:00
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით გლდანში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მაღალკლასელი მოსწავლეებისთვის სპორტული ჩემპიონატი მოეწყო.ჩემპიონატში 150 -მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. ტურნირი კარტინგში, ბილიარდში, ტირში და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა. ტურნირის პარალელურად მოსწავლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ დამატებით სხვა აქტივოვებით: კარაოკე, 7D კინოთეატრი, სათამაშო ავტომატები. გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ, ჩემპიონები კი რაიონის სახელით მონაწილეობას თბილისის ტურნირზე მიიღებენ. ტურნირს გლდანის რაიონის გამგებელთან დიმტრი ორმოცაძესთან ერთად თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატები ლევან კობიაშვილი,კობა კობალაძე,ბორია ფირცხელიანი და გულია გოცირიძე დაესწრნენ. ,,ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის ყოველდღიურობად ქცევა,ამიტომ გლდანის რაიონის გამგეობა მუდმივად ცდილობს დააინტერესოს ახალგაზრდები და მათ მრავალფეროვანი და ხარისხიანი ღონისძიებები შესთავაზოს. ჩვენი გამგეობა მომავალშიც გეგმავს სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს ’’ ,- განაცხადა დიმიტრი ორმოცაძემ.
წაკითხულია 719 ჯერ

Related items

  • მიხეილ ყაველაშვილი სპორტის მთლიანობის გლობალური ალიანსის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

    26-27 ივლისს ქალაქ ჟენევაში, გაეროს ოფისში, სპორტის მთლიანობის გლობალური ალიანსის (SPORT INTEGRITY GLOBAL ALLIANCE, SIGA) ფორუმი და ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა. ღონისძიებებში, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თამჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო, რომელიც SIGA-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო სპორტული მოძრაობისა და უცხო ქვეყნის სპორტზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. 

    ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე და პარლამენტის როლზე, ასევე ისაუბრა სპორტის მიმართულებით მთავრობის პრიორიტეტებზე. 

    სპორტში კარგი მმართველობის უზრუნველყოფა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მინდა გამოვხატო ჩვენი ინტერესი დავამყაროთ და განვავითაროთ თანამშრომლობა SIGA-სთან. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა ახალ იმპულსს მისცემს სპორტში კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას არამარტო საქართველოში, არამედ მთლიან რეგიონში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

    კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ყურადღება ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა კონფერენციაზე და 17-18 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის ქვეკომიტეტის სხდომაზე გაამახვილა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებების ფარგლებში, 18 ოქტომბერს, თბილისში „სპორტში კარგი მმართველობის და სპორტული მთლიანობის პარლამენტთაშორის ალიანს“ ჩაეყრება საფუძველი.
    ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი SIGA-ს აღმასრულებელ დირექტორს ემანუელ მასედო დე მედეიროსს შეხვდა.

    SIGA - დამოუკიდებელი, ნეიტრალური და მრავალი სუბიექტის საერთაშორისო კოალიცია, რომელიც აერთიანებს სპორტული მოძრაობის, სახელმწიფო ინსტიტუციების, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ცნობილ სპორტსმენებს. ალიანსის მისიას სპორტული ინდუსტრიის მრავალ ასპექტში კარგი მმართველობის უნივერსალური სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა წარმოადენს.

  • მიხეილ გიორგაძემ ლეილა მესხი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა

    საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პირველ მოადგილე კახი კანდელაკთან ერთად, 15 თებერვალს, სახელოვანი ქართველი ჩოგბურთელის, ლეილა მესხის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრო.  

    სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე,  მინისტრმა ლეილა მესხი 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა. 

    სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლეილა მესხის სახელობის საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე აშენდა. კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა, საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე კეთილმოეწყო ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტუქტურა, აშენდა თანამედროვე სასტუმრო და საცურაო აუზი, ასევე სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები, საშხაპეები და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა. 

    ახალი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სპორტული კომპლექსი საერთაშორისო დონის საჩოგბურთო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს. 

    სპორტკომპლექსის გახსნის ცერემონიას ჩოგბურთის ფედერაციისა და ლეილა მესხის აკადემიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

  • საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების მე-15 საიუბილეო სესიას უმასპინძლებს

    2018 წელს საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების საიუბილეო მე-15 მინისტერიალს უმასპინძლებს. ქართველი სპორტსმენების წარმატების საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება  - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საიუბილეო სესიის გამართვა თბილისში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების რუკაზე.

    „ეს ასევე ძალიან კარგი იქნება საქართველოს, როგორც საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის საინტერესო მიმართულების შესახებ საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

  • სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია

    მინდა, აღვნიშნო ის მედალთცვენა, რომელიც გვქონდა გასულ კვირას, ქართველი სპორტსმენების წარმატების სახით. ნამდვილად ღირსშესანიშნავია, რომ გასულ კვირას, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ჯამში 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 12 ბრინჯაოს მედალი; საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 3 ინდივიდუალური მედალი მოიპოვა, ხოლო გუნდურ შეჯიბრში ურთულეს ბრძოლაში - ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

    დიდოსტატი ნანა ძაგნიძე - ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე;

    პირველად, ქართული სპორტის ისტორიაში, ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავე ლუკა ღაღანიძემ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე რაპირით ფარიკაობაში ახალგაზრდებს შორის.

    22-23 აპრილს საქართველოში პირველად ჩატარდა სუმოს ევროპის ჩემპიონატი და ქართველმა სუმოისტებმა ჯამში 16 მედალი მოიპოვეს, საიდანაც 3 ოქროს მედალია.

    საქართველოს ნაკრების წევრმა, კიკბოქსინგში ცოტნე სულთანიშვილმა კი, ურთულეს ბრძოლაში, საფრანგეთში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგი კიკბოქსიორი დაამარცხა.

    სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპორტის მსოფლიო რუკაზე და საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული ცენტრი ხდება, რასაც ჩვენ მივესალმებით და ამას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა. „Check in Georgia Sport"-ის კომპონენტის ფარგლებში საქართველო წელს 13 საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში.

  • სპორტის სამინისტრომ სპორტსმენებთან ერთად ანტინიკოტინური კამპანია დაიწყო

    საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად „ანტინიკოტიკური კამპანიის" სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, სადაც აქტიურად მონაწილეობენ სპორტის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები. 

    კამპანიას მხარს უჭერენ მოქმედი გამოჩენილი ქართველი სპორტსმენები, ეროვნული ნაკრების წევრები, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, რომელთა მოწოდებებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კამპანიის მიზნების განხორციელებაში.

    კამპანიის მთავარ მიზანია მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ასევე, მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდებისთვის თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დადასტურებულია სხვადასხვა დროს ჩატარებული კვალიფიციური კვლევებით.

    კამპანიის ფარგლებში იგეგმება შესაბამისი ბანერების, ვიდეორგოლების, ფლაერების და სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება. 

    სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში ასევე მოეწყობა რამდენიმე „ანტინიკოტიკური" ღონისძიება, რომელშიც სპორტსმენებთან ერთად ჩაერთვებიან პოლიტიკოსები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური