დაპირისპირებაში გადასული საპროტესტო აქცია ბათუმში

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 12 მარტი 2017 11:03
როგორია მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია: უკანონო პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმით დაწყებული დაპირისპირება 40-მდე ადამიანის დაკავებით დასრულდა. რა ხდებოდა ბათუმის ქუჩებში თითქმის 13 საათის განმავლობაში . ბათუმში პოლიციის სამმართველოსთან გამართული საპროტესტო აქცია ღამის 11:00 საათის შემდეგ უკიდურესად დაიძაბა. დემონსტრანტებმა დაწვეს ქუჩებში გაჩერებული ათობით მანქანა, დააზიანეს ინფრასტრუქტურა, მათ შორის შენობები, რკინის ჯებირები, საგზაო ნიშნები და ნაგვის ბუნკერები. პროტესტის ნიშნად ხელკეტებით და ქვებით დაამტვრიეს პოლიციის რამდენიმე ავტომობილიც.დემონსტრანტებმა დაწვეს აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტოსადგომზე მდებარე თანამშრომლების ავტომობილებიც. სწორედ ამ შენობაში ჰყავდათ სამართალდამცველებს დაკავებული 6 მოქალაქე, რომლების გათავისუფლებასაც აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ და რის გამოც დაპირისპირება გამწვავდა. პოლიციის შენობის ეზოში იყო გამაგრებული სპეციალური დანიშნულების რაზმის ნაწილი.დაპირისპირება ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა პარკირების წესების დარღვევის გამო 2 მძღოლი ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დაუმორჩილებლობის მოტივით, დააკავეს. ამ ფაქტს თვითმხილველების უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. შედეგად, პოლიციამ 6 პირი დააკავა. დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან შეიკრიბნენ და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.
წაკითხულია 599 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური