მებაჟეებმა დიდი ოდენობით ოქროს კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 მარტი 2017 16:50
საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“ და „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს. საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“ და „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, სომხეთის მოქალაქეების, ჰ.ხ-ს და რ.ჰ-ს ბარგისა და ხელბარგის, ასევე ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების (წონა 354.58 გრ.) უკანონოდ შემოტანის ორი ფაქტი გამოვლინდა. საქონლის ჯამურმა საბაჟო ღირებულებამ 19,791 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმები, შესაბამისად, 12,353.24 ლარის და 7,437.76 ლარის ოდენობით შეეფარდათ.
წაკითხულია 252 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური