კახა კალაძე: „არის შესაძლებლობა იმისა, რომ გაზის ტარიფები გაიზარდოს“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 10 მარტი 2017 12:25
არის შესაძლებლობა იმისა, რომ გაზის ტარიფები გაიზარდოს, თუმცა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტარიფის მომატების შემთხვევაში, შეიძლება კონკრეტული ადამიანების ბიუჯეტიდან სუბსიდირების საკითხიც განიხილონ. „დაველოდოთ, რადგან საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. იმის შემდეგ, როცა იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მერე შეგვიძლია უკვე კონკრეტიკაზე ვისაუბროთ, თუმცა ის მეთოდი, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების სუბსიდირება ბიუჯეტიდან, ევროპულ ქვეყნებშიც მისაღები ფორმაა, შესაბამისად, შეიძლება განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ტარიფის მატება იქნება ბუნებრივ აირზე. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად იქნება, ამას მარეგულირებელი დაადგენს. იმ შემთხვევაში თუ იქნება, შესაძლებელია ვისაუბროთ მიზნობრივ სუბსიდირებაზე, როგორც ეს ელექტრონერგიის ნაწილში გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ბუნებრივი აირი სრულად იმპორტირებულია მეზობელი ქვეყნებიდან, მისი ყიდვა ხდება უცხოურ ვალუტაში - დოლარში და საქართველოში მოსახლეობაზე ეროვნულ ვალუტაში ხდება მისი გასაღება. „ასე რომ, არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტარიფები გაიზარდოს, თუმცა დაველოდოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას და ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეულია კურსის ცვალებადობით“, - განაცხადა კალაძემ. გაზის სექტორი მოქმედმა კომპანიებმა ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის მოთხოვნის სემეკს უკვე მიმართეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მათი სატარიფო განაცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.
წაკითხულია 397 ჯერ

Related items

  • კალაძე დეკანოზ მამალაძის დაკავების ფაქტზე საბრობს

    ეს იყო კარგად გათვლილი გეგმა- აცხადებს ვიცე პრემიერი კალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე საუბრისას. მან პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა.”უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა აცილებული თავიდან. ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება. ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენ ინსტიტუტებზე, შესაბამის სამსახურებზე, ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ. მინდა მადლობა მოვახსენო შესაბამის სამსახურებს, დაველოდოთ გამოძიებას და სხვა დეტალებიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თუმცა, ერთი რაც მინდა ვთქვა, ყველა დამნაშავე, ვინც გამოიკვეთება, კანონის წინაშე უმკაცრესად იქნება დასჯილი”, - განაცხადა კახა კალაძემ.

     

  • კალაძემ ამომრჩევლებს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობისა და თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარუდგინა

    კახა კალაძემ ამომრჩევლებს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობისა და თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარუდგინა. დავით ჭიჭინაძე, ირაკლი აბუსერიძე და ბექა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან, ზურაბ ქადაგიძე კი - თბილისის საკრებულოს წევრობაზე იყრის კენჭს. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მომავალ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

  • კალაძე: ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს

    „ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ყველას მიეცეს შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩაატაროს მშვიდ და თავისუფალ გარემოში, ყველანაირი ზეწოლისა და ხელშეშლის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტ კნუტ ფლეკენშტაინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „კნუტ ფლეკენშტაინი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერია. ევროპელი „სოციალისტების“ პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა. სამომავლოდ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროპასთან დაახლოების გზაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე და ამ მიმართულებით მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „სოციალისტებსა“ და „დემოკრატებს“ მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზების გარეშე იმოგზაურებენ ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. კახა კალაძის თქმით, კნუტ ფლეკენშტაინს ექნება შესაძლებლობა დღის განმავლობაში გამართოს სხვადასხვა შეხვედრა, დააკვირდეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და თავად შეაფასოს საარჩევნო გარემო. „ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გააცნოს თავიანთი ხედვები ქვეყნის განვითარებისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და თავად საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება, როგორც ეს ევროპულ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ხედავენ, სათანადოდ აფასებენ და აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას. მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კნუტ ფლეკენშტაინს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. კახა კალაძემ სტუმარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს საქართველოს სტუმრობს ევროპული სოციალისტებისა და დემოკრატიული ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი კნუტ ფლეკენშტაინი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერია. ევროპელი სოციალისტების პარტია, პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა. სამომავლოდ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროპასთან დაახლოების გზაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე და ამ მიმართულებით მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სოციალისტებსა და დემოკრატებს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზების გარეშე იმოგზაურებენ ევროპულ ქვეყნებში“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა. „ ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა, - ამის შესახებ საქართველოს ევროპარლამენტის "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტაინმა „ქართულ ოცნებაში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერაა. “მე ორი მიზეზით ვიმყოფები საქართველოში, პირველი, იმიტომ რომ დიდი მოკითხვა გადავცე „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ შევთავაზო წინასაარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერა, რადგან ჩვენ "სოციალ-დემოკრატებმა" კარგად ვიცით, რომ თქვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა და ძალიან დაუახლოვა ამ ყველაფერმა თქვენი ქვეყანა ევროკავშირს. მეორე მხრივ, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული საარჩევნო გარემოა”, - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა. კნუტ ფლეკენშტაინმა საქართველოში წინასაარჩევნი გარემო შეაფასა : "ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, შეადარონ ეს ყველაფერი ერთმანეთს. შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში ხდებოდეს გარკვეული შეცდომები, მაგრამ არა იმ მოცულობით, რომელმაც შეიძლება მოაღწიოს ჩვენამდე-ბრუსელამდე. თუ ცალკეული შეცდომები ხორციელდება, უნდა აღიკვეთოს განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში. დღეს არის ისეთი ატმოსფერო, რომელიც მე მომწონს, ისიც მომწონს, რომ ოპოზიციამაც თქვა სტრასბურგში, რომ ჩვვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის საკითხში", - აღნიშნა კნუტ ფლეკენშტაინმა. კნუტ ფლეკენშტაინმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი საქართველოსთვის ძალიან მალე პოზიტიურად დასრულდება. „მოხარული ვიქნები, საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ მივიღო, - ამის შესახებ საქართველოს ევროპარლამენტის "სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტაინმა „ქართულ ოცნებაში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ძალიან სასიამოვნოა საქართველოში ჩამოსვლა და იმ პროგრესის ნახვა, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია. „არ არსებობს საფუძველი, თავი შეიკავონ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისგან. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა ბრიუსელში. „კონსერვატორებმაც“ ევროპარლამენტში ცალსახად და მკაფიოდ თქვეს, რომ მომწიფდა სიტუაცია ვიზარიბელარიზაციისთვის, დადგა დრო ამის განსახორციელებლად. ძალიან შთამბეჭდავი იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სტრასბურგში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად და ყველა პარტიამ, განურჩევლად მათი ორიენტაციისა, ცალსახად მხარი დაუჭირა სწრაფ ვიზარიბელიზაციიას და არანაირი განსხვავებული აზრი არ დაფიქსირებულა”, - აღნიშნა კნუტ ფლეკენშტაინმა. მისივე თქმით, ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობები დაობენ იმაზე, ვის უნდა ქონდეს ბოლო სიტყვის უფლება. „მე ვფიქრობ, რომ ეს გამოსავალი იქნება, მე ვიცი გერმანიის ფედერალური კანცლერისაგან, ქალბატონი მერკელისაგან და საგარეო საქმეთა მინისტრ შტაინმაერისაგან, როგორ იბრძვიან ამ შიდა გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. მე მართლაც მოხარული ვიქნები, მივიღო საქართველოს ბევრი მოქალაქე ჩემს მშობლიურ ჰამბურგში უვიზოდ”, - განაცხადა კნუტ ფლეკენშტაინმა

  • კალაძე სოციალურად დაუცველის სტატუსზე ბურჭულაძის განცხადებას აფასებს

    საქართველოს ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა. ის ასევე გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის განცხადებებს, რომელიც უკავშირდებოდა სოციალურად დაუცველადამიანებს.შეგახსენებთ, სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობის მილიონამდე გაზრდას გეგმავს.“არ ვიცი ახლა რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო ამ კითხვას, თავს შევიკავებდი, მე ვფიქრობ არასერიოზული განცხადება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს გვყავს 500 ათასი სოციალურად დაუცველი და პაატას პარტია ამას მილიონამდე გაზრდის, არ ვიცი რა მექანიზმებით აპირებს, გამიჭირდება ამაზე საუბარი. პარტია ქართული ოცნება გახლავთ ქვეყანაში ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც აქვს შესაძლებლობები იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განავითაროს და თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ოჯახში შეიტანოს კეთილდღეობა“ - განაცხადა კახა კალაძემ.  

  • დავით ნარმანიას მსგავსი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა
    ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გუშინ მერიაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, არსებობს თმენის ვალდებულება და შესაბამისად დავით ნარმანიას მსგავსი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ჟურნალისტი თუ უბრალოდ აქტივისტი, საჯარო მოხელეებმა მსგავსი სიტყვებისგან თავი უნდა შეიკავონ. მერიაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ასევე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. მისი თქმით, მერის მხრიდან ასეთი განცხადება არასწორია და რაც შეეხება მისი გადადგომის მოთხოვნას, ეს ემოციური გადაწყვეტილებაა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური