სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ბელარუს კოლეგებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 22 აპრილი 2015 14:33

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ბელარუსის სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლეონიდ ზაიაცის და ბელარუსის მრეწველობის მინისტრს  ვიტალი ვოვკს შეხვდა.მინისტრების შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმართება.„ეს არის უმაღლესი დონის ისტორიული ვიზიტი. აღსანიშნავია, სამთავრობო კომისიებს შორის არსებული აქტიური თანამშრომლობის შედეგად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი, რომელიც ამ ვიზიტით და ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული მემორანდუმებით დაგვირგვინდება.  მოგეხსენებათ, რომ ბელარუსის რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობა მაღალ დონეზე არის განვითარებული და ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარგის განვითარების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა შეხვედრაზე ოთარ დანელიამ.სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგა და მასში მონაწილეობა საქართველოს და ბელარუსის   სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრაზე საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას  შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით  თანამშრომლობასა და  სამომავალო პერსპექტივებზე ისაუბრეს.  განიხილეს  ერთობლივი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის, ასევე საქართველოში ბელარუსული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვისცენტრის მოწყობის საკითხები.ბელარუსის სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლეონიდ ზაიაცის თქმით, ბელარუსის მხარე განსაკუთრებულ მნიშნელობას ნიჭებს ამ ვიზიტს. „ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში პრაქტიკულად ახალი ეტაპი იწყება. ქართველი ხალხი უნიკალურია, სტუმართმოყვარე, მეგობრული, შრომისმოყვარე. ჩვენს ბევრი რამ გვაქვს საერთო, მათ შორის წარსული. ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულების გააქტიურება. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ აგროსამრეწველო დარგში ერთობლივი საწარმოების შექმნისთვის  საჭირო ყველა მნიშვნელოვანი საკითხის დეტალურ განხილვას“, - განაცხადა ლეონიდ ზაიაცმა.შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების საკითხები. აღნიშნული მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის მრეწველობის სამინისტროს შორის გაფორმდება და  ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობას ითვალისწინებს.როგორც შეხვედრაზე ბელარუსის მრეწველობის მინისტრმა  ვიტალი ვოვკმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგში თანამშრომლობის კუთხით უკვე არის კონკრეტული შედეგები მიღწეული და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. „ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გავაფორმებთ მემორანდუმს, რომელიც ბელარუსის და საქართველოს ბიზნეს წრეებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ისახავს მიზნად. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი ბიზნეს ფორუმი იქნება ნაყოფიერი და ბიზნესის წარმომადგენლები კონკრეტულ შერთანხმებებს მიაღწევენ“, - განაცხადა ვიტალი ვოვკმა.სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. დღესვე, ბელარუსის სურსათის და სოფლის მეურნეობის მინსტრი ლეონიდ ზაიაცი და ბელარუსის მრეწველობის მინისტრი  ვიტალი ვოვკი საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმს დაესწრებიან. მინისტრები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სადემონსტრაციო ნაკვეთს და სხვადასხვა საწარმოებს დაათვალიერებენ.

წაკითხულია 551 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური