რას ყვება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი ნუცა მახვილაძის უეცარ სიკვდილზე: "ეს არის ელვისებური ფორმა, ორგანოებს თიშავს საათებში..."

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 23:32
ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე, საფრანგეთში მუშაობს და პარიზში, "ბიშას" კლინიკაში, სადაც ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი, 18 წლის ნუცა მახვილაძე გარდაიცვალა, მეგობარი კოლეგები ჰყავს. ქალბატონი ქეთი ამბობს, რომ ნუცას მენინგოკოკცემიის ელვისებური ფორმა ჰქონდა, რის დროსაც გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა. გოგონა 5 დღის განმავლობაში ავადმყოფობდა. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციას ჰგავდა, მაგრამ უცებ შეუქცევადი პროცესები დაიწო. "ეს იყო ელვისებური მენინგოკოკცემია. საათებში ხდება შეუქცევადი ცვლილებები, მერე კი უკვე მიზერულია შანსები. 3 დღე გასტროენტერიტის კლინიკა ჰქონდა, მე-4 დღეს - ართრალგია (სასხრების ტკივილი) და მე-5 დღეს გონება დაკარგა. მენინგოკოკცემიის ნიშნები მანამდე არ ჩანდა, საათებში დამძიმდა" - ამბობს "სარკესთან" ინტერვიუში ქეთი ლობჟანიძე. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: - გავრცელებული ინფორმაციით სასწრაფო გამოიძახა, მაგრამ ფრანგმა ექიმებმა ქართველ გოგონას ყურადღება არ მიაქციეს. - საფრანგეთში უყურადღებოდ ვინ დატოვებდა ამ ნიშნებს?! ასეთ დროს უნდა ატეხო განგაში, წითელი ხაზი შემოავლო შენობას და რომელი ექიმი გაბედავდა რეაგირების გარეშე გაბრუნებას მენინგიტზე ეჭვის შემთხვევაში?! პროფილაქტიკა უტარდება კონტაქტში მყოფებს და ფეხზე დგას ყველა. აქ ვიღაც "ექსპერტი" ამტკიცებს, შეეშინდა ექიმს და გაიქცაო?! ეს გახლავთ ელვისებური ფორმა და ორგანოებს თიშავს საათებში. სასწრაფომ პირდაპირ გადაიყვანა კლინიკაში მაშინ, როცა გამოიძახეს და მკურნალობაც საუკეთესო ჰქონდა, დანარჩენი ტყუილია. ნუცას შემთხვევაში ენტეროვირუსის კლასიკური სიმპტომი იყო და ასეთ დროს მენინგოკოკცემიის ამოცნობა შეუძლებელია. ჩემი ინფორმაციით, ფრანგული კლინიკა "ბიშას" რეანიმაციამ ყველაფერი გააკეთა. - ასეთ დროს გადარჩენის შანსი არ არის? - მენინგიტის კერა რომ ყოფილიყო სადმე, გაძლიერებულ ყურადღებაზე აიყვანდნენ, სასწრაფოდ დააწვენდნენ, გამოიკვლევდნენ, პირველივე წუთებიდან ანტიბიოტიკს დაუწყებდნენ და ცხადია, გადარჩენის შანსი გაიზრდებოდა... ქვეყნის მასშტაბით ენტეროვირუსის სიმპტომით ყველას ვერ დააწვენენ, ფიზიკურად შეუძლებელია. მენინგოკოკცემიასთან ერთად თუ იმუნიტეტის დეფიციტიც იყო, ვერაფერი უშველიდა... ახლა გავარკვიე, რომ აქ, თინეიჯერებში, პანაცეად ქცეულა დიეტომანია, წყაროს ვერ დავასახელებ. პარიზულ სტრესში, ოჯახებიდან შორს მყოფი ბავშვები, რომლებსაც ისედაც ურთულესი სასწავლო პროგრამა აქვთ, ნახევრად შიმშილობენ. სტრესი, გონებრივი სამუშაო და დიეტა სრულიად საკმარისია ჯანმრთელობის შესარყევად - იმუნოდეფიციტიდან დაწყებული ფსიქიკურ აშლილობამდე. ყველას მოვუწოდებ, მიხედონ და დაითანხმონ შვილები, ვიტამინის კურსი მაინც ჩაიტარონ დეფიციტის შესავსებად.
წაკითხულია 2298 ჯერ

Related items

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური