მაია ასათიანის დამალული სიკეთე გოგა ჩანადირისგან - ,,შენთან დამაბარეს მაია..."

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 12:54
„მას შემდეგ, რაც ბერი ანდრიას ფონდზე დავწერე და აღვნიშნე მაია ასათიანის წვლილი, რამდენიმე ადამიანი შემეხმიანა“ - წერს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოსტი მაიას დამალულ სიკეთეზე გამოაქვეყნა. როგორც გოგასგან გახდა ცნობილი ტელეწამყვანი ყოველი ხელფასიდან ბერი ანდრიას ფონდში გაჭირვებულთათვის თანხას რიცხავდა. ამჯერად გოგა ჩანადირ მორიგ პოსტს აქვეყნებს. გოგა ჩანადირი: „ისინი დიდი ტკივილით თანაუგრძნობდნენ მაიას შვილის გარდაცვალებას, მაგრამ ამასთანავე, მადლიერებას გამოხატავდნენ იმ სიკეთის გამო, რასაც ეს გოგო მათთვის აკეთებდა. ბევრ უცნობ ადამიანს უთხოვია მაიასთვის დახმარება. ის კი გულითადად უმართავდა ხელს გაჭირვებულებს. მე არ ვიცი, თურმე რამდენს ახერხებდა ეს ადამიანი ჩუმად და უანგაროდ. რამდენჯერ მოსდენია ცრემლი გაჭირვებულთა გამო. მაია, ვიცი, გაუსაძლისია ნუცას გარეშე ცხოვრება. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა განუგეშო ან რა უნდა გითხრა. შენთან დამაბარეს, რომ ბევრ ადამიანს სჭირდები, სჭირდები ნუცასთვის.“
წაკითხულია 6457 ჯერ

Related items

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური