გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა დღეს განახლდება

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 11:01
ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა დღეს განახლდება. ბრალდებული სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში 13:00 საათზე დაიკითხება.. დაცვის მხარის განცხადებით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც გუშინ დაკითხვა ვერ მოხერხდა.
წაკითხულია 610 ჯერ

Related items

  • მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

    მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს. 

    „ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებითაა დაწყებული. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში. 

    რამდენიმე მედიასაშუალებაში ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალები გავრცელდა. კერძოდ, მედიაში სხვადასხვა პერიოდში გავრცელდა დახურულ სასამართლო პროცესზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის, პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის, მეუფე დიმიტრის ჩვენებები და ასევე დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა. 

  • ე.წ. ციანიდის სკანდალი გრძელდება - დეკანოზის დისშვილის ფოტო, რომელსაც პროკურატურა პროვოკაციულად იყენებდა

    დეკანოზ გიორგი მამალაძის თქმით პროკურატურა მისი დაკავების დღიდანვე ცდილობდა მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის დაცვის უფროსისთვის მასზე მცდარი ინფორმაცია მიეწოდებინათ, მისი პირადი ცხოვრების შესახებ. ამის შესახებ „ციანიდის საქმეზე“ მსგავრდებული სასულიერო პირი საბოლოო სიტყვაში საუბრობს, რომლის ჩანაწერიც „ტვ პირველმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა.
    მამალაძე საბოლოო სიტყვაში ფოტოებზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით პროკურატურა პროვოკაციულად იყენებს და რომელიც გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მოსამართლემ სასამართლო სხდომები დახურა. მამალაძის თქმით მას დასამალი არაფერი აქვს, დეკანოზი საბოლოო სიტყვაში დეტალურად ხსნის ფოტოების წარმომავლობას.

  • "დადგენილია ის შესაძლო წრე, რომლისგანაც დეკანოზს ციანიდის შეძენა შეეძლო" - პროკურორი

    მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული სასულიერო პირის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენს მოსამართლე დღეს 12:00 საათზე გამოაცხადებს.


    სხდომის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს საქმის პროკურორმა და დაკავებული დეკანოზის ადვოკატებმა.

    პროკურორი დარწმუნებულია, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, რადგან მისი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ანგარებით მკვლელობას გეგმავდა.

    რაც შეეხება საკითხს, ვისგან შეიძინა მამა გიორგიმ მომწამვლელი ნივთიერება, ციანიდი პროკურორის თქმით ეს საკითხი , ცალკე საქმედ არის გამოყოფილი, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და დადგენილია, ის შესაძლო წრე, რომლისგანაც დეკანოზს ციანიდის შეძენა შეეძლო.

    „მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები იმის დასადგენად, თუ ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი და ცეცხლსასროლი იარაღი. თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ეცნობება

  • „გამამტყუნებელი განაჩენი იქნება კატასტროფა და სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის“ - მიხეილ რამიშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე

    ე.წ. ციანიდის საქმე - დღეს მოსამართლე განაჩენს გამოაცხადეს. დასკვნითი სხდომის დაწყებამდე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, შემდგომი ნაბიჯი სტრასბურგი იქნება:

    „თუ სამართლიან ქვეყანაში ვცხოვრობთ გამამართლებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს სასამართლომ, თორემ ეს იქნება კატასტროფა და სირცხვილი ჩვენი ქვეყნსითვის, თუ საქართველოში ვერ მივაღწიეთ სამართალს, სტრასბურგში წავალთ და მათი განაჩენი იქნება სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

  • ე.წ. ციანიდის საქმე - „პატრიარქმა მიმდინარე მოვლენებზე არაფერი იცოდა“ - თორნიკე მამალაძე

    ე.წ. ციანიდის საქმე - დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დღეს პატრიარქს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სასულიერო პირებმა გამოთქვეს სურვლილი აზიარონ დეკანოზი, თუმცა უწმინდესი ამის შესახებ საქმის კურსში არ არის:

    „პატრიარქმა მიმდინარე მოვლენებზე არაფერი არ იცოდა, არც მამა გიორგის ზიარებასთან დაკავშირებით, ამის ეჭვს ისიც მატებს, რომ პატრიარქს არ უკითხავს ჩემი არცერთი ბრალდების შესახებ, არც შორენა თეთრუაშვილზე, არც მეუფე იაკობთან და არც მამა დავით ჭინჭარაულთან დაკავშირებით, რომლებიც მე გამაჩნია“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური