თეთრიწყაროსა და მარნეულში ორი ბაღის მშენებლობა ფინანსდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 17:24
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ორი ბაღის მშენებლობა ფინანსდება. სოფლებში - ასურეთსა და ალგეთში მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ორივე პროექტისათვის ერთობლივად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. საბავშვო ბაღები 200 - მდე ბავშვზეა გათვლილი. მშენებლობის პროცესი ქვემო ქართლში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
წაკითხულია 522 ჯერ

Related items

  • 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

    ხუთი დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხის" ტელევიზია ავრცელებს.

    გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტის ცხედარი ტყეში, მისივე ავტომობილში აღმოაჩინეს. ბაჩალიაშვილს ბოლო დღეების განმავლობაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ეძებდნენ.

    ოჯახმა გოგოს გარდაცვალების შესახებ სულ რამდენიმე წუთის წინ შეიტყო. ახლობლების თქმით, ოჯახს ოფიციალური უწყებიდან ამ დრომდე არ შეხმიანებიათ.

    ბაჩალიაშვილის ახლობლები დღეს, 22 ივლისს თეთრიწყაროს რაიონში წავლას აპირებდნენ, რათა სამძებრო სამუშაოებში მიეღოთ მონაწილეობა. 

    ცხედარი, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც ბოლო 5 დღის განმავლობაში ძებნა მიმდინარეობდა. უცნობია, თუ რატომ ვერ მოხერხდა მისი აქამდე აღმოჩენა.

    შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.ოჯახის ინფორმაციით, მას თან მხოლოდ პირადი ნივთები - მობილური ტელეფონი, საფულე და პირადობის მოწმობა ჰქონდა წაღებული.

    წყარო: https://mtavari.tv/news/11135-23-clis-programisti-tetricqaros-tqeshi

  • კახა კალაძე - ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები შეჩერდება

    ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობები შეჩერდება- ამის შესახებ განცხადება, დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

    კახა კალაძის თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის. 

    კალაძის განცხადებით, არეალის განსავითარებლად შემუშავდება გეგმა და მანამ სანამ გეგმა არ იქნება მზად, მშენებლობები შეჩერდება. 

    თბილისის მერის განცხადებითვე, განაშენიანება შეწყდება და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დიღმის ჭალებშიც. 

  • თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა

    საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით,  სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიების დახურვაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გამოვიდნენ. 

    ფორუმის  პირველ ნაწილში საინვესტიციო გარემოს შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა. ესტონური ბიზნესდელეგაციისთვის პრეზენტაცია ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჩაატარა.  ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალი  კი ქართულ კომპანიებს ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კადრი სიმსონმა  გააცნო. 

    გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება, ბოლო პერიოდში გაიზარდა ესტონეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე იზრდება ტურისტული ნაკადი და ეს ფორუმიც იმის დასტურია,  რომ არის საკმაოდ მაღალი აქტივობა ესტონური კომპანიების მხრიდან. 

    ესტონეთის ბიზნესდელეგაცია საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება, მშენებლობა, ავეჯის წარმოება, კვების მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, გადაზიდვის მოწყობილობები, ტურიზმი, ბიზნესის საკონსულტაციო სექტორი, არქიტექტურა, თავდაცვა, ენერგეტიკა, იურიდიული კომპანიები და  ტელევიზია/გასართობი გადაცემები. 

    საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეთავაზების საფუძველზე ბიზნესფორუმზე 100-ზე მეტი ქართული კომპანია დარეგისტრირდა.  დაგეგმილია ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებს გაესაუბრონ და მათთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელონ. ესტონეთის ბიზნესდელეგაცია  29 წევრისგან  შედგება, რომლებიც მსხვილ ესტონურ კომპანიებს წარმოადგენენ.  

    აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო და ესტონეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. 

    2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემების შესაბამისად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 6%-ით და განისაზღვრა 7,29 მლნ. აშშ დოლარით.

    2016 წლის მონაცემებით, ესტონეთიდან საქართველოში შემოვიდა 18,66 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც 52%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

    იზრდება ტურისტების რაოდენობაც. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ესტონელი ვიზიტორების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

  • დღეიდან საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება

    თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება. 

    თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება და ჩატარდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდის - kids.org.ge-ს საშუალებით. 

    პირველი ეტაპი დაიწყება 2017 წლის 7 ივლისს, 13:00 საათზე. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

    რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 13:00 საათზე და რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში.

    აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაცია ფორმაში დაემატება ხუთი ახალი საბავშვო ბაღი, რომელთაც უკვე მიენიჭა ნომრები. ესენია: N33-ს საჯარო ბაგა-ბაღი - ვაშლიჯვრის დასახლება, ზონა 2; N69-ე საჯარო ბაგა-ბაღი - ჩიტაიას ქუჩა N6; N74-ე საჯარო ბაგა-ბაღი - პეკინის გამზირი N23; N113-ე საჯარო ბაგა-ბაღი ურეკის ქუჩა N4; სოფელ წინუბნის საბავშვო ბაგა-ბაღი - სოფელი წინუბანი.

  • საბურთალოზე, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

    საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
    შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური