34 449 გადამხდელს საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 17:20
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02.06.2016 -23.02.2017) დღემდე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, გადასახადის 34 449 გადამხდელს ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 1 451 705 992.00 ლარი. მათ შორის: ა) ნაწილით - 33 884 გადამხდელს 1 448 680 564.00 ლარი, ბ) ნაწილით - 551 გადამხდელს 3 016 760.00 ლარი, გ) ნაწილით - 14 გადამხდელს 8 668.00 ლარი.. აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის მაისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი - 2016 წლის 1 ივნისი). ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა: ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი; ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი. გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ნაწილი დარჩა უცვლელი). შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც თავისი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. ჩამოწერის პროცესი გრძელდება. შენიშვნა: ამ ცვლილებადე მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით 02.06.2016 წლამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 18 941 გადასახადის გადამხდელს ჯამში 1 104 279 889.73 ლარი, მათ შორის: ა) ნაწილით - 10 952 გადამხდელს 1 094 153 961.31 ლარი, ბ) ნაწილით - 918 გადამხდელს 5 124 844.92 ლარი, გ) ნაწილით - 7 071 გადამხდელს 5 001 083.50 ლარი.
წაკითხულია 978 ჯერ

Related items

  • "600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების მიმართ, ჯამში, მილიარდნახევრიანი დავალიანება გაუნულდება"

    საფინანსო სექტორთან მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად, მივედით შეთანხმებამდე, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფი, დაახლოებით, 600 ათასი ჩვენი თანამოქალაქის დავალიანების პორტფელს, მთლიანად გამოისყიდის და გაისტუმრებს ფონდი „ქართუ“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

    მისი თქმით, 2018 წლის 15-31 დეკემბრის პერიოდში, დავალიანება გაუნულდება მოვალეთა რეესტრში მყოფ ადამიანთა 95%-ს, რომელსაც შეადგენენ ის ადამიანები, ვისაც ბანკების, მიკრო და ონლაინ საფინანსო ორგანიზაციების წინაშე, ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში, დავალიანების ძირი თანხის სახით, 2 ათას ლარამდე აქვს დარჩენილი.

    როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საფინანსო სექტორისთვის ეს იყო ჩვეულებრივი ბიზნეს-ტრანზაქცია, ხოლო ფონდი „ქართუსთვის“ ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობის აქტი.

    „შესაბამისად, ყველანაირი განცხადება, რომ ერთი პატიოსანი გადამხდელის ფულით, ბიუჯეტიდან ფინანსდება სესხი, რომელიც სხვამ ვერ დაფარა, არის აბსოლუტური სპეკულაცია. მთავრობის როლი იყო ის, რომ ჩვენ ეს საკითხი მწვავედ დავაყენეთ, ვეძებდით ამ პრობლემის გადაჭრის გზებს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ საკითხის გადაჭრის ტვირთი, იკისრა ფონდმა „ქართუმ“, რისთვისაც ვუხდი მადლობას. ამავდროულად, მადლობას ვუხდით ბანკებს თანამშრომლობისთვის. არ იყო იოლი, რამდენიმე ათეული საფინანსო ინსტიტუტის ერთ მაგიდასთან დასმა და შეთანხმების მიღწევა. თუმცა, ამ შემთხვევაში, მათთვის ეს იყო ჩვეულებრივი ბიზნეს-ტრანზაქცია, ხოლო „ქართუსთვის“ იყო სოციალური პასუხისმგებლობის აქტი. ფონდმა „ქართუმ“ სრულად გაიზიარა ამ პრობლემის სიმწვავე და როგორც ყოველთვის და არაერთხელ, გვერდზე დაუდგა არა ჩვენს მთავრობას, არამედ ჩვენს ქვეყანას ამ პრობლემის გადასაჭრელად“,- აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. 

    როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ჭარბვალიანობა ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ეკონომიკის განვითარებისთვის.

    მისი თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში ისაუბრა, ხოლო შემდგომ, პრემიერ-მინისტრობისას, მან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები შემოდგომით გადაიდგმებოდა. 

    „ჭარბვალიანობის აღმოფხვრა არის სიღარიბის დამარცხების წინაპირობა. ეს განცხადება ეყრდნობოდა იმ მარტივ მოცემულობას, რომ დაახლოებით, 700 000 ადამიანამდე იყო ე.წ შავ სიაში. ეს არის, პრაქტიკულად, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედი. ეს მესამედი, რეალურად გამოთიშული იყო ეკონომიკურ ცხოვრებას. ეს იყო ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ეს არის სწორედ იმ უპასუხისმგებლო დაკრედიტების შედეგი, რომელზეც ვსაუბრობდით. ეს ვალი გროვდებოდა არა 10, 20 და 100 ათასი ლარის გაცემით, ეს ხდებოდა 300-500 და მაქსიმუმ 1000 ლარის ფარგლებში, სწორედ ამან გამოიწვია ჭარბვალიანობა. შესაბამისად, ე.წ. შავ სიაში ამ კრიტერიუმებით მოხვდა 600 ათასი ადამიანი. ჭარბვალიანობის ძირითადი ბირთვი სწორედ მათზე მოდის. ჯამში - ჯარიმები და ძირი, მილიარდნახევარი ლარია და ამ თანხას სრულად ფარავს ფონდი „ქართუ”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

  • კომპანიებს, რომლებმაც საქმიანობა დავალიანების გამო შეაჩერეს, საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერებათ - ბახტაძე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე ახალ საგადასახადო ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრა


    „ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გვქონდეს გამოუყენებელი აქტივები და შესაძლებლობები, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ინიციატივა 2011-2012 წლებში დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ამის გამო კომერციული საქმიანობა შეეჩერებინათ.“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

    პრემიერის თქმით, დავალიანებების დიდი ნაწილი დარიცხულია 2011-2012 წლებში, მაგრამ სისტემური მიდგომის შენარჩუნების მიზნით, მიღებულია 2013 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ამის გამო კომერციული საქმიანობა შეეჩერებინათ.

    „ვფიქრობთ, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, შეძლონ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას." - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

  • ბიზნესსექტორი საგადასახადო შეღავათების მყისიერ ეფექტს ელის

    თბილისი (GBC)  - ბიზნესსექტორი  საგადასახადო  შეღავათების მყისიერ ეფექტს ელის.

    მნიშვნელოვან ინიციატივებზე ყურადღებას ლევან სურგულაძე (ფინანსისტი, კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) ამახვილებს, რომლებიც  მიღებისთანავე, მყისიერად  დაიწყებს ეკონომიკის ზრდაზე მუშაობას.

    „ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა მისასალმებელია. მცირე მეწარმის სტატუსისთვის, ბრუნვის 5-ჯერ გაზრდილი  ზღვარი, ₾100,000- დან ₾500,000 -მდე, გაცილებით მეტ მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას, უპრეცედენტო შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლოს, რომელიც გადასახადის 5-ჯერ, ანუ 1%-მდე შემცირებას ითვალისწინებს, ხოლო უკვე რეგისტრირებულ მეწარმეებს უმცირებს საგადასახადო ტვირთს და უჩენს მეტ საბრუნავ კაპიტალს. და, შესაბამისად, ბიზნესის გაფართოების საშუალებას.

    ეს მნიშვნელოვანი სტიმულია, რომელიც უფრო მეტ მეწარმეს წაახალისებს,  გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდეს, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ეკონომიკის ისე საბიუჯეტო შემოსავლების, ასევე ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის  ხვედრითი წილის  ზრდას.

    ასევე მნიშვნელოვანი ბენეფიტია  საგადასახადო აღრიცხვა/რეპორტინგის რადიკალური გამარტივება და   გადასახადის ავანსის სახით გადახდის წესის გაუქმება. აქვე, უნდა აღინიშნოს დღგ-ს გადამხდელად დადგომის არჩევანი და დღგ-ს ჩათვლა / ზედმეტობის რამოდენიმე დღეში უკან დაბრუნების შესაძლებლობა“, - აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

    ფინანსისტი  ავტომობილების (რე)ექსპორტის ხელშეწყობას  და  ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს, აქციზის 100%-ის უკან დაბრუნების ინიციატივასთან დაკავშირებით.

    „სატრანსპორტო საშუალებების (რე)ექსპორტს მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს ახალი ინიციატივა, ავტომობილების იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან (განბაჟება) 90 კალენდარული დღის ვადაში ექსპორტისას, რა შემთხვევაშიც გადახდილი აქციზის თანხა გადამხდელს 15 დღეში სრულად (100%) უბრუნდება.

    მოგეხსენებათ, საქართველო გამოკვეთილად იძენს რეგიონალური საავტომობილო „ჰაბის“ ფუნქციებს. იმპორტირებული ავტომობილები, მათ შორის დაზიანებული, მათი აღდგენის  შემდეგ რეექსპორტზე გადის მეზობელ ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვან სავალუტო შემოსავალს ტოვებს ქვეყნის ეკონომიკაში.

    მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 90 დღე ყოველთვის არ იყო საკმარისი ასეთი ავტომობილების აღსადგენად, რეექსპორტისთვის მოსამზადებლად და სარეალიზაციოდ. ახალი ინიციატივით,  90 დღის ამოწურვის შემდეგ, ავტომობილი  შესაძლოა („დროებით“) განბაჟდეს და დამატებითი 90 დღის განმავლობაში დასრულდეს მისი რეექსპორტისთვის მომზადება და რეალიზაცია.

    ახალი ინიციატივით, სააქციზიო გადასახადისგან 3 წელში ერთხელ თავისუფლდება, ავტომობილები, რომლებიც იმპორტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პირადი გამოყენებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც სოციალური, ისე , ავტოიმპორტიორების ბიზნესის თვალსაზრისითაც.

    ნინო შუბითიძე

    http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=99338

     

  • საგადასახადო ოფიცრებმა უაქციზო ლიმონათი აღმოაჩინეს

    შემოსავლებისა სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმის განყოფილების ოფიცრების მიერ, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის - აულკოჰოლო სასმელი (ლიმონათი - 327 ბოთლი), აქციზური მარკის გარეშე მიწოდების ფაქტი გამოვლინდა. საქონლის საცალო-სარეალიზაციო ღირებულებამ ჯამში 83.5 ლარი შეადგინა.
    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მოთხოვნების დამრღვევი მოქალაქის წინააღმდეგ,  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2883 მუხლის შესაბამისად შედგა (NCB722400) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

  • საგადასახადო სამართალდარღვევის 776 ფაქტი გამოვლინდა

     28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 776 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 6,595 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 58 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 64 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 654 ფაქტი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური