,,წამებში მივხვდი, რომ ვერ გაჩერდებოდა" - რა შეემთხვა ინგა გრიგოლიას?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 25 თებერვალი 2017 23:31

ჟურნალისტი და  ტელე-წამყვანი ინგა გრიგოლია ავარიას გადაურჩა. ამის შესახებ ტელე-წამყვანი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს:

ინგა გრიგოლია: "ეხლა მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა, სიკვდილს რომ ჩახედავ თვალებში. გამოვედი სამსახურიდან...გადმოვდივარ გადასასვლელზე. ჩემი გზაა, მწვანე ანთია, მოვდივარ და ვფიქრობ გადაცემის ინტერაქტივის გაფორმებაზე... არსაიდან უეცრად გამოვარდა აწყვეტილი მანქანა, წამებში მივხვდი, რომ ვერ გაჩერდებოდა. კივილი, მუხრუჭების საშინელი ხმა და ინსტიქტურად სადღაც გადავხტი. მოკლედ გადავრჩი. მას არც კი გაუჩერებია. მერე რა, რომ ჩემი გზა იყო და არა მისი, ხმამაღლა შემაგინა და გავარდა. ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, ყველაზე დაუცველები, ამ თავხედი ტიპების ხელში, ფეხით მოსიარულე ადამიანები ვართ. მეგონა ვიცოდი, რა იყო შიში. თურმე არ მცოდნია და დღეს აღმოვაჩინე, რაც ყოფილა სინამდვილეში". წერს ინგა გრიგოლია.

წაკითხულია 9173 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაშავებული სამხედროები მოინახულა

    ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ მოინახულა.

    თავდაცვის მინისტრის მოადგილე პირადად გაესაუბრა სამხედროებს და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ზაალ კაპანაძის განცხადებით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სამოქალაქო მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა. საავადმყოფოში გადაყვანილი 15 სამხედრო მოსამსახურიდან 6 მალევე გაეწერა, ხოლო დანარჩენი სამხედროები, რომლებსაც მსუბუქი ტრავმები აღენიშნებათ სამედიცინო დაწესებულებას უახლოეს დღეებში დატოვებენ.

    შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

  • კლიენტების გაკოტრების ახალი ქართულ-ამერიკული პირამიდა

    კლიენტების გაკოტრების ახალი ქართულ-ამერიკული პირამიდა: ,,ფორვარდერი“ და ,,ატლანტიკ ექსპრესი“ დაზარალებულ ავტომფლობელებს უსახლკაროდ ტოვებენ

    „ატლანტიკ ექსპრესი“ მიხვდა, რომ საზღვაო ხაზებს ვალს ვერ უხდიდა, ამიტომ ამერიკიდან საქართველოში გამოგზავნილი დაახლოებით 500 ავტომობილი ქართულ პორტებში გააჩერა და კლიენტებს აღარ გაატანა. ავტომობილთა კლიენტები კი ქართველი, სომეხი და აზერბაჯანელი ფიზიკური პირები და დილერები იყვნენ, რომლებსაც თანხა კომპანიისთვის ბოლო კაპიკამდე ჰქონდათ გადახდილი. ,,ატლანტიკ ექსპრესი“ მალე იმასაც მიხვდა, რომ მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის მეშვეობით, აღნიშნულ თანხებს ვერ შეაგროვებდა ამიტომაც, გაჩნდა სერიოზული ეჭვი იმისა, რომ ,,ატლანტიკ ექსპრესმა“, კანონის გვერდის ავლით და კლიენტთა დაზარალებით, ,,ფორვარდერთან საიდუმლო გარიგება დადო, რომლის მიზანი შეჭმული თანხების კლიენტებისგან ამოღება და ამ გზით დანაკლისის დაფარვა იყო. ამასობაში ,,ფორვარდერმა“ გამოაცხადა გაკოტრების შესახებ და ოფისი დაკეტა, მალე, ქართულ-ამერიკული კომპანიების მაქინაციური გეგმა ამოქმედდა, რომლის შედეგებიც, საკუთარ ტყავზე, მწარედ იგემეს ,,ფორვარდერის“ და „ატლანტიკის“ კლიენტებმა.

    როგორც აღმოჩნდა, პორტში მისულ კეთილსინდისიერ მყიდველებს ,,ატლანტიკ ექსპრესი“ დამატებით დიდ თანხებს სთხოვდა (500 – 3000 დოლარიდან ზემოთ, მანქანის მათ მიერვე განსაზღვრული ღირებულებიდან გამომდინარე). იმ შემთხვევაში, თუ მანქანის მფლობელი ,,შეწერილ“ თანხას არ ან ვერ იხდიდა, რუსულ-ამერიკული კომპანია Atlantic Express-ი ასეთ ავტომობილებს ხელმეორედ ყიდდა, თაღლითურად ამოღებული თანხებით კი კომპანიის დაგროვილ ვალებს იხდიდა.

    იმ კლიენტების რაოდენობა, რომლებმაც მთლიანი თანხის დაკარგვის შიშით, სოლიდური თანხები გადაიხადეს, საკამოდ დიდია. თუ მანქანის შესაძენი ღირებულება 8 000 -10 000 დოლარს აჭარბებდა, შემძენი, იძულების წესით, კიდევ დაახლოებით 2 000 დოლარს იხდიდა, რომ ამერიკიდან გამოგზავნილი, ქართულ პორტში ,,დაპატიმრებული“ მანქანა, ბოლოს და ბოლოს, სახლში წაეყვანა. ,,ფორვარდერის“ კლიენტთა დიდ უმრავლესობას ეჭვი აქვს, რომ ქართული და ამერიკული რუსული კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ კეთილსინდისიერ შემძენთა ხარჯზე, რომლებსაც ავტომობილები იპოთეკური თუ სალომბარდე კრედიტებით აქვთ შეძენილი. ზოგიერთმა მათგანმა კომპანიების კრიმინალური გარიგების შედეგად უკვე 30-50 000 დოლარზე მეტი დაკარგა.

    “ჯორჯიან თაიმსი“ ზოგიერთ დაზარალებულ კლიენტს დაუკავშირდა. ერთ-ერთი მათგანი, ლადო გურგენიძე აცხადებს, რომ ,,ფორვარდერს“ ავტომობილი ჯერ კიდევ 2 თვის წინ შეუკვეთა და კარგა ხნის წინ უნდა ჩაბარებოდა.

    - ავტომობილთა ტრანსპორტირებისათვის დამატებით თანხას ამერიკული კომპანია გვთხოვს. მეუბნებიან, რომ ქართულ კომპანიას ტრანპორტირების თანხები ,,შეუჭამია.“ მეგონა, ფული ჩავრიცხე, ყველაფერი რიგზე მქონდა, მაგრამ ჩემი ავტომობილი ჯერ კიდევ „ატლანტიკის“ ამერიკის საწყობში დგას. ვურეკავ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც მეუბნებიან, რომ „ფორვარდერს“ 250 000 დოლარი აქვს მათი ვალი და სანამ არ გადაიხდის, მანქანას ვერ გამოგიგზავნითო. არიან კლიენტები, რომელთა მანანები საერთოდ დაკარგულია. გავიგეთ, რომ ,,ფორვარდერის“ კრიმინალურ საქმიანობას ფინანსურ პოლიცია იძიებს, თუმცა სიტუაცია ძალიან გაუგებარია. ,,ფორვარდერი“ ამბობს, ამერიკელების ვალი არ გვაქვსო, ,,ატლანტიკ ექსპრესი“ კი - პირიქით. მე 3 000 დოლარი მაქვს გადახდილი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც 15-20-50 000 დოლარი აქვს გადარიცხული. ზოგს ამ ბიზნესში სახლი აქვს ჩადებული. გამოდის, რომ ეს ადამიანები, მათი ფინანსური მაქინაციების გამო, გამო, ხვალ ქუჩში აღმოჩნდებიან! - აცხადებს ლადო გურგენიძე.

    „ჯორჯიან თაიმსი“ სხვა დაზარალებულებსაც დაუკავშირდა, რომელმაც, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს:

    -კომპანიაში მივდივარ და დაკეტილია, ტელეფონზე არ გვპასუხობენ, ყველა თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას. შუამდგომლები, რომელთა მეშვეობითც შევისყიდეთ მანქანები, ფინანსურ კრახამდე ორი თვით ადრე წავიდნენ კომპანიიდან. პასუხის გამცემი არავინაა, დირექტორი კი გვემალება!..

    -ორი მანქანა შევიძინე, ერთი დაახლოებით სამი თვის და მეორე - სამთვენახევრის წინ. ორივე დაახლოებით 5 000 დოლარამდე დაჯდა. როცა ვუკავშირდებოდი მპასუხობდნენ, რომ რაღაც პრობლემები ჰქონდათ და მალე ჩაიტვირთებოდა მანქანები. ბოლოს გავიგე, რომ კომპანიას მართლაც სერიოზული პრობლემები ჰქონდა. თუ არ ვცდები, მათ დავალიანება ჰქონდათ ამერიკაში და მანქანები იმიტომ დაიტოვეს, რომ ამით თანხა გადაახდევინონ. ერთი ავტომობილი საქართველოშია შემოსული და ვერ გამომყავს მაგის გამო, რომ თანხაა ზედმეტად გადასახდელი, სადღაც 400-500 დოლარამდე,

    კომპანიის დირექტორს ველოდები, ვესაუბრე და მითხრა, რომ სარჩელი ,,ატლანტიკ ექსპრესზე“ პროკურატურაში შეიტანა. არ შეუძლიათ მანქანები გააჩერონ ამერიკაშიო, მე სხვა ვალი მაქვს მაგათიო... ვერაფერი გავიგე, თუმცა მეც ცუდ მდგომარეობაში ვარ, რადგან ეს მანქანები კლიენტებისთვის შევიძინე. ისინი კი ან თანხას მთხოვენ, ან - მანქანებს.“- აცხადებს ჩვენთან საუბარში დაზარალებული.

    -კარგა ხანია დაზარალებულები დამნაშავეს ვეძებთ. ოფიციალურ პასუხს არც პროკურატურა გვაძლევს და არც კომპანიები. ყველა ისე ვაგროვებთ ინფორმაციას, როგორც შეგვიძლია. ამ ძიება-ძიებაში ერთ დასკვნამდე მივედით: ,,ფორვარდერი“ და ,,ატლანტიკ ექსპრესი“ გარიგებულები არიან კლიენტების ხარჯზე და ჩვენგან წაგლეჯილ ფულს შუაზე იყოფენ. სხვა დასკვნის გამოტანა ძნელია. თუ ეს ორი კომპანია ერთმანეთში ვერ შეთანხმდა და ბიზნესში პრობლემები გაუჩნდათ, რა შუაშია კლიენტები, რომლებსაც ავტომანქანის შესაძენი ფული კეთილსინდისიერად ჰქონდათ გადახდილი? - კითხულიბს ,,ჯორჯიან თაიმსთნ“ საუბრისას კიდევ ერთი დაზარალებული.

    - ამდენი კლიენტის დაზარალება მხოლოდ ერთი გზით შეიძლება: ეს არის ,,ფორვარდერის“ და ,,ატლანტიკ ექსპრესის“ ძალზე კარგად გააზრებული და დახვეწილი სქემა, რომლის მიხედვითაც ზარალდება მხოლოდ უდანაშაულო კლიენტი, მოგებას კი, სრულიად უკანონო გზით იღებენ კომპანიები. ნაცვლად იმისა, რომ ამ მექანიზმის მომფიქრებელი კომპანიის ხელმძღვანელები ისხდნენ ციხეში უკანონოდ გამდიდრების მუხლით, ისინი დღემდე გადასარევად გრძნობენ თავს და აგრძელებენ კლიენტთა გაკოტრებას. როგორც ქართული ,,ფორვარდერის“, ისე ამერიკული ,,ამერიკან ექსპრესის“ (იგივე „ატლანტიკ ექსპრესი“) საქმიანობით უნდა დაინტერესდნენ სამართლდამცავი ორგანოები საქართველოშიც და ამერიკაშიც. ამას მოვითხოვთ ორივე კომპანიისგან დაზარალებული უამრავი კლიენტი.

    „ჯორჯიან თაიმის“ შეეცადა კომპანია "ფორვარდერს“ ოფიციალურ საიტზე მითითებულ ნომერზე დაკავშირებოდა, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არავინ უპასუხა. ასევე, შევეცადეთ დავკავშირებოდით კომპანია “ატლანტიკ ექსპრესს“. დიდი ძალისხმევის შემდეგ მოვიძიეთ კომპანიის წარმომადგენლის საკონტაქტო ნომერი, თუმცა, არ გვიპასუხა. ბოლოს, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ვთხოვეთ ,,ჯორჯიან თიმსისთვის“ განემარტა, როგორ აპირებდნენ კომპანიები შემნილი პრობლემების გადაჭრას:

    -ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვერც ჭორებს ავყვები. ნებისმიერი კითხვით მიმართეთ საგამოძიებო ორგანოებს, კონკრეტულად კი - ფინანსურ პოლიციას.

    დღეისათვის კომპანია ,,ფორვარდერის“ ოფისი დაკეტილია. სასოწარკვეთილ ბიზნესმენებსა და კლიენტებს ვერც კომპანიაში და ვერ ფინანსურ პოლიციაში კონკრეტულ პასუხს ვერავინ სცემთ, როდის დაუბრუნდებათ, ან დაუბრუნდებათ თუ არა ოდესმე ნაყიდი მანქანები ან გადახდილი ფული.

    ავტორი : geotimes.ge

  • საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის სამოქმედო პროგრამა წარადგინა

    თბილისში, დედა ენის ბაღში საქართველოს მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა ქართული მედიისა დასაზოგადოების წინაშე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილის სამოქმედო პროგრამა წარადგინა. პრეზიდენტობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილმა პირმა, საინიციატივო ჯგუფის წევრმა, პუბლიცისტმა ზაურ ნაჭყებიამ ჟურნალისტებს გააცნო თეიმურაზ შაშიაშვილის წინასაარჩევნო სტრატეგია. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი გახლდათ ისიც, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი პირადად არ ესწრებოდა საინიციატივო ჯგუფის შეკრებას. ზაურ ნაჭყებიამ ისაუბრა წარდგენილი კანდიდატის მოტივაციებზე და სამოქმედო პროგრამის შესახებ, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის გამთლიანებასა და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით, თეიმურაზ შაშიაშვილი არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პრინციპული პიროვნება და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მას გააჩნია ყველა ის თვისება, რაც აუცილებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის.
    საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა: პროფესორმა კობა კობალაძემ, ცნობილმა მუსიკოსმა გელა ფარჩუკიძემ, პროფესორმა ნინო ჟვანიამ, ახალგაზრდული გუნდის ლიდერმა კრისტინე ჩაჩხიანმა, ჟურნალისტმა ლელა ებრალიძემ ისაუბრეს კანდიდატის უპირატესობებზე, თეიმურაზ შაშიაშვილის პიროვნებაზე, მის საპრეზიდენტო გეგმებსა და სტრატეგიაზე.
    გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია, დაიმსხვრეს საარჩევნო ტექნოლოგიებად ჩამოყალიბებული მახინჯი პრაქტიკა და მათ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა უნდა იმუშაოს ამომრჩევლის უანგარო მხარდაჭერის მიღებაზე. მათი აზრით, ასეთი ელექტორატის დეფიციტს ქართული საარჩევნო სივრცე არ განიცდის, მთავარია მათთან დროული, სწორი და გულწრფელი კომუნიკაცია.
    პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი უახლოეს დღეებში უკვე თავად წარსდგება საზოგადოების წინაშე და ისაუბრებს ახალი სტანდარტის საარჩევნო სტრატეგიაზე, რომლის განხორციელებასაც თითოეულ მხარდამჭერთან ერთად აპირებს.

  • „აპაჩების“ საბრძოლო სროლები „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში
    მრავალეროვნულ წვრთნაში „ღირსეული პარტნიორი“ ამერიკული შემტევი ავიაცია საბრძოლო სროლებში წელს პირველად ჩაერთო. ვაზიანის მე-11 სასროლეთზე AH-64 „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენებმა კომბინირებულ საბრძოლო სროლებში მიიღეს მონაწილეობა. ქართულ და ამერიკულ ჯავშანტექნიკას საბრძოლო ვერტმფრენებმა ახლო საცეცხლე მხარდაჭერა აღმოუჩინეს.
    სწავლებაში მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა, აშშ-ის II საკავალერიო პოლკის საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლები“ და „აბრამსის“ ტიპის ტანკები. პირობითი მოწინააღმდეგის მიმართულებით ცეცხლი ყველა სახის შეიარაღებიდან გაიხსნა.
    მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. წლევანდელი სწავლების მიზანია სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.
  • თბილისში გაიმართა მ. კვარაცხელიას წიგნის „ადიდასი, მერსედესი, ფეხბურთი“ პრეზენტაცია

    13 მაისს „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ამჟამად UEFA-ს ოფიცრის მამუკა კვარაცხელიას ახალი წიგნის „ადიდასი, მერსედესი, ფეხბურთი“ პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ავტორს მორიგი წარმატებები უსურვეს ქართული სპორტის გამოჩენილმა მიმომხილველმა, ქართველი ებრაელების საამაყო შვილმა ბატონმა ჯამლეტ ხუხაშვილმა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ პაჭკორიამ.
    წიგნის ავტორის თქმით, ეს ნაშრომი მისი ინტერესის დაკმაყოფილებას წარმოადგენს. „ყოველთვის მაინტერესებდა რატომ ჰქვია ადიდასს „ადიდასი“, მერსედესს „მერსედესი“ და ა. შ. როდესაც გერმანიაში ვიყავი მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში, ამ ყველაფრის დაბადების აკვანთან მივედი, მოვიძიე ფაქტები, გადავიღე ფოტოები და დავიწყე ამ წიგნზე მუშაობა“, - აღნიშნა ავტორმა.
    როგორც მ. კვარაცხელიამ განაცხადა, სწორედ გერმანიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში გახდა ამ წიგნის დასაწერად შთაგონების წყარო. „ამ გათამაშებაზე თითქმის ყველა თამაშს დავესწარი და ლამის მივმართე FIFA-ს, რომ ყველა მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიაში ჩაატარეთ-თქო. ფაქტობრივად მეც გერმანელი გავხდი. მსოფლიო პირველობის დღეებში რამაც ყველაზე მეტად გამაოცა იყო გერმანელების სითბო. ყველა დეტალი ჩემპიონატიდან მოთხრობილია წიგნში. რამდენიმე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე მაქვს პატარა ჩანაწერები და მაქვს სურვილი ერთ წიგნად გავაერთიანო, თუმცა გერმანიაზე იმდენად დიდი მასალა მქონდა მინდოდა ცალკე წიგნად ყოფილიყო გამოშვებული“, - აცხადებს მ. კვარაცხელია.
    მისივე თქმით, წიგნის პრეზენტაცია 13 მაისს საგანგებოდ დაამთხვია, ვინაიდან ამ დღეს ქართულმა ფეხბურთმა დიდ გამარჯვებას მიაღწია. „13 მაისი ჩვენს გულში ყოველთვის იყო არის და იქნება. ვერ აგიღწერთ ეს რა დღე იყო. დღეს რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი დავიბრუნოთ დაახლოებით ამ დონის სიხარული იყო 13 მაისი“, - დასძინა წიგნის ავტორმა.
    შეგახსენებთ, რომ გარდა ზემოთჩამოთვლილი ფაქტებისა, წიგნში გამახვილებულია ყურადღება არა მარტო ქართულ ფეხბურთზე, არამედ საქართველოს ისტორიაზეც.
    წიგნი გამოიცა სპორტულ ჟურნალისთა ასოციაციის დახმარებით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ცნობილი ქართველი ჟურნალისტები, რომლებსაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ ავტორთან. ასევე სპორტსმენები და ქომაგები.

    გიორგი ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური