მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები სასულიერო პირზე ზეწოლის განხორციელებას არ გამორიცხავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 25 თებერვალი 2017 13:16

მამა  გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, პროკურატურის მიერ ე.წ. მატროსოვის ციხიდან სასულიერო პირის დაკითხვის გარეშე წამოსვლას აკრიტიკებს. მისი თქმით, არანაირი ნორმების დარღვევა არ მოხდებოდა.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, მამა გიორგი მამალაძე შესაძლოა, ორშაბათსაც არ დაკითხონ.  

„გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, ეჭვი იმისა, რომ მამა გიორგი მამალაძის მიერ მისაწოდებელი ინფორმაცია შესაძლებელია იმდენად მნიშვნელოვანი იყოს, ამ შაბათ-კვირას, როცა ჩვენ დაცვის მხარე ვერ მოვახერხებთ მასთან შესვლას და მის უსაფრთხოებას ჩვენი თვალით ნახვას, რაიმე სახის ფსიქოლოგიური ან რაიმე სახის ზეწოლა მოხდეს,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მამა გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოება დაიცვან. 

წაკითხულია 601 ჯერ

Related items

  • სუს-მა ოთარ აბესაძის ადვოკატს საქმის მასალები გადასცა

    ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმის მასალები მიიღო, მათ შორის არის სამი დისკი. 
    როგორც ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ჯერ საქმეში არსებულ მასალებს არ გასცნობია, არ იცის მისი შინაარსი და არც ის, თუ რა არის ასახული დისკებზე. ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ჯერ ცნობილი არ არის თუ რომელ საათზე წარუდგენს გამოძიება ბრალს ოთარ აბესაძეს, თუმცა როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალის წარსადგენად გამოძიებას დრო 22.00 საათამდე აქვს. 
    ”ოთარ აბესაძეს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, ვინაიდან გუშინ ემოციურად საკმაოდ რთულად იმყოფებოდა. დღეს მე ის არ მინახავს. მირჩევნია გავეცნო საქმის მასალებს და მას ბრალის წარდგენის დროს ვნახავ. გუშინ საქმესთან დაკავშირებით მასთან არ მისაუბრია, რადგან მძიმე ფონი ჰქონდა”, - აღნიშნა ირმა ჭკადუამ. 

  • გიორგი ფანცულაია - ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ნატრიუმის ციანიდი უპირველესად ოქრომჭედლობაში გამოიყენება

    ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ნატრიუმის ციანიდის უპირველესი დანიშნულება ოქროს გამოყვანაა, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა. 

    როგორც მან აღნიშნა, პროკურატურას გამოძიების ეტაპზეც კი არ დაუსვამს ექსპერტებისთვის კითხვები ციანიდის ოქრომჭედლობაში გამოყენების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მამა გიორგი მამალაძე საკუთარ ჩვენებაში ამბობს, რომ აღნიშნული ნივთიერების შოვნა, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა ოქრომჭედლისთვის სთხოვა. 

    "დაკითხულ ექსპერტებს შორის იყვნენ თსუ-ს პროფესორ-აკადემიკოსები, რომლებმაც ჩაატარეს ქიმიური კვლევები იმ ნივთიერებაზე, რომელიც ჩაუდეს დეკანოზ გიორგი მამალაძეს. მოწმეებმა თქვეს, რომ ნატრიუმის ციანიდის უპირველესი დანიშნულება არის ოქროს გამოყვანა. დეკანოზმა გამოძიებას 60 ფურცელზე მეტი ჩვენება მისცა, იმიტომ რომ მისი ჩვენების საფუძველზე პროკურატურას ჩაეტარებინა რეალური გამოძიება. ჩვენებაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილმა ციანიდის შოვნა ოქრომჭედლისთვის სთხოვა. პროკურატურას კი არცერთი ექსპერტისთვის არ უკითხავს, გამოძიების პერიოდში გამოიყენება თუ არა ეს ნივთიერება ოქრომჭედლობისთვის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება მხოლოდ ერთადერთ, წინასწარ დაკვეთილ ვერსიაზე მუშაობდა და ყველა სხვა დანარჩენი ვერსიის გარშემო, მათ შორის ბრალდებულის ჩვენების საფუძველზე გამოკვეთილ ვერსიაზე კითხვებსაც კი არ სვამდა", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

    რაც შეეხება ვიდეოკადრებს, ადვოკატის თქმით, ექსპერტებმა ამ მიმართულებითაც დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვანი დეტალები დაადასტურეს. 

    "როცა საუბარია ჩანაწერებში შორენას „მარილზე გაშვებაზე“ და იქ ეს წინადადება თავიდან ბოლომდე იკითხება ასე "შორენა წავა მარილზე, ვინაიდან მამა გაბრიელს მასზე აქვს ნაწინასწარმეტყველება, რომ ის გაგიჟდება და საპატრიარქოში არ შეუშვებენ", ჩვენ დავუსვით ექსპერტებს კითხვა, არის თუ არა ამ წინადადებაში წყვეტა ან ხელოვნური მანიპულაცია, რაზეც ექსპერტებმა თქვეს, რომ ეს არის ერთი წინადადება და სიტყვა მარილი გამოყენებულია იმ წინადადებაში, სადაც საუბარია შორენა თეთრუაშვილისთვის მამა გაბრიელის წინასწარმეტყველების ახდენაზე", - აღნიშნა დეკანოზის ადვოკატმა.

  • "პატრიარქი მზად იყო გამოეშვათ" - დეკანოზ მამალაძის ძმა

    ე.წ. ციანიდის საქმე - ბრალდებული დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მზად იყო მამა გიორგი მამალაძის თავდებით გათავისუფლება მისი შუამდგომლობით მომხდარიყო. ამის შესახებ დეკანოზის ძმამ გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:

    „როდესაც პატრიარქი ჩამობრძანდა გერმანიიდან, პირველივე დღეს ჩვენი ადვოკატები შეხვდნენ პატრიარქს, პატრიარქმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მამა გიორგის დანაშაულში ეჭვი შეაქვს, პატრიარქმა დააფიქსირა ის პოზიცია, რომ მის უდანაშაულობაში ეჭვი არ შეაქვს და ჩვენს ადვოკატებს უთხრა, რომ მამა გიორგი არ უნდა იყოს ციხეში, მამა გიორგი უნდა გათავისუფლდეს თავდებით, შეეკითხა ადვოკატებს იურიდიულად როგორ ხდება. ჩვენმა ადვოკატებმა აუხსნეს როგორც ხდებოდა და პატრიარქს სურდა, რომ მამა გიორგი გამოსულიყო თავდებით. ჩვენმა ადვოკატებმა აუხსნეს, რომ პატრიარქის შუამდგომლობით შეიძლებოდა მამა გიორგის თავდებით გამოსვლა, რაზეც პატრიარქმა მათ დაუფიქსირა მზადყოფნა. ადვოკატების გამოსვლის შემდეგ, რატომღაც დაგვიბლოკეს პატრიარქთან შეხვედრა, აღარ გვახვედრებენ მასთან და მეუფე დიმიტრისთან“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

    თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზის ადვოკატებსა და ახლობლებს პატრიარქთან შეხვედრის უფლებას მეუფე იაკობი არ აძლევს. იგი აღნიშნულს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ საპატრიარქოში აღმოჩენილ დარღვევებს უკავშირებს.

  • გიორგი ფანცულაია მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე საუბრობს

    მამა გიორგი მამალაძე უკვე მესამე დღეა შიმშილობს და ძალიან დაუძლურებულია, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დეკანოზის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 
    „ის ძალიან დაუძლურებულია, უკვე მესამე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არაერთხელ აღვნიშნე, აქამდეც არ იყო სახარბიელო და დღეის მდგომარეობით კიდევ უფრო რთულია. საუბრის კუთხით ჯერჯერობით ადეკვატურია და მას საუბარი შეუძლია. ექიმები ნახულობენ, ვერ ვიტყვი რომ არ ნახულობენ, არის პერიოდული კონსულტაცია“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 
    მან ასევე მიმართა სასულიერო პირებს, რომ მამა გიორგი მამალაძეს უნდა მათთან შეხვედრა. „ძალიან მინიმალური მოთხოვნაა - სულიერი ძმა ამბობს, რომ მნახეთ და ჩემი მოისმინეთ. თქვენი სულიერი ძმა, რომელთან ერთადაც ერთი ბარძიმიდან ეზიარებით, ამბობს რომ მნახეთ და მოისმინეთ ჩემი“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 
    მისივე თქმით, თუ სასულიერო პირებს არ სჯერათ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შიმშილობს, მოვიდნენ და ნახონ ის. „მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი ვამბობ, რომ ის შიმშილობს. ეს დაფიქსირებულია სასჯელაღსრულების მე-9 პენიტენციური დაწესებულების შესაბამის წერილში, რომელიც მე ამ დილით ჩამბარდა“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. 

  • მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მივიდნენ (ვიდეო)
    ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში რამდენიმე წუთის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები შევიდნენ. ისინი. სავარაუდოდ, მეუფე დიმიტრის შეხვდებიან. ეპარქიის შენობაში შესვლამდე მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს. დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით არის დაკავებული. საქმეზე გამოძიება 18-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური