ალბათ გამისკდება გული და დავისვენებ - მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 11:58

ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასათიანის ქალიშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. 18 წლის ნუცა მახვილაძე საფრანგეთში ცხოვრობდა და სწავლობდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. მაია ასათიანი შვილთან წუხელ გადაფრინდა. სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტელეწამყვანს შვილის გარდაცვალების გამო "ფეისბუქზე" უამრავი ადამიანი უსამძიმრებს.

პეტრე კოლხი: 
მაია, მეც მკვდარი ვარ!

სალომე ასათიანი: ასეთ დროს სიტყვები მართლა არ არის. მარტო საშინელი უსამართლობის განცდა. მთელი გულით თანავუგრძნობ მაიას. ნეტავი რამით მაინც შემეძლოს დახმარება.

შორენა ბეგაშვილი: 
მაია ვერ ვჩერდები, ისე ვტირივარ. შენს გვერდზე ვარ და როგორ მესმის შენი

კახა მამულაშვილი: მაია, მეც მკვდარი ვარ!.

თათია შარანგია: უსამართლობა!!! სიცივე!!!! სისასტიკე!!!!!!!!!

ნიკა გვარამია: 
ამ ქვეყნად ყველაზე დიდი უსამართლობა ბავშვების სიკვდილია

ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩემი და მაიას დიალოგი დაახლოებით ორი თვის წინ. გვიხაროდა ბავშვები ერთად რომ სწავლობდნენ და საუბარს ავტომატურად ემოციებიც მოჰყვა.

მაია- ნანუ, ბავშვი რომ წავიდა როგორ შეეგუე, არ გაგიჭირდა?
მე - ძალიან მენატრებოდა.
- მაგას არ გეკითხები, აი რამე რომ დაჭირდეს, ავად გახდეს და უცებ იქ არ ვიყო....

მარტო ეს დიალოგი მიტრიალებს თავში ეს ორი დღეა!!!

გოგა ჩანადირი: ნუცა დაიღუპა, 18 წლის უსაყვარლესი გოგო, მაია ასათიანის შვილი. არ ვიცი, მწუხარება როგორ გამოვხატო. არ მყოფნის სიტყვები. ვილოცებ, რომ ნუცას სული ცათა სასუფეველში იყოს, მაიამ კი ტკივილი დაძლიოს. ვწუხვარ, რომ ასე მოხდა

მერაბ მეტრეველი:
 რა საშინელებაა! ანავინ უნდა გამოსცადოს ასეთი რამ! 

რატი დურგლიშვილი: ალბათ გამისკდება გული და დავისვენებ. მთელი სულით, შეგნებით, გულით, ჩემს უდიდეს მეგობარს და არამარტო ჩემს მეგობარს, მთელი საქართველოს მეგობარს ვუსამძიმრებ

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი: უფალს ანგელოზები თავისთან ზეცაში აჰყავს მშობლები რომ ზეცისკენ აახედოს..

ქეთი ქარდავა: 
აუუუ!!! რა არის ეს!!!!! ასე არ უნდა ხდებოდეს!!! არ შეიძლება!!! რა დაუნდობელია ეს ცხოვრება!!! ვუსამძიმრებ მაიას, ირაკლის, ნუცას ახლობლებს, მეგობრებს , რუსთავი2-ს . უდიდესი ტკივილი და ტრაგედიაა.

სოფო ნიჟარაძე: არ ვიცი რა დავწერო, რა ვთქვა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვარ დამუნჯებული... ვუთანაგრძნობ მაიას, გაძლებას ვუსურვებ... არავინ არ უნდა გამოცადოს ეს ტკივილი 

აკა სინჯიკაშვილი: მთელი გულით ვწუხვარ მაია ასათიანის შვილის გამო, გული მომიკვდა, სულ პატარა სიცოცხლე გაფრინდა, ღმერთმა დაიფაროს ყველა ბავშვი, ჩემებიც, თქვენებიც და მტრისაც,  რამდენი ბავშვის სიცოცხლის გადარჩენაც ვერ მოვასწარი, ან ვერ შევძელი, ყველა გულში მყავს და მთელი ცხოვრება გამყვება, ღმერთო ნუღა იზამ ამას, ბავშვები ამას არ იმსახურებენ, ნეტავ როგორ იძინებენ ის ადამიანები, ვინც ნიშნის მოგებით წერეს პატარა ბავშვის გარდაცვალებაზე, მაპატიეთ ასეთი პოსტისთვის, ხასიათი გაგიფუჭეთ, მაგრამ მართლა მოვკვდი და აღარ დავრჩი რა 

გია როინიშვილი: ნუცა ნათელშია...... ვდუმვარ... არანაირ სიტყვას აზრი არ აქვს

ნათია ფანჯიკიძე:
როცა სულისშემძვრელი ტრაგედია ხდება, ხომ ყველას სტკივდება სისხლი, ვისაც საერთოდ აქვს სისხლი და ადამიანია. ხომ ყველა ვგრძნობთ ამ დროს, თითოეული ჩვენგანი როგორი ახლობლები ვართ სინამდვილეში? ხოდა რატომ იფლანგება ამდენი უძვირფასესი წუთი, დღე, წელიწადი სიყვარულის ნაცვლად სიძულვილში? ღმერთმა აშოროს ყველას ასეთი საშინელი ტკივილი. გადატანის ძალა მისცეს მაია ასათიანს.

გიორგი სუხიტაშვილი:
არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი რას ან ვის დავაბრალო... ასეთი რა ბედი ქონდა ამ პატარას...

საბრალო ნუციკო.... საბრალო მაიკო....

ირაკლი ნოზაძე:

წამში გაიყინა ყველაფერი!
მაკანკალებს!
ვაიმე მაია!

ნიდიკო ტატიშვილი:

საშინელებაა! 
უბედურებაა!

თინა ხიდაშელი:
როცა ვერაფერს, საერთოდ ვერაფერს ამბობ, აზრები გაფანტულია, მხოლოდ სასოწარკვეთა.

ნოეს სულაბერიძე:
საშინლად რთულია ასეთ მომენტში, არც იცი რა უნდა თქვა/დაწერო...გამძლეობა მაიას...

გიგა კვენეტაძე:
უფალო შეგვიწყალენ
შვილის დაკარგვა? არა უფალო მე მომკალი წინა დღით.

გურამ ლომიძე:
ღმერთო ეს რა საშინელებაა,უფალმა გაადზლიეროს მაია,გული დამეწვა!!!

ხათუნა ხოფერია:
ღმერთი თავის შვილებს ჩვენ გვანდობს გასაზრდელად! მერე კი ისევ თავისთან მიჰყავს. საუკეთესოები უფრო ადრე და ბევრ ამქვეყნიურ განსაცდელს არიდებს.
არ ვიცი, რამდენად სანუგეშოა ეს სიტყვები, მაგრამ უნდა გამაგრდე, მაია, უნდა გაუძლო!!!....

თამარ ჩუგოშვილი:
ვერც კი ვხვდები როგორ გამოვხატო, რასაც ვგრძნობ... უბრალოდ არ შეიძლება დედის ცხოვრებაში ასეთი რაღაც მოხდეს.

ნინი ბადურაშვილი:
ღმერთმა ძალა მოგცეს მაია რომ ამ კოშმარს გაუძლონათელში ამყოფოს ნუცას სული უფალმა...
წაკითხულია 11150 ჯერ

Related items

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური