ევროვიზიის სამუშო ჯგუფმა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 11:18

ევროვიზიის სამუშო ჯგუფი საქართველოშია. ევროპის მაუწყელებთა კავშირის ხელმძღვანელობამ საქართველოში საბავშვო ევროვიზია 2017-ი კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით თბილისში პირველი შეხვედრები გამართა. შეხვედრა შედგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებთან. განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, ტექნიკური საკითხები და სავარაუდო ლოკაციები, სადაც ნოემბერში, პირველად საქართველოში საბავშვო ევროვიზია უნდა გაიმართოს.

ჯონ ოლაფენდი-ევროპის მაუწყებელთა კავშირის სუპერვაიზერი ,,კონკურსის სამჯერ მოგების შემდეგ დადგა დრო, რომ საბავშვო ევროვიზიის კონკურსი თქვენთან ჩატარდეს და საქართველომ საბავშვო ევროვიზიას პირველად უმასმინძლოს. საქართველოში პირველად ვარ და მომდევნო თვეებში თბილისში ხშირად მომიწევს ჩამოსვლა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაუვიწყარი შოუ მოვაწყოთ. ქართულმა მხარემ უკვე ბევრი დეტალი გათვალა და საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.“

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავაზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.

,,ევროვიზია სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა, საქართველო დანარჩენ მსოფლიოს გავაცნოთ. ევროპის მაუწყებელთა კავშირის სამუშო ჯფუფი უკვე თბილისშია. ჩვენ აქტიურად გავდივართ ყველა დეტალს, რათა ღონისძიება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს,-‘’განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. საქართველო საბავშვო ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული სამჯერ იყო. 2016 წელს საქართველო ევროფესტივალის გამარჯვებული მესამედ გახდა და წევრ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა, რადგან მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საბავშვო ევროვიზია საქართველოში პროექტ ,,Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩატარდება.

კონკურსს ყოველწლიურად მსოფლიოს ათობით ქვეყნის მილიონობით ტელემაყურებელი ადევნებს თვალყურს. კონკურსის ფარგლებში საქართველოს სტმრები ათეულობით ქვეყნიდან ეწვევა. მათ შორის ჟურნალისტების საკმაოდ დიდი კორპუსი, რაც კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.

წაკითხულია 431 ჯერ

Related items

  • კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა

    საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.

    აღნიშნული უწყების ცნობით, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ყველა ეს ობიექტები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის.

    ეკონომიკის მინისტრმა გულითადი მადლობა გადაუხადა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები 12 ახალი ევროპული მიმართულებით შესრულდება

    ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით შესრულდება. ესენია: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი, ტურკუ.

    საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას „ვიზ ეარი“ (Wizz Air) მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების შვიდი მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს. ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით ევროპის კიდევ ხუთი ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.

    საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

    შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ვიზ ეარის“ (Wizz Air) ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.

    „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „ვიზ ეარს“ (Wizz Air) შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და რამდენიმე წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაანონსებიდან ოთხ თვეში, „ვიზ ეარი“ (Wizz Air) ქუთაისში მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავსა და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. 2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის უკვე 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

    ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანიის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „ვიზ ეარს“ მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის ხუთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 პროცენტი გადაიყვანა – 587 643 მგზავრი.

     https://1tv.ge/news/qutaisis-saertashoriso-aeroportidan-regularuli-frenebi-12-akhali-evropuli-mimartulebit-shesruldeba/
  • „დადებითი ტენდენციები, რომლებიც წლის დასაწყისიდან ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში, გრძელდება“

    წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით   ეკონომიკურმა ზრდამ 5.6 პროცენტი , 2018 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი 4.9 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სფეროში, ასევე საფინანსო სფეროში, ვაჭრობაში, ტრანსპორტის სექტორში, უძრავ ქონებაში, სასტუმროებსა და რესტორნებში. ამასთან, 2018 წლის სექტემბერში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 071 ერთეულს გაუტოლდა. სექტემბერში, საწარმოთა ბრუნვა, რომელზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად, გაზრდილია 10.4 პროცენტით.

    „ეკონომიკური ზრდის აღნიშნული მაჩვენებელს განაპირობებს როგორც გაზრდილი საგარეო მოთხოვნა, მიუხედავად რეგიონში არსებული შედარებით უარყოფითი ვითარებისა, ასევე გაუმჯობესებული შიდა მოთხოვნა როგორც ინვესტიციების, ისე მოხმარების მხრივ“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.  

    რაც შეეხება აგვისტოს თვესთან შედარებით სექტემბერში ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებულ მაჩვენებელს, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ თვის დონეზე ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება მერყეობით ხასიათდება: „ქვეყანაში პერიოდულად განხორციელებულ ცვლილებებს, მათ შორის რეგულაციების კუთხით, ასევე ერთჯერად ფაქტორებს, რა თქმა უნდა,  გავლენა აქვს, რაც ეკონომიკურ აქტივობაზე აისახება და რყევებს იწვევს“.

    ამასთან, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ნარჩუნდება დადებითი დინამიკა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში წლის დასაწყისიდან ფიქსირდება. „ის ტენდენციები, რომლებიც წლის დასაწყისიდან ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში, გრძელდება, ამას მოწმობს როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ასევე სარეიტინგო კომპანიების შეფასებები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

  • ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული სალვადორ სობრალი რეანიმაციაში მოათავსეს

    ევროვიზია 2017-ის გამარჯვებული, პორტუგალიელი მომღერალი , 27 წლის სალვადორ სობრალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება.

    ესპანური მედიის ცნობით, სობრალი საავადმყოფოში გასულ კვირას მოათავსეს, მას შემდეგ რაც, პორტუგალიის ქალაქ ესტორილში, კონცერტის შემდეგ გულის შეტევა დაემართა.

     

    ადგილობრივი მედიის განცხადებით, მას სასწრაფო ოპერცია სჭირდება. სალვადორ სობრალი ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა რიგში პირველია.

  • Visa-მ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ოფიციალური პარტნიორის რანგში საქმიანობა დაიწყო

    Visa უკრაინაში აწყობს ინოვაციების სტენდს ევროვიზიის სოფელში, რათა ნებისმიერ მსურველს მისცეს საშუალება გამოსცადოს Visa-სა და  პარტნიორი ბანკების ინოვაციური პროდუქტები

    კიევი, 10 მაისი, 2017 - Visa მოხარულია გამცნოთ, რომ დაიწყო საქმიანობა, როგორც ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ოფიციალურმა პარტნიორმა. ამასთან დაკავშირებით მან ევროვიზიის სოფლში ინოვაციების სტენდის გახსნის შესახებ განაცხადა.  სტენდი იფუნქციონირებს 4დან 14 მაისის ჩათვლით, 13:00 საათიდან 10:00 საათამდე, ევროვიზიის სოფელში, ხრეშატნიკის ქუჩაზე.

    სტენდზე განთავსებული იქნება უახლესი ინოვაციური უკონტაქტო Visa payWave -ის ტექნოლოგიები.  აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გამოსცადონ Visa-სა და  პარტნიორი ბანკების: PrivatBank, FUIB, Raiffeisen Bank Aval  და Oschadbank ინოვაციური პროდუქტები.

    მობილური აპლიკაცია უკონტაქტო NFC-გადახდებისათვის PrivatBank-სგან

    სტუმრებს საშუალება ექნებათ დაამატონ Visa ბარათი Privat24-ის მობილურ საფულეს და გადაიხადონ  უკონტაქტოდ თავიანთი სმარტფონის საშუალებით[1]. მომხმარებელს, რომელსაც არ გააჩნია Visa ბარათი, საშუალება ექნება მყისიერად გახსნას ევროვიზიის ბრენდირებული ბარათი, Visa დემო სტენდთან და ბარათის გახსნის შემდეგ მიიღოს საშუალება მოიგოს 99-დან ერთი SamsungGalaxy A5[2].

    «წინასწარ გადახდილი ბარათი» სტიკერის ფორმატში, უკრაინის საერთაშორისო ბანკისგან (FUIB)

    სტიკერის გამოყენება შესაძლებელია მობილურ ტელეფონზე ან სხვა ნებისმიერ მოწყობილობაზე, რაც მას უკონტაქტო გადახდის ინსტრუმენტად[3] აქცევს.

    Visa payWave - მყისიერი უკონტაქტო ბარათი Oschadbank-საგან

    თქვენ საშუალება გექნებათ დაუყოვნებლივ მიიღოთ Visa payWave უკონტაქტო ბარათი Oschadbank-საგან, ყოველგვარი საბუთებისა და ლოდინის გარეშე[4]. უფრო მეტიც, ყოველ 10 დღეში, Oschadbank -ის მიერ გაცემული Visa ბარათის მფლობელებს საშუალება ექნებათ მოიგონ ევროვიზიის ბრენდირებული პრიზები[5].

    მობილური აპლიკაცია უკონტაქტო გადახდებისათვის Raiffeisen Bank Aval-სგან 

    ევროვიზიის სოფლის ტერიტორიაზე, Visa ბარათის მფლობელებს საშუალება ექნებათ ისიამოვნონ არა მხოლოდ ევროვიზიის მონაწილეთა შესრულებით, არამედ ისარგებლონ სხვადასხვა შეთავაზებით. მაგალითად, შეიძინონ ევროვიზია 2017-ის პრენდირებული პროდუქცია, გადაიხადონ Visa ბარათით, სტიკერით ან Visa აპლიკაციის საშუალებით[6]  500 უკრაინული გრივნიდან (დაახლოებით 19 აშშ დოლარი) და მიიღონ 10%-იანი ფასდაკლება.

    ჩვენ ასევე მოგიწოდებთ გადაიღოთ ევროვიზიასთან დაკავშირებული ფოტოები ან ვიდეო და გაგვიზიაროთ ინსტაგრამის ან ტვიტერის საშუალებით ჰეშთეგით #visa2eurovision. საუკეთესო ფოტოები და ვიდეოები დაჯილდოვდება პრიზებით[7].

    მოდით ვიყოთ ერთ ტალღაზე!

    ინფორმაცია კომპანია Visa-ს შესახებ

    Visa Inc. (NYSE: V) წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც აკავშირებს ბარათის მფლობელებს, სავაჭრო და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებს სწრაფ, უსაფრთხო და სანდო ელექტრონული გადახდის სისტემასთან      200-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია Visa ინფორმაციის გადამუშავებისათვის იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ქსელს - VisaNet-ს - რომელსაც შეუძლია 65,000-ზე მეტი ტრანზაქციის გადამუშავება სულ რაღაც 1 წამის განმავლობაში; ამავდროულად, ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოფილია მომხმარებლების უსაფრთხოება და გარანტირებულია სავაჭრო ობიექტებისათვის და სერვისის პროვაიდერებისათვის შეუფერხებელი გადახდების წარმოება. კომპანია Visa არ არის ბანკი, შესაბამისად, ის არ გასცემს ბარათებს, არ უწესებს საკომისიოს ან საპროცენტო განაკვეთს მომხმარებლებს და ასევე, არ გასცემს სესხებს ბარათების მფლობელებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანია Visa-ს  მიერ შემოთავაზებული ინოვაციური პროდუქტები საშუალებას აძლევენ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა მათ საკუთარ მომხმარებლებს შესთავაზონ ფართო სპექტრის მომსახურება, სადებეტო, წინასწარი გადახდის თუ საკრედიტო საბარათე პროდუქტები.

    დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდებს: www.corporate.visa.com, www.visasoutheasteurope.com, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE, www.visanewscissee.com


    [1] Android 4.4 ან შემდგომი საოპერაციო სისტემის მქონე სმარტფონი, რომელიც აღჭურვილია NFC ტექნოლოგიით

    [2] პრომო კამპანია გაიმართება ევროვიზიის სოფლის ტერიტორიაზე მხოლოდ 5-დან 13 მაისის პერიოდში, დეტალები იხილეთ privatbank.ua

    [3] უფრო მეტი დეტალები იხილეთ ვებ-გვერდზე https://about.pumb.ua/ru/presscenter/news/item/3017-pumb-visa-predstavlyayutj-pershij-v-ukran-platzhni?info

    [4] დამატებითი დეტალები იხილეთ ვებ-გვერდზე www.oschadbank.ua

    [5] პრომო კამპანია გაიმართება უკრაინის მასშტაბით, გარდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და ATO  ტერიტორიისა მხოლოდ 2017 წლის 25 აპრილიდან 30 სექტემბრამდე. კამპანიის დეტალების, წესებისა და შეზღუდვების შესახებ იხილეთ Oschadbank-ის ვებ-გვერდი (www.oschadbank.uawww.promo.oschadbank.ua)

    [6] პრომო კამპანია გაიმართება ევროვიზიის სოფლის ტერიტორიაზე მხოლოდ 4-დან 14 მაისის პერიოდში

    [7] პრომო კამპანია გაიმართება მხოლოდ 4-დან 14 მაისის პერიოდში. კამპანიის დეტალების, წესებისა და შეზღუდვების შესახებ იხილეთ ვებ-გვერდი vi.sa/2eurovision

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური